ქალების ხმები ომის დროს:„როგორ აიტანს გული ამას?“
რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა და მეზობელ ქვეყანაში სიკვდილი და ნგრევა შეიტანა. 2 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა, თავი სხვა ქვეყნებისთვის შეეფარებინა, ბევრი კი უსახლკაროდ დარჩა.