რუსეთი: კიევზე თავდასხმის სამიზნე იყო ევროპის მიერ მოწოდებული ჯავშანტექნიკა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის სამიზნე იყო უკრაინული ჯავშანტექნიკა, რომლებიც, მისივე თქმით, განლაგებული იყო კიევის გარეუბანში „სარემონტო საწარმოს შენობებში“.
„რუსეთის ძალებმა, მაღალი სიზუსტის საჰაერო გაშვების რაკეტებით, გაანადგურეს კიევის გარეუბანში T-72 ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები აწვდიდნენ“, - თქვა მან.
კიევი აპრილის ბოლოდან პირველად დაიბომბა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსულმა ავიაციამ გაანადგურა უკრაინული იარაღის სამი საცავი; ოდესის თავზე უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავი An-26 ჩამოაგდეს. სლავიანსკის დასახლების მიდამოში საჰაერო ბრძოლის დროს ჩამოაგდეს უკრაინის საჰაერო ძალების თვითმფრინავი MiG-29.