ლისიჩანსკში დაიწვა ჰუმანიტარული შტაბი, რომელშიც 40-ზე მეტი მოქალაქე იყო - უკრაინული მხარე
ურაინული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთით, ლუგანსკის რაიონში, რუსული ძალების მიერ ლისიჩანსკის დაბომბვის შედეგად, დაიწვა ჰუმანიტარული დახმარების შტაბი, რომელშიც 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იყო განთავსებული.
„ამ დროისთვის დაღუპულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საარტილერიო ცეცხლის შედეგად, დაზიანდა მაღალსართულიანი შენობები და ქალაქის ინფრასტრუქტურა.
უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.
რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა და მილიონობით დევნილი გახდა.