სკანდალური ბავშვობა და ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული – ბრუკ შილდსი
ამერიკელი მოდელი და მსახიობი ბრუკ შილდსი გასული საუკუნის 80-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სახედ ითვლებოდა. გამორჩეული გარეგნობის გოგონა ბუნებრივი, ხშირი წარბებით და ლურჯი თვალებით ეკრანზე ადრეულ ასაკში გამოჩნდა. თავდაპირველად იგი საპნის რეკლამაში გადაიღეს. ცნობილია, რომ ბრუკის დედა აქტიურად იყო ჩართული შვილის კარიერულ საქმიანობაში და მენეჯერის როლსაც ითავსებდა. სწორედ მისი თანხმობით გადაიღეს მსახიობი შიშველ ფოტოსესიაში, როცა იგი მხოლოდ 10 წლის იყო. ამ ფაქტს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და ფოტოების გამოყენება აიკრძალა. საქმეზე მრავალი წელი მიმდინარეობდა სასამართლო დავა.
კიდევ ერთი სკანდალური მოვლენა შილდსიც ბავშვობაში 12 წლის ასაკში მოხდა, როცა იგი გადაიღეს ფილმში “ლამაზი ბავშვი”, სადაც მეძავის როლს ასრულებდა. ამ ფაქტს საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა მისი პოპულარობა სულ უფრო მეტად იზრდებოდა. ბრუკს ისეთ მამაკაცებთან რომანს მიაწერდნენ, როგორებიც იყვნენ ჯონ კენედი უმცროსი, მაიკლ ჯექსონი, მონაკოს პრინცი ალბერტი.
მსახიობმა პოპულარობის ზენიტს 1980 წელს მიაღწია, როდესაც გადაიღეს ფილმში “ცისფერი ლაგუნა”. სასიყვარულო დრამამ უამრავი ახალგაზრდა მაყურებლის გული დაიპყრო და ბრუკიც ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. ამას მოჰყვა “უსასრულო სიყვარული”, რომლის შემდეგაც შილდსი ჟურნალ “ვოგის” გარეკანზე დაიბეჭდა. 16 წლის ასაკში იგი მთელი მსოფლიოს გარშემო იყო ცნობილი. თუმცა პირველი ქორწინების შემდეგ ბრუკის კარიერული დაღმავლობა დაიწყო, რადგან სამსახიობო საქმიანობას დიდ ყურადღებას აღარ უთმობდა. მისი ცხოვრება 70-მდე კინოროლს და უამრავ სამოდელო კამპანიას ითვლის.
ამჟამად მსახიობი მეორე ქორწინებაში იმყოფება ამერიკელ მწერალსა და სცენარისტ კრის ჰენჩისთან. წყვილს ორი შვილი და ბედნიერი ოჯახი ჰყავს. ბრუკი შილდსი დღემდე არ კარგავს აქტუალობას და მუდამ პაპარაცების ყურადღების ცენტრში ექცევა.