ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებს გადარჩენილი 96 წლის კაცი რუსულ დაბომბვას ემსხვერპლა
"ბუხენვალდისა და მითელბაუ-დორას მემორიალმა" 21 მარტს განაცხადა, რომ ბუხენვალდ-დორას საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ბორის რომანჩენკო, დაიღუპა მას შემდეგ, რაც მის საცხოვრებელ კორპუსს რუსული ბომბი მოხვდა ხარკოვში, 18 მარტს.
"ჩვენ გაოგნებული ვართ", ნათქვამია ფონდის ტვიტერში.
რომანჩენკო 1942 წელს ნაცისტურმა ჯარებმა შეიპყრეს და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს.
ომის დასრულებამდე ის იმყოფებოდა პენემუნდეს, დორა-მითელბაუს და ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკებში.
რომანჩენკო, მრავალი წლის განმავლობაში, აქტიურად მონაწილეობდა ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.