7 პროდუქტი რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ
როგორ შეიძლება გემრიელი საკვები წონის კლებაში დაგვეხმაროს? მართალია, ეს არარეალურად ჟღერს, თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელთა მიღებაც თქვენთვის სასიამოვნოც შეიძლება იყოს და სასარგებლოც.
- შავი შოკოლადი
ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, ადამიანებმა, რომლებმაც შავი შოკოლადის ფილა მიიღეს, რამდენიმე საათის შემდეგ 15%-ით ნაკლები პიცა მიირთვეს, ვიდრე მათ, ვინც რძიან შოკოლადს იღებდა.
- კენკროვანი იოგურტი თხილით
ცილებით მდიდარი საუზმეა, რომლის ეფექტი საღამომდე გრძელდება. შეიძლება ისე დაგანაყროთ, რომ მთელი დღის განმავლობაში არ გსურდეთ საკვების მიღება. გარდა ამისა, დადასტურებულია, რომ იუგურტი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გასხდომი პროდუქტია.
- თხილეული
კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანები, რომლებიც არაქისს, ნიგოზს ან პეკანს მიირთმევდნენ, უფრო ნაკლებ საკვებს მიირთმევდნენ.
- ვაშლი
უარი თქვით ვაშლის წვენზე ან „სმუსზე“ და აირჩიეთ ხრაშუნა ვაშლი, რადგან დაუმუშავებელ ხილს უფრო მეტი ბოჭკოვანი სტრუქტურა აქვს, რაც ღეჭვის დროს თავის ტვინში სიგნალებს აგზავნის და ატყობინებს მას, რომ ორგანიზმი დანაყრებულია.
- გრეიფრუტი
ძალიან ჯანსაღი პროდუქტია, რომელიც ცხიმების წვაში დაგეხმარებათ, თუმცა მისი წვენის მიღება არ შეიძლება, თუ გარკვეულ მედიკამენტებს მოიხმართ, ამიტომ ჰკითხეთ ფარმაცევტს ან ექიმს.
- ლობიოს მარცვლები
ცილის შესანიშნავი წყაროა. კარგად ანაყრებს მისი მცირე რაოდენობით მიღებაც კი.
- ბოსტნეული
ყველთან ერთად მიირთვით ყვავილოვანი კომბოსტო და ყაბაყი. ძალიან სასარგებლო პროდქუტია. შეგიძლიათ იმდენი ბოსტნეული მიიღოთ, რამდენსაც მოისურვებთ, რადგან დაბალკალორიულია და ძალიან ჯანსაღი.
წყარო: webmd.com