რუსეთი აცხადებს, რომ სრული კონტროლი დაამყარა უკრაინის ქალაქ იზიუმზე
რუსეთი ამტკიცებს, რომ მისმა სამხედროებმა აიღეს უკრაინის ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ იზიუმი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა იგორ კონაშენკოვმა დღეს, 24 მარტს, მოსკოვში განაცხადა, რომ დღეს დილისთვის, რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა იზიუმზე სრული კონტროლი დაამყარეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.