Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


“შეგეშალა, ჩემო ძმაო” - რა ვნახე და მოვისმინე "შინ, ევროპაში"

მეტეხის ხიდთან, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე, შუქნიშნები წითელზეა გაყინული. ღამის თერთმეტის ნახევარია. მანქანების ნაცვლად, ხალხის დაუსრულებელი ნაკადი, ევროკავშირისა და საქართველოს დროშების ფრიალით, ევროპის მოედნისკენ მიედინება.


ყველამ იცის, რომ ევროკომისიამ მათი ქვეყნის კანდიდატობას ყვითელი აუნთო. თუმცა მწვანის შანსი ჯერ კიდევ არის - ხელისუფლებას 6 თვე აქვს ევროპელი კომისრების რეკომენდაციების შესასრულებლად.




მსვლელობის მიზეზი ნაწილობრივ სევდიანი კია, მაგრამ ის მაინც დღესასწაულს უფრო ჰგავს. ბევრს ხუმრობენ და იცინიან. ტროტუარებიდან გამვლელები იღიმიან და ხელს იქნევენ, ზოგი ტელეფონით იღებს.


„ტურისტული ზონა ხომაა, ჰოდა, დაგვთვალონ კარგად”, - კმაყოფილებით მეუბნება შუახნის ქალი. აშკარად ზურგჩანთებიან ქერა ახალგაზრდებს გულისხმობს.


ამ საყოველთაო იდილიიდან ამოვარდნილია ორი ქალი - ისინი საპატრიარქოს რეზიდენციას შუა თითს უჩვენებენ. 31 წლის თინა მიხსნის, რომ ქვეყნის ყველაზე გავლენიან ინსტუტიციაზე ბრაზობს. „საბოტაჟისთვის”, რომელსაც სამღვდელოება ევროპულ კურსს უწყობს.


„საპატრიარქო ევროკავშირს თათხავს, რადგან უპირისპირებს ერთმანეთს ევროპელობას და ქართულ იდენტობას”, - ამბობს იგი.


თინა ისტორიკოსია, და ამ მოცემულობის ირონიულობას კარგად ხედავს. მიყვება, როგორ დააშორა ბიზანტიის იმპერიის გამუსლიმანებამ საქართველო ქრისტიანულ ევროპას.


ევროკავშირს - კი, ოლიგარქს - არა

პარლამენტის წინ აქცა „შინ, ევროპისკენ” ოციოდე წუთის დასრულებულია. სანამ მეტეხის ხიდზე მივაბიჯებთ, მესმის, რომ ვიღაცა ჯერ კიდევ ბეთჰოვენის „სიხარულის ოდას” ღიღინებს.


ევროკავშირის ჰიმნს რუსთაველის გამზირზე აქამდეც ბევრჯერ გაუჟღერია. მაგრამ არასდროს ყოფილან ქართველები ასე ახლოს იმასთან, რომ ეს ჰიმნი მათიც გამხდარიყო.


ევროკომისიის რეკომენდაციაში წერია 12 წინაღობა, რომელიც საქართველოსა და კანდიდატის სტატუსს შორის დგას. აქციაზე შეკრებილთაგან ბევრს მიაჩნია, რომ ერთ-ერთ წინაღობას აქვს სახელი და გვარი.


70 წლის პენსიონერი, თამაზი, აქციაზე თავის ცოლთან, ნინოსთან ერთად მოვიდა. ახლა ისინი იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ „კიდევ დიდ ხანს ვაპირებ სიცოცხლეს, და მჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოვესწრები. ბიძინას ჯინაზე”, - მეუბნება თამაზი.


ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ბრაზობენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მათ აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ფილარმონიის წინ გამოველაპარაკე.


ოლიგარქები უკრაინასა და მოლდოვაშიც არიან. მაგრამ მხოლოდ საქართველოში „გამოდის ხელისუფლება ოლიგარქის ადვოკატად”, - მეუბნებიან ისინი.




“ ...ნებისმიერ საერთაშორისო განცხადებაზე ჩვენი ხელისუფლება იცავს მას [ბიძინა ივანიშვილს]", - მითხრა ერთ-ერთმა სტუდენტმა.




რეალურია რეკომენდაციების 6 თვეში შესრულება? „ჩემი აზრით, კი. თუ ის 85%, რომელიც ევროპას ირჩევს, იბრძოლებს ევროპისთვის და არა კონკრეტული პარტიებისთვის”.


რატომ ევროპა?

უკვე საღამოს რვა საათისკენ, ოპერიდან „გალერეა თბილისამდე” მისვლა ძალიან რთული იყო. საქართველოში არცერთ აქციასა თუ ფესტივალზე, ჯერ არ მინახავს ერთბაშად ამდენი ახალგაზრდა.


განათლება, ხელმისაწვდომი ფული, დაცულობა, თავისუფლად სუნთქვა - გინდ პირდაპირი, გინდ გადატანითი მნიშვნელობით… - ისინი ხვდებიან იმ სიკეთეებს, რომელსაც „ევროპულ ოჯახში დაბრუნება” მოუტანს მთლიანად საქართველოს და პირადად მათ.


„ჯიუტად ევროპისკენ” - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, რამდენიმეს დიდი ბანერი გაეშალა.


ჯიუტად რატომ? - ვკითხე ერთს.


მხოლოდ სიჯიუტით შეიძლება დაუპირისპირდე იმ ფრუსტრაციასა და ნიჰილიზმს, რომელიც საზოგადოების ნაწილში არსებობს, - მპასუხობს იგი.




18 წლის ლილი და 19 წლის გვანცა ჯერ ევროპაში არ ყოფილან, მაგრამ მის სიკეთეებს „შორიდან ხედავენ”.




ლილი მხატვარია, გვანცამ კი ინგლისური ენის ფილოლოგიაზე ჩააბარა. ევროკავშირში ყოფნა მათთვის იმას ნიშნავს, რომ უკეთ შეძლებენ თვითრეალიზებას.




აი, მეთერთმეტეკლასელი ლიზა კი საერთოდ არ აპირებს საქართველოში სწავლის გაგრძელებას. გაცვლითი პროგრამით ესტონეთში მოხვდა და მისთვის „სხვაობა იყო ძალიან მკვეთრი”.


„გვიღებდნენ ისეთებად, როგორებიც ვიყავით. როგორ გამოიყურებოდი, არ ადარდებდათ, მთავარი იყო შენი პიროვნება”, - ამბობს იგი.




“შეგეშალა, ჩემო ძმაო”

საღამოს 11 საათისკენ მსვლელობის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. სანამ ბავშვები ასფალტზე ცარცით წერდნენ, ნინო, რომელიც წეღან „სიხარულის ოდას” ღიღინებდა, მიყვება, რომ დღევანდელმა დღემ 1989 წლის აპრილის გამოსვლები გაახსენა.




მაშინ პირველ კურსზე ვიყავი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ 30 წლის მერეც იმავე ამბავზე გავიდოდი გარეთო.


„ან ცივილიზებული სამყარო, ან წუმპე, რით ვერ გაერკვა ეს ქვეყანა”, - ამბობს იგი.


ამასობაში აქცია დასრულდა. ჟურნალისტები დგებიან ოპერატორების წინ, ერთვებიან პირდაპირ ეთერში, ესაუბრებიან აქციის მონაწილეებს.


მიშა! მიშა! - წამოიყვირა ვიღაცამ.


„ძაან შეგეშალა, ჩემო ძმაო“, - ამბობს ჩემ გვერდით მდგომი ბიჭი და იცინის.


სხვადასხვა მონაცემით, მოძრაობა „სირცხვილიას” აქციაზე 2022 წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე სულ მცირე 60 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ აქციის უკან „ნაციონალური მოძრაობა” დგას. მეორე დღეს იტყვიან, რომ მხოლოდ ორგანიზატორებს გულისხმობდნენ.


ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. თუმცა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსისთვის, 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს.


ეს რეკომენდაციაა. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ლიდერს. მათი შეხვედრა 23-24 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net