Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


ვის უნდა ომი

როგორია ომის მომხრეთა კოლექტიური პორტრეტი: რა ასაკის არის? სად მუშაობს? როგორია მისი შემოსავალი? კაცია თუ ქალი? რეალურია ეს მხარდაჭერა თუ მხოლოდ სიტყვიერი? და როგორია ომის მოწინააღმდეგეთა კოლექტიური პორტრეტი?


როგორც კვლევამ აჩვენა:



"სპეციალური ოპერაციის" მხარდამჭერი საშუალო რუსი 45 წლის მამაკაცია; უყურებს ტელევიზორს; არ გრძნობს სანქციების ზემოქმედებას; დასაქმებულია საბიუჯეტო ორგანიზაციაში, არ ღელავს დანაზოგზე, ცხოვრობს შორეულ აღმოსავლეთში და კმაყოფილია რუსეთში შექმნილი მდგომარეობით.
'სპეციალური ოპერაციის" მოწინააღმდეგე საშუალო რუსი კი 25 წლის ქალია - ცხოვრობს მოსკოვში ან ჩრდ. კავკასიაში, გრძნობს სანქციების მოქმედებას, ინფორმაციას იღებს ინტერნეტიდან Telegram-ის ან youtobe-ის საშუალებით, აღელვებს დანაზოგის დაკარგვის საფრთხე და უკმაყოფილოა რუსეთში შექმნილი მდგომარეობით.


ომი...

რუსეთის საზოგადოების უმრავლესობა, როგორც ჩანს, მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ომს, თუმცა ძნელია იმის დადგენა, რამდენად დიდია ეს უმრავლესობა და ვისგან შედგება იგი, რადგან გამკაცრებული ავტორიტარული რეჟიმის პირობებში სოციოლოგიური გამოკითხვები ვერანაირად ვერ ასახავს რეალობას. რუსეთში აკრძალულია ომისთვის ომის დარქმევაც კი, საომარი მოქმედებების შესახებ ოფიციალურისგან განსხვავებული ინფორმაციის ან მოსაზრების გამო კი გათვალიწინებულია არა მხოლოდ ჯარიმა, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნა, ამიტომ, ბუნებრივია, ხალხი გაურბის სოციოლოგების კითხვებს.


რადიო თავისუფლების რუსული სამსახური დააკვირდა ომის მხარდაჭერის დონის გაანგარიშების მცდელობებს, როგორც საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი მსხვილი ორგანიზაციების (ВЦИОМ (სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი), ФОМ (ფონდი საზოგადოებრივი აზრი) და Левада-центр (ლევადა-ცენტრი)), ასევე მკვლევართა მცირე დამოუკიდებელი ჯგუფების მხრიდან.


სხვადასხვა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ომს მხარს უჭერს რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 60-იდან 80%-მდე, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ეს მაჩვენებელი, ომის რეალურ მხარდაჭერას დაახლოებით 15%-ით აღემატება.




ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ ვინ არის ომის ტიპური მხარდამჭერი - მხარდაჭერის სიმყარე და სტაბილურობა შეიძლება დამოკიდებული იყოს შეხედულებების ბუნებაზე. რუსი პოლიტოლოგების ნაწილი ამტკიცებს, რომ ომის მომხრე უმრავლესობა „მყიფეა“ და, რომ საზოგადოებაში არსებული განწყობები ერთგვარი „თავსმოხვეული კონსენსუსია“, რომელიც „შეიძლება არამდგრადი აღმოჩნდეს საინფორმაციო ფონის ან ეკონომიკური პირობების მკვეთრი ცვლილებების შემთხვევაში“.


დამოუკიდებელმა პროექტმა Russian Field-მა ჩაატარა მრავალი კვლევა და გამოკითხვა ომისადმი დამოკიდებულების შესასწავლად. პროექტის მენეჯერმა არტემი ვვედენსკიმ გამოკითხვებზე დაყრდნობით შეადგინა ომის როგორც მომხრეების, ასევე მოწინააღმდეგეების განზოგადებული პორტრეტები და გამოკვეთა ყველაზე თვალსაჩინო ფაქტორები - ასაკი და ქონებრივი ცენზი: რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით მეტია ომის მხარდაჭერის ალბათობა და რაც უფრო ღარიბად გრძნობს ადამიანი თავს, მით უფრო სავარაუდოა, რომ ის ომის წინააღმდეგია.


„ჩვენ ვიყენებთ სკალას „არ მაქვს სურსათისთვის სამყოფი ფული“-დან „შემიძლია თითქმის ყველაფრის ყიდვა“-მდე, მათ შორის ასევე არის „არასაკმარისი ფული ტანსაცმლისთვის“, „არ არის საკმარისი ფული საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის სესხის გარეშე“ და ა.შ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს სკალა არ ასახავს რაიმე ფიქსირებულ შემოსავალს. „არ არის სურსათისთვის ფული“ არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი 10 ათას რუბლზე ნაკლებს გამოიმუშავებს, ხოლო „ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად ყველაფერი ვიყიდოთ“ არ ნიშნავს, რომ ადამიანი თვეში მილიონ რუბლზე მეტს გამოიმუშავებს. ეს სკალა, პირველ რიგში, შემოსავლებით კმაყოფილებაზე (ან უკმაყოფილებაზე) მეტყველებს. უფრო ზუსტად, როგორ აღიქვამენ (ღარიბად თუ მდიდრად) საკუთარ თავს ადამიანები. ღარიბი, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები სამხედრო ოპერაციას ნაკლებად უჭერენ მხარს - ეს აბსოლუტურად ასეა. ზოგადად, ჩვენ შევნიშნეთ კორელაცია პუტინის რეიტინგს, სოციალური კეთილდღეობის რეიტინგსა და სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერას შორის - ეს პრაქტიკულად ერთი და იგივე მაჩვენებლებია. დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები ნაკლებად არიან კმაყოფილი ვითარებით როგორც მოსკოვში, ასევე რეგიონებში. ისინი ნაკლებად დადებითად აფასებენ მთავრობის, ფედერალური, რეგიონალური და მუნიციპალური ხელისუფლებების ქმედებებს. დაბალშემოსავლიანი ჯგუფები, მდიდარ ადამიანებთან შედარებით, ნაკლებად უჭერენ მხარს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, - ამბობს არტემი ვვედენსკი.


 




ამავე დროს, რუსეთში არიან არცთუ ისე მდიდარი ადამიანებს, რომლებიც დაახლოებით ასეთ რამეს ამბობენ: მართალია, პენსია მცირეა, თავის სარჩენად კარტოფილის მოყვანაა საჭირო, ცხოვრება არცთუ ისე იოლია, მაგრამ სამაგიეროდ პუტინმა აამაღლა რუსეთის პრესტიჟი, გააძლიერა შეიარაღებული ძალები, ჩვენ უკვე ანგარიშს გვიწევენ და ა.შ.


არტემი ვვედენსკის თქმით, ლაპარაკი არაა ამა თუ იმ ფინანსური ჯგუფის აბსოლუტურ მხარდაჭერაზე. იმათ შორის, ვისაც არ აქვს საკმარისი ფული კვებისთვის, 39% სამხედრო ოპერაციის მომხრეა, 34% კი - მოწინააღმდეგე (ფაქტობრივად, 50/50-ზეა გაყოფილი):


„პენსიონერები კარგი მაგალითია. ამ ხალხს ცოტა ფული აქვს, ეს ხალხი რაღაცით უკმაყოფილოა, მაგრამ სახელმწიფოს მაინც მხარს უჭერს. ჩემი აზრით (მონაცემების, მათ შორის, ხარისხობრივი ანალიზის საფუძველზე), ხანდაზმული ადამიანებისთვის კოლექტივისტური დამოკიდებულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალისტური. ანუ, პირობითად, ახალგაზრდა ან საშუალო ასაკის ადამიანები ზრუნავენ საკუთარ თავზე, ოჯახზე, იმაზე, თუ რა მოხდება შემდეგ, ხოლო უფროსი თაობის ხალხი სრულად აიგივებს საკუთარ თავს სახელმწიფოსთან. უფროს თაობაში ჯერ ისევ საბჭოთა ჩამოსხმის ხალხი ჭარბობს. არსებობს ასეთი დაყოფა: ღარიბი პენსიონერები უფრო მეტად უჭერენ მხარს სამხედრო ოპერაციას, საშუალო ასაკის ღარიბი მოსახლეობა და ღარიბი ახალგაზრდობა კი უფრო მეტად არ უჭერს მხარს, რადგან ომი მათ პირდაპირ შეეხო. ამასთან, ახალგაზრდებს ჯერ კიდევ ბევრი წელი აქვთ წინ, ისევე როგორც აქვთ სურვილი, გაიზარდონ და განვითარდნენ, მაგრამ შესაძლებლობა არ ეძლევათ“.


რაც შეეხება წარმატებულ, ახალგაზრდა ადამიანებს - მათი დიდი ნაწილი აქტიურად უჭერს მხარს ომს, ნეგატიურად არის განწყობილი უკრაინელების მიმართ, იჯერებს ყველაფერს, რასაც სახელმწიფო პროპაგანდა ამბობს და ეთაყვანება პუტინს. ჩვეულებრივ მიიჩნევა, რომ რაც უფრო მდიდარი და წარმატებულია ადამიანი, მით უფრო დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში ეს ასე არ არის.


შედარებით მდიდარი ახალგაზრდები, რომლებიც კმაყოფილნი არიან თავიანთი შემოსავლით, რომლებიც დაჯერებული არიან თავიანთ მომავალში და ესმით, რა იქნება ხვალ, ერთი თვის და თუნდაც ნახევარი წლის შემდეგ - ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო მოხელეები ან დიდი კომპანიების თანამშრომლები არიან.


რუსეთის ეკონომიკა დიდწილად, პირდაპირ თუ ირიბად, სახელმწიფოს საკუთრებაა. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანები, რომლებსაც „ყველაფერი შედარებით კარგად აქვთ“, მართლაც ძირითადად სახელმწიფო მოხელეები ან ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი პირები არიან.




„მოდი, შევხედოთ პროცენტებს, - ამბობს არტემი ვვედენსკი, - საჯარო მოხელეებს, ე.წ. ბიუჯეტნიკებს შორის სამხედრო ოპერაციას 62% უჭერს მხარს, 24% - არა. ჯანდაცვის სექტორში, რომელიც ჩვეულებრივ ბიუჯეტზეა მიმაგრებული, 57% მხარს უჭერს სამხედრო ოპერაციას, 30% კი - არა. პენსიონერები: 63% მხარს უჭერს, 19% არ უჭერს. საბინაო და კომუნალური მომსახურების სექტორში, რომელიც დიდწილად მუნიციპალურია, 54% მხარს უჭერს, 19% არ უჭერს მხარს. განათლების სფეროში ცოტა უკეთესი მდგომარეობაა: 52% მხარს უჭერს, 29% - არა. გამორჩეულია მეცნიერების სფერო, სადაც მხოლოდ 8% უჭერს მხარს სამხედრო ოპერაციას, 85% კი არ უჭერს. სამხედრო ოპერაციის მხარდამჭერთა შორის პირველ ადგილზე არიან ძალოვანი უწყებები: 80% მომხრეა, 14% - არა. თუ ვეცდებით, გავაანალიზოთ, რატომ უჭერს მხარს რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა ომს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობის თითქმის მესამედი 60 წელზე უფროსი ასაკის ხალხია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 18-29 წლის ახალგაზრდების წილი 15%-ია, რაც ძალიან დაბალია. შესაბამისად, ამგვარი ასაკობრივი პროპორციები გავლენას ახდენს საერთო სურათზე. თუ საპენსიო ასაკის მოსახლეობა მესამედია, რომლიდან 80% მხარს უჭერს სამხედრო ოპერაციას, მაშინ, რა თქმა უნდა, ფედერალურ დონეზეც მსგავსი სურათი იქნება. ამიტომ, თუ ასაკობრივ ჯგუფებს გავმიჯნავთ, ხალხი იოლად შეამჩნევს, რომ ომის მხარდამჭერთა ეს უმრავლესობა საკმაოდ ფარდობითია“.


არტემი ვვედენსკის თქმით, კვლევის შედეგებიდან გამოდინარეობს, რომ რუსული სამთავრობო პროპაგანდა სპეცოპერაციას ყველაზე იოლად ასაღებს (ნებისმიერი ასაკის) სახელმწიფო მოხელეებში, ასევე პენსიონერებსა და ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფ მოქალაქეებში, რომლებიც დასაქმებული არიან საავადმყოფოებში, სკოლებში, მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო კომპანიებში და ა.შ. ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი ადამიანები, როგორც წესი, მიჩვეული არიან სტაბილულობას და მორჩილებას. ასევე გასათვალისწინებელია სახელმწიფო ტელევიზიებისა და სხვა საინფორმაციო კომპანიების გავლენა რუსულ საზოგადოებაზე.


...და მშვიდობა

როგორია ომის მოწინააღმდეგეთა კოლექტიური პორტრეტი?


არტემი ვვედენსკის თქმით, კვლევა არ იძლევა აბსოლუტურ სურათს არც მშვიდობის მომხრეთა შემთხვევაში.


„ყველა ახალგაზრდა არ არის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგი და არც ყველა პენსიონერია ომის მომხრე. არსებობს ფუნდამენტური კრიტერიუმები: უმეტესწილად, ომის წინააღმდეგი არიან 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდები. ეს ადამიანები უფრო დაბალშემოსავლიანები არიან, ვიდრე მდიდრები. მათი აბსოლუტური უმრავლესობა განათლებულია - აქვს უმაღლესი პროფესიული განათლება ან - აკადემიური ხარისხი. ისინი მოსკოველები არიან. მოსკოვი ყველაზე პაციფისტური რეგიონია, რაც ბევრმა კვლევამ აჩვენა. როგორც წესი, ომის მოწინააღმდეგეები მეცნიერების, სარეკლამო ბიზნესის ან საბანკო სექტორის თანამშრომლები არიან, ანუ წარმოადგენენ იმ სფეროებს, რომლებიც ძალიან დაზარალდა. აქვე არიან სტუდენტებიც. მნიშვნელოვანია განაწილება ინფორმაციის წყაროების მიხედვითაც. ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას იღებენ ინტერნეტიდან, ინსტაგრამიდან, ტელეგრამიდან, საინტერნეტო მედიასაიტებიდან (იგულისხმება, პირველ რიგში, დამოუკიდებელი მედია), როგორც წესი, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მოწინააღმდეგეები არიან. ეს ის ხალხია, ვინც უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული მდგომარეობით, შემოსავლებით, ხელისუფლების მუშაობით. რატომ უნდა ვეცადოთ სხვისთვის რაღაცის წართმევას, თუკი შინ ვერ დაგვიმყარებია წესრიგი? - დაახლოებით ასეთი მარტივი და გასაგები გზავნილი უტრიალებს ყველა მათგანს თავში. ასევე, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ დანაზოგის დაკარგვისა, რომლებსაც სჯერათ, რომ რუსები და უკრაინელები განსხვავებული ხალხები არიან. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: სამხედრო ოპერაციის მოწინააღმდეგეები უფრო ხშირად მოგზაურობენ დსთ-ს გარეთ, ვიდრე მომხრეები. ანუ ამ ადამიანებს უფრო ფართო თვალსაწიერი აქვთ, სხვანაირად უყურებენ საგნებს, სხვანაირად აანალიზებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას“, - ამბობს არტემი ვვედენსკი.




კვლევა აჩვენებს, რომ რუსების უმეტესობამ, ვინც მხარს უჭერს ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, არ იცის, რა ხდება სინამდვილეში. მათ არ ჰგონიათ, რომ ვიღაცას ბომბავენ. მათ უფრო სჯერათ, რომ ვიღაცას ათავისუფლებენ, რადგან ასეთია სახელმწიფოს დღის წესრიგის ოფიციალური ხაზი. კვლევის ავტორის თქმით, სამხედრო ოპერაციის მხარდამჭერები მართლაც განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას, მაგრამ, ომის დაწყებიდან სამი თვის თავზე დადგა დრო იმისთვის, რომ ეს არგუმენტი საპირისპირო მიმართულებით შეტრიალდეს: მხოლოდ ისინი, ვისაც არ სურთ სინამდვილისთვის თვალის გასწორება, განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას. სპეციალური ოპერაციის მხარდამჭერებს შორის ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც კმაყოფილია არსებული ვითარებით, ვინც მხარს უჭერს ვლადიმირ პუტინს. ისინი უპირობოდ უჭერენ მხარს ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას, შესაბამისად, არ არიან დაინტერესებული ინფორმაციის მიღების განსხვავებული წყაროების ძებნით.


რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახური და მეგობრული კავშირები? უკრაინელები მეგობრებსა და ნათესავებს შორის - რამდენად მოქმედებს ეს?


არტემი ვვედენსკის თქმით, მოხუცებისგან განსხვავებით (რომლებიც მიდრეკილნი არიან ე.წ. საბჭოთა კოლექტივიზმისკენ), ბევრი ვარაუდობდა, რომ ახალგაზრდები მეტად იქნებოდნენ ოჯახზე ორიენტირებულები, მაგრამ, მისი თქმით, კვლევამაც აჩვენა და ყოველდღიურობიდანაც თვალსაჩინოდ ჩანს, ბევრი ოჯახია, რომელიც ომის ფონზე შვილებს აცმევს სამხედრო ფორმას, თუმცა, წესით, უნდა ეშინოდეთ, რომ მათი ბავშვები გაიზრდებიან და ომში წავლენ.


„მეგობრები, ნათესავები უკრაინაში, ღირებულებები - ეს იყო პირველი, რაც თავში მოგვივიდა. გვეგონა, რომ ვისაც მეგობრები და ნათესავები ჰყავს უკრაინაში, სამხედრო ოპერაციას ნაკლებად დაუჭერდა მხარს. სინამდვილეში, ეს ასე არ არის, განსხვავება მცირეა: იმათგან, ვისაც ჰყავს მეგობრები და ნათესავები უკრაინაში, 60% მხარს უჭერს სპეცოპერაციას, ვისაც არ ჰყავს, იმათ შორის ომის მომხრეთა წილი 65%-ია, მაგრამ მხარდაჭერაც არის და მხარდაჭერაც. რამდენად არიან რუსეთის მოქალაქეები აქტიური ომის მხარდაჭერისთვის? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. მზად არიან თუ არა რუსეთის მოქალაქეები, უკრაინაში სამხედრო ოპერაციისთვის დამატებით დაიბეგრონ ჰიპოთეტური 10%-იანი საშემოსავლო გადასახადით? აღმოჩნდა, რომ ახალი გადასახადის შემოღებას მხარს უჭერს მხოლოდ 28%, 67% კი წინააღმდეგია. ხალხი არ არის მზად, თავისი შემოსავლის ნაწილი გაიღოს უკრაინაში ომის დასაფინანსებლად. ასევე დაისვა კითხვა: მზად ხართ თუ არა, პირადად მიიღოთ მონაწილეობა სამხედრო ოპერაციაში? 37%-მა თქვა, რომ მზადაა, 56% კი კატეგორიულად წინააღმდეგია. ამასთან, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ იმათ შორის, ვინც მზად არის მონაწილეობა მიიღოს სპეციალურ ოპერაციაში, ძირითადი მასა საპენსიო ასაკის მოქალაქეებია“, - ამბობს არტემი ვვედენსკი.




ქალებსაც ჰკითხეს, მხარს დაუჭერდნენ თუ არა თავიანთი ნათესავის გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოს სამხედრო ოპერაციაში?


32%-მა თქვა, რომ მხარს დაუჭერდა, 68%-მა თქვა, რომ - არა.


როგორ არის დამოკიდებული ომში პირადად მონაწილეობის მსურველთა პროცენტული რაოდენობა შემოსავლების მოცულობაზე?


„მათ შორის, ვისაც „საჭმლისთვის არ აქვს საკმარისი ფული“, 50%-ზე მეტს არ სურს მონაწილეობა მიიღოს სამხედრო ოპერაციაში და პირიქით, 50%-ზე მეტი იმათ შორის, ვისაც „თითქმის ყველაფრის საშუალება აქვს“, მხარს უჭერს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. მსგავსი სურათია ქალების მიერ ნათესავების ფრონტზე გაგზავნის შემთხვევაშიც. ალბათ გინახავთ ვიდეოები, სადაც ქუჩაში ეკითხებიან გამვლელებს: მხარს უჭერთ თუ არა სამხედრო ოპერაციას? ისინი ამბობენ: დიახ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ. მაშინ, ეუბნებიან, მოდი ახლავე ჩაგწერთ იმ პატრიოტთა სიაში, რომლებიც მზად არიან პირველივე დაძახილზე ფრონტზე წასასვლელადო. ყველას ეგრევე უქრება ბრძოლის სურვილი და არავინ ჩერდება. ასე რომ, სამხედრო ოპერაციის მომხრეთა დაახლოებით ნახევარი მზად არ არის მონაწილეობა მიიღოს ომში. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ომში წასვლის მსურველთა შორის ძირითადად საპენსიო ასაკის მოქალაქეები ჭარბობენ“, - უთხრა არტემი ვვედენსკიმ რადიო თავისუფლებას.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საბრძოლო მოქმედებები დღემდე რამდენიმე მიმართულებით გრძელდება. კრემლი კრძალავს რუსეთის ტერიტორიაზე სიტყვა "ომის" გამოყენებას და უკრაინაში შეჭრას "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net