როგორ გამოვჩნდეთ უფრო თავდაჯერებულები
თავდაჯერებულობა ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. ეს გვეხმარება ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენაში, თუმცა ყოველთვის არ გვაქვს ამის ფუფუნება. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს საკუთარ სისუსტეებთან გამკლავებას, რაც მათ თვითშეფასებას აქვეითებს და უქმნის წარმოდგენას, რომ არ არიან საკმარისად კარგები.
არსებობს რამდენიმე რჩევა, რაც დაგვეხმარება გამოვჩნდეთ უფრო თავდაჯერებულები.
- არასოდეს ცადოთ დაიმალოთ. გაიმართეთ წელში, დაიჭირეთ თქვენი სხეული სწორად.
- დაამყარეთ თვალის კონტაქტი. ეს საჭიროა, რათა დამალოთ დაბნეულობა, შფოთვა, ეჭვები. არ მოარიდოთ მზერა ადამიანებს.
- ყურადღება მიაქციეთ სხეულის ენას. არ მოიფშვნიტოთ ხელები. როდესაც ადამიანი გაურკვევლობაშია, ხშირად ეხება თმებს, სახეს, თვალებს. ნუ გამოიყენებთ ამ ჟესტებს.
- ისაუბრეთ ნელა და გამართულად. ეს მეტად დარწმუნებულს წარმოგაჩენთ საკუთარ თავში.
- ნუ მიიღებთ უხერხულად სიჩუმეს. ბევრ ადამიანს სიჩუმე დისკომფორტს უქმნის, სინამდვილეში მოსაუბრესთან ასეთი სიტუაციების მშვიდად გაზიარება მეტად დაგეხმარებათ სიტუაციაზე კონტროლის დამყარებაში.
- ნუ შეიბოჭავთ თავს. ხელების თავისუფალი, ექსპრესიული მოძრაობა თქვენს შინაგან გულწრფელ ემოციებს კარგად გამოხატავს, ამიტომ არ მოერიდებით ხელებით საუბარს.
- როდესაც ოთახში შეხვალთ, ნუ აქცევთ ზურგს აუდიტორიას. პატარა ნაბიჯები, როგორც წესი, მოხდენილად ითვლება, თუმცა დიდი ნაბიჯების გადადგმა უფრო თავდაჯერებულს გაგხდით.
წყარო: inc.com