ხარკოვის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვის შედეგად. რუსეთის არმიის ქალაქის ცენტრზე იერიში ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებიდან განახორციელა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის მაქსიმ ხაუსტოვის თქმით, წინასწარი ინფორმაციით ცნობილია, რომ დაიღუპა ხუთი და დაიჭრა 13 მოქალაქე.
დაზიანდა საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები, აფეთქებამ გააჩინა ხანძარი. მაშველები დაბომბვის ადგილებში მუშაობენ.
უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის დროს ომის დანაშაულში ადანაშაულებენ, რასაც მოსკოვი უარყოფს. რუსეთის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ ისინი არ ახორციელებენ მიზანმიმართულ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
რუსეთის არმია აგრძელებს იერიშებს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე სრული კონტროლის დასამყარებლად. 9 აპრილს ხარკოვის გასათავისუფლებელი ბრძოლის დროს დაიღუპნენ ქართველი მოხალისეები ნიკოლოზ შანავა და დავით მენაბდიშვილი. ორივე ბატალიონ „კარპატსკა სიჩის“ წევრები იყვნენ.