სახელმწიფო მოგისმენთ და გითვალთვალებთ იმდენ ხანს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის - ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებს იწყებს
დიდი ალბათობით, ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მოქმედი წესი შეიცვლება. საქართველოს მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა უკვე დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომელიც ხელისუფლებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს მნიშვნელოვნად უადვილებს.