რატომ კაშკაშებენ ვარსკვლავები სინამდვილეში
საქმე იმაშია, რომ რეალურად ვარსკვლავები სულაც არ ციმციმებენ. ეს ნათება მხოლოდ ჩვენი პერსპექტივიდან დანახული შედეგია. რადგანაც ციური სხეულები დედამიწიდან ძალიან შორს არიან, მათ ისე ვხედავთ, როგორც პატარა, კაშკაშა წერტილებს.
“ვარსკვლავური შუქი უდიდეს მანძილს გადის, რათა მოწმენდილ ცაზე ჩვენი ხედვის არეალში გამოჩნდეს”, – რაიან ფრენჩი, მზის სისტემის მკვლევარი და ფიზიკოსი დიდ ბრიტანეთში.
როდესაც სინათლის წერტილი აღწევს ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში, იგი გადის რხევადი ჰაერის ფენებში, იქამდე, ვიდრე მას დავინახავთ. სწორედ ეს პროცესი იწვევს ვარსკვლავის ციმციმს. სინამდვილეში კი ატმოსფეროს მიღმა ისინი საერთოდ არ კაშკაშებენ.
წყარო: livescience.com