Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

“რუსებს ეგონათ, ხარკოვი უბრძოლველად ჩაბარდებოდა” - როგორ აღმოჩნდნენ ოლგა და ნატალია ხარკოვიდან ბათუმში 

“რუსებს ეგონათ, ხარკოვი უბრძოლველად ჩაბარდებოდა” - როგორ აღმოჩნდნენ ოლგა და ნატალია ხარკოვიდან ბათუმში 

პენსიონერები ოლგა კრუკოვა და ნატალია კრივაშეენა ხარკოვის უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორები არიან. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, 2 მარტს შვილებმა ბავშვობის მეგობრები იძულებით ჩასხეს მატარებელში და პოლონეთისკენ გაამგზავრეს. პოლონეთიდან ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდნენ. ქუთაისიდან კი ბათუმში ჩამოვიდნენ, სადაც ნატალიას და ელოდებოდა.

67 წლის ოლგა კრუკოვა ხარკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის დოცენტია. იხსენებს, რომ საომარი მოქმედებების დაწყებისას ჭურვები მის სახლთან ერთ კილომეტრში ფეთქდებოდა. სამხედრო სასწავლებლის დაბომბვისას მის კორპუსში მინები ჩაიმსხვრა. განადგურდა გათბობის სისტემა. 28 თებერვლიდან რუსეთის არმიამ უკვე  საცხოვრებელი სახლებისკენ დაიწყო სროლაო. პირველი მსხვერპლი ქალაქის ცენტრში ღირსშესანიშნავი, ხალხმრავალი ადგილის დაბომბვას მოჰყვა:

„როცა რუსეთის ტელევიზიები აცხადებენ, რომ ხარკოვში დემილიტარიზაციის მიზნით,  მხოლოდ სამხედრო ბაზები ნადგურდება, ტყუილია. 28 თებერვლიდან მიზანში ამოიღეს  საცხოვრებელი სახლები და კვარტლები, სადაც მეომრები თვალითაც არ გვინახავს. იბომბებოდა სამეცნიერო ცენტრები. ხარკოვის უნივერსიტეტთან არსებული დაბალი ტემპერატურის ინსტიტუტის შენობა, სადაც ბირთვული რეაქტორი დიდი ხნის გაყინულია, დაიბომბა. ჭურვი მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლია. მოსახლეობას არ ინდობენ“.

ოლგა კრუკოვა ამბობს, რომ კარგად იცის, რატომ „გამხეცდნენ“ რუსი ჯარისკაცები ხარკოველებზე:

„ხარკოვი არის სასაზღვრო რუსულენოვანი ქალაქი, სადაც რუსებთან ყოველთვის ვიყავით ლოიალურები. მე დედით უკრაინელი ვარ, მამით კი რუსი. ვინ გამოვდივარ ეროვნებით? არ ვიცი! ეს რუსულენოვანი რეგიონია. ყველა ვლაპარაკობთ რუსულ ენაზე… ყველამ ვიცით უკრაინული ენა და რეგიონი უდავოდ უკრაინისაა. რუსებმა კი  ჩათვალეს, რომ ხარკოვი უბრძოლველად ჩაბარდებოდა. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მსგავსად, ხარკოვსაც დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადებდნენ. ამაში კი ქალაქის ყოფილი მერის და ადგილობრივების დახმარების იმედი ჰქონდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ფიქრობდნენ, ისარგებლებდნენ იმითაც, რომ ბევრს არ მოსწონდა ხელისუფლების გადაწყვეტილება, სახელმწიფო ენად მხოლოდ უკრაინულის გამოცხადების შესახებ. რუსებს ეგონათ, რომ ხარკოვში ბუნტი იქნებოდა და ქალაქი მათ მხარეს გადავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა, იმიტომ რომ, ეს ჩვენი, უკრაინის შიდა საქმეა. რა ენაზეც არ უნდა ვლაპარაკობდეთ, ხარკოვი უკრაინაა! ომით მოვიდნენ ჩვენს გასათავისუფლებლად? ვისგან? უკაცრავად, მაგრამ გაუგებარია. ჩვენ კარგად ვცხოვრობდით და ყველაფერი იყო კარგად! აი, ამას რომ მიხვდნენ, გადაწყვიტეს ხარკოვის მიწასთან გასწორება“.

ოლგა კრუკოვა ამბობს, რომ უკრაინის ქალაქებს შორის სწორედ ხარკოვშია ყველაზე ბევრი უნივერსიტეტი. მათ შორის, უძველესიც. საუნივერსიტეტო ქალაქში კი, მისივე თქმით, ძირითადად ახალგაზრდები, სტუდენტები ცხოვრობენ, რომლებიც ქვეყნის ინტერესების მხარეს არიან.

უკრაინაში 18-დან 65 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვთ. მათი მასობრივი გაწვევა არ ხდება, თუმცა რაღაც მომენტში ქვეყანას დასჭირდებიანო, გვეუბნება ოლგა. სწორედ ამიტომ, მისი 24 წლის შვილი სამშობლოში დარჩა, ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ კი შვილთან კავშირი 8 დღით შეწყდა: „ცოცხალი იყო თუ მკვდარი, არ ვიცოდი. როგორც გაირკვა, ჩემი წამოსვლის შემდეგ, როცა სახლში ბრუნდებოდა, ძლიერი აფეთქების ტალღამ გადააგდო შორს. გადარჩა, თუმცა ტვინის მძიმე შერყევა მიიღო. პოლიკლინიკები არ მუშაობს. საბედნიეროდ, ახლოს მეგობარი აღმოჩნდა და უსაფრთხო ადგილას წაიყვანა. ახლა მეგობრებთან ცხოვრობს. მთავარია,  ცოცხალი და თითქმის ჯანმრთელია. ხმაც ნორმალური აქვს“, - ამბობს ოლგა კრუკოვა.

ნატალია კრივაშეენასაც 24 წლის შვილი და ქმარი დარჩა ხარკოვში. ქალაქი თითქოს მოკვდაო, გვეუბნება ნატალია. ირგვლივ სიჩუმეა, არც მანქანები და არც ადამიანები არ ჩანან. მუდმივად ისმის აფეთქებების ხმა:

„ხარკოვი ძალიან დაზარალდა. ჩვენი ულამაზესი პარკები დაბომბილია. ქალაქში ორი ზოოპარკი გაანადგურეს. ერთი კონტაქტური იყო ტყეში. სასტიკად დაბომბეს. ჩემი და ქალაქის ზოოპარკის მთავარი ზოოლოგია, ყველა ცხოველი იცის, ტირილით მირეკავდა - წითელი მელიები დაიღუპნენ, შავი მელიები კი გადარჩნენო. ლომი კი გაიქცა და ქალაქის ქუჩებში დაბოდიალობდაო. ჩვენ ყველა კატის და ყველა ცხოველის დაღუპვას განვიცდით“.

ნატალიას ხარკოვის გარდა, მეგობრები და ოჯახის წევრები ჰყავს ქალაქ მარიუპოლში. თუმცა ერთ კვირაზე მეტია, მათთან კავშირი შეწყდა:

„მარიუპოლი მიწასთან გაასწორეს. იქ ჩემი დეიდაშვილი ცხოვრობს ოჯახით. ერთი კვირაა ტელეფონზე აღარ მპასუხობს. ჩემი კლასელი ლიუდაც ცხოვრობს, მასაც ვერ ვუკავშირდები. არც კავშირი აქვთ, არც წყალი აქვთ და არც შუქი. არ ვიცით, ცოცხლები თუ არიან. მათი სახლები დაბომბილი ვნახე კადრებში. ბოლოს ველაპარაკე ჩემს ერთ  მეგობარს, მითხრა, რომ სადარბაზოს ბომბი მოხვდა და მეზობლები დაიღუპნენო. თავშესაფრად ქალაქში მხოლოდ მეტროს გვირაბი გამოდგება. სახლებს კი ჩვეულებრივი სარდაფები აქვთ, თავშესაფრად ვერ იყენებენ, რადგან სახლის დანგრევისას იქ ხალხი ცოცხლად იმარხება“. 

მთელ ამ კოშმარში, რასაც ნატალია აღწერს, გულისტკივილით ახსენდება რუსეთში მცხოვრები ახლობლებისა და ნაცნობების გულგრილი დამოკიდებულება:

„გვეუბნებიან, თქვენ თვითონ ხართ დამნაშავეები ამ ომშიო. როგორ გითხრათ, 20-დან მხოლოდ ერთი ხედავს რეალურ სურათს. დანარჩენებს თითქოს რაღაც დაემართათ,  ნაკითხი, განათლებული და ჰუმანური ხალხია, მაგრამ…“  

ნატალია კრივაშეენა ბათუმში დროებით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველოში მოგზაურობისთვის იქირავა. ოლგა კრუკოვა კი - დროებით საცხოვრებელ სახლში, რომელიც ბათუმელმა აქტივისტებმა  გამოუყვეს. თითო ზურგჩანთით ბათუმში გამოქცეულ ხარკოველებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, რამდენ ხანს მოუწევთ აქ დარჩენა.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Спортсмены Архангельска, Новодвинска и Северодвинска приняли участие в празднике «Здоровье для северян»



Жизнь

Концерт ко Дню Победы проведут в Культурном центре «Интеграция» на Лазо






Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Пресс-релиз | CRYPTONIUM | Новая экосистема для заработка на криптовалюте | Арбитраж | Трейдинг | Обучение





Путин в России и мире
Москва

Ушаков: Путин и Пашинян расставят на встрече многие точки над i


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья приехал в Минск и попросил защиты у Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Юрий Шевчук

"Вся лажа этим заканчивается": Шевчук со сцены в Дубае призвал зрителей к революции



Москва

Жителей Москвы предупредили об аномально холодной погоде

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net