Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


გინახავთ სტადიონები რუსთავში? - მილიონ ლარზე მეტი უხარისხო საქმეში

რუსთავის მერია წელიწადში დაახლოებით ერთ მილიონ ლარს ხარჯავს სტადიონების მშენებლობისთვის, აუდიტი მიიჩნევს რომ სპორტული მოედნების დიდი ნაწილი უხარისხოდ კეთდება. აუდიტის სამსახური მიუთითებს იმასაც, რომ რეგიონულ ტელევიზიებში მერიის საქმიანობის გასაშუქებლად გადახდილი თანხა გამართლებული ხარჯი არ არის.


“ძალიან კარგია სტადიონი რომ გვაქვს, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ არ გვაქვს ისეთი სტადიონი, როგორიც ყველას” - გვეუბნება 9 წლის ნოდიკო, რომელიც რუსთავის ერთ-ერთ სტადიონზე ორ მეგობართან ერთად თამაშობს ფეხბურთს. სტადიონს ერთი მხრიდან ახალაშენებული კორპუსი ესაზღვრება, მეორე მხრიდან ავტოფარეხები, რომლებშიც ავტომობილების სამრეცხაოები და ვულკანიზაციებია გახსნილი. სტადიონის წინ დიდ ეზოში სახანძროს ძველი შენობაა. სტადიონის ხელოვნური საფარი ადგილ-ადგილ დახეულია. ქარიან დღეებში სტადიონის ხალიჩა ჰაერში ფრიალებს და როგორც არ უნდა გაასწორონ, სირბილის დროს მაინც მოუხერხებელია.




“ძალიან დიდი სტადიონი გვაქვს, მაგრამ არ აქვს კალათბურთის ფარები, ხალიჩა არის დახეული და ბადეები დაზიანებულია. ხან ბურთი გვიძვრება, ხან ფეხები გვეჭრება, ხან შარვლები გვეხევა. ჩემმა მეგობარმა მეორედ მოიტეხა ხელი, ძალიან ცუდი ხალიჩა როა, იმას წამოკრა ფეხი და დაეცა. დიდი ხანია ეს სტადიონი გვაქვს, ველურებივით იქცევიან, ხსნიან ფარებს, კარებს, ხევენ სეტკებს. ამ რკინებს ჯართში აბარებენ. იმდენი შეგნება ხომ უნდა ქონდეთ, რომ ჩვენ თამაში გვინდა.” - გვიყვება ნოდიკო და გვაჩვენეს სტადიონის დახეულ ბადეს რომელშიც კიდევ ერთხელ გაძვრა ბურთი. ბურთის მოსატანად გიორგი მირბის, რომელსაც მოტეხილი ხელი თაბაშირში აქვს ჩასმული.




რუსთავი ყოველ წელს მილიონამდე ლარს ხარჯავს სპორტული და საბავშვო მოედნების მოსაწყობად. თუკი შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ რამდენიმე ქუჩაზე გაივლით, ნახავთ რომ სტადიონების ნაწილი ცარიელია, საბავშვო მოედნები კი თითქმის უკაცრიელ ადგილებშია მოწყობილი.




სტადიონებს რუსთავში სულ სხვადასხვაგვარი დაზიანებები აქვს - ზოგ სტადიონს კალათბურთის ფარი აკლია, ზოგან ფეხბურთის კარს ბადე არა აქვს, სხვაგან შემოსაღობ მესერს მეტალის ბოძები აქვს მომძვრალი ან ბადეა დაგლეჯილი.




2019 წელს რუსთავმა თითქმის ერთი მილიონი ლარი დახარჯა სპორტული მოედნების და სტადიონების კეთილმოწყობაზე. 2022 წლის 15 აპრილს აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც წერია რომ 2019 წელს რუსთავში გაკეთებული სტადიონების უმეტესობა მალევე დაზიანდა - მიზეზი უხარისხოდ გაკეთებული საქმეა.


სტადიონების მშენებლები შავი სიიდან

იმ კომპანიების ნაწილი, რომლებსაც რუსთავის მერიამ სტადიონების გაკეთება მიანდო, დღეს შესყიდვების სააგენტოს სისტემაში შავ სიაში არიან, როგორც სახელმწიფოს არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორები.თუმცა რუსთავში და სხვა ქალაქებში შესრულებული პროექტებისთვის მათ ბიუჯეტიდან უკვე აქვთ მილიონობით ლარი მიღებული.


მაგალითად შპს „გია კონსტრაქშენი,“ რომელმაც 2019 წელს 1008 900 ლარად მოაწყო რუსთავში, დონეცკელ მეტალურგთა პირველი გასასვლელის 3 ნომერში მინი სპორტული მოედნები, ამ სახელმწიფო შესყიდვაში ერთადერთი მონაწილე იყო. აუდიტის სამსახურმა დაწერა, რომ ამ უხარისხოდ გაკეთებულ სტადიონზე მისი დამთავრებიდან მალევე ღობეებს საყრდენი რკინის ბოძები აკლდა.




“გია კონსტრაქშენი” 2021 წელს სახელმწიფომ გააფრთხილა, კეთილსინდისიერად შეესრულებინა ვალდებულებები. გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის გამო 2022 წლის მარტში ეს კომპანია უკვე შავ სიაში აღმოჩნდა. “გია კონსტრაქშენმა” უარი თქვა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯავახში თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების სპორტული მოედნისა და სკვერის მშენებლობისას დაშვებული დეფექტების დათქმულ ვადაში აღმოფხვრაზე.


მიუხედავად შავ სიაში ყოფნისა, 2024 წლის აპრილში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა სპორტული მოედნების მშენებლობა აზიზბეკოვის ქუჩაზე ისევ “გია კონსტრაქშენს” დაუკვეთა 113 491 ლარად. “გია კონსტრაქშენს” წინა წლებში მოწყობილი აქვს მოედნები მცხეთაში, შიდა გზები ცაგერში, სოფელ ტვიშში, ტურისტული ბილიკები ლენტეხში, გაკეთებული აქვს ადმინისტრაციული შენობის რემონტი სოფელ მარტყოფში.




შავ სიაშია შეტანილი რუსთავის მერიის კიდევ ერთი კონტრაქტორი კომპანიაა “კაპიტალ +”. ამ ჯგუფმა თითქმის 40 000 ლარი მიიღო რუსთავის ბიუჯეტიდან მეოცე საჯარო სკოლის სპორტული მოედნის გასაკეთებლად. მოედანი დაბზარულია და ისიც აუდიტის დასკვნაში მოხვდა როგორც არაკეთილსინდისერად შესრულებული პროექტი. “კაპიტალ +”-ს მოწყობილი აქვს სპორტული მოედნები თბილისში, შეკეთებული აქვს სტადიონები ქუთაისშიც. კომპანია შავ სიაში მოხვდა იმის გამო, რომ ისანში არაჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რაც ახალი უბნის ქუჩაზე სპორტული მოედნის რეაბილიტაციასა და მოწყობას გულისხმობდა.


იმისათვის, რომ არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორები შავ სიაში მოხვდნენ, ასეთი წესია: ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ტენდერებით იღებს სხვადასხვა მომსახურებას თუ პროდუქტს, ვალდებულია შესყიდვების სააგენტოს აცნობოს კონტრაქტორის არაკეთილსინდისიერების შესახებ. სააგენტო სწავლობს თითოეულ ასეთ ცნობას და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ კომპანიის შავ სიაში ჩასმის შესახებ. შავ სიაში კომპანია ერთი წლით ხვდება - ამ ვადის გასვლის შემდეგ მას ისევ შეუძლია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა. თუკი კომპანია უსამართლოდ მიიჩნევს შავ სიაში მოხვედრას, შეუძლია გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.


რეკლამა ცუდად გაკეთებული სამუშაოსთვის, ისევ ბიუჯეტის ფულით

რუსთავში სტადიონების მშენებლობის პარალელურად მერიის საინფორმაციო კამპანია მიდიოდა. სხვადასხვა ვიდეოებში ჩინოვნიკები ათვალიერებდნენ სამშენებლო მოედნებს და ამ სარეკლამო ხასიათის რგოლებში ჩანდა როგორ ზედამხედველობდნენ ისინი წარმატებით მიმდინარე პროექტებს.




ეს მასალა ადგილობრივი ტელევიზიებითაც გადაიცემოდა. აუდიტის სამსახური წერს, რომ ქვემო-ქართლის ტელე-რადიო კომპანია, რომელსაც არაერთი სიუჟეტი აქვს გაკეთებული რუსთავში სტადიონების შესახებ, შემოსავლების ნახევარზე მეტს რუსთავის მერიიდან და საკრებულოდან იღებს.


მერიის და საკრებულოს საქმიანობის ამსახველი სიუჟეტების მოსამზადებლად და ეთერში გასაშვებად 2019-2020 წლებში ბიუჯეტიდან რეგიონული ტელევიზიისთვის 320 ათასი ლარია გადახდილი. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა სარეკლამო რგოლების შინაარსიც. აღმოჩნდა რომ სიუჟეტები რეალურად სარეკლამო რგოლები იყო, რომელიც პოზიტიურად წარმოაჩენდა მუნიციპალიტეტის პროექტებს და ადგილობრივი ჩინოვნიკების საქმიანობას.




სპორტული მოედნების გაკეთებისთვის განკუთვნილი თანხები ნაწილია იმ ფულის, რომელსაც რუსთავი სპორტის განვითარებისთვის ხარჯავს. ამ მიზნით ქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად საშუალოდ 4 მილიონია გამოყოფილი - აქედან 2 მილიონი სპორტული დაწესებულებების მშენებლობასა და მოწყობას ხმარდება, 1 მილიონი - სპორტულ ღონისძიებებს.




 

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net