ბერძენიშვილის და სამნიძის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ხომასურიძე სასამართლომ გაათავისუფლა
ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ირაკლი ხომასურიძეს თავდებში 205 ადამიანი დაუდგა, თუმცა მის გათავისუფლებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა თავად დაზარალებულების - დავით ბერძენიშვილისა და ხათუნა სამნიძის - პოზიციას. ისინი თანახმა იყვნენ, რომ ირაკლი ხომასურიძე გათავისუფლებულიყო.
საქმის არსებითი განხილვა მოგვიანებით დაინიშნება.
6 ივნისს ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. პოლიციამ ირაკლი ხომასურიძე ადგილზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
ირაკლი ხომასურიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ივნისს შეუფარდა.
ბრალდებულმა 8 ივნისს, სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ინციდენტი დავით ბერძენიშვილის ძმის, „რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებლის, ლევან ბერძენიშვილის მიერ მეფე ერეკლე მეორეზე გამოთქმული მოსაზრების გამო დაიწყო.