Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

ზელენსკის გუნდი - „всі ми тут!“

ზელენსკიმ და მისმა გუნდმა, იციან, როგორ „შეგითრიონ“ ომში. იციან, როგორ აგრძნობინონ თავი ომის შუაგულში, სულ სხვა ქვეყანაში, სულ სხვა ქალაქში, სახლის თბილ სავარძელში ან კაფეში ჩამომჯდარ ადამიანს. იციან, როგორ გააგებინონ მსოფლიოს უკრაინისა და უკრაინელების ხმა არა მხოლოდ ოფიციალური, „დავარცხნილი“, დიპლომატიური, ათასჯერ გადაღეჭილი თუ მოსმენილი გზავნილებით, არამედ მარტივი, „ადამიანური“, მეგობარი რომ გთხოვს, ან თუნდაც მეზობელი ერთ კოვზ შაქარს, აი, ასეთი წინადადებებით.

მოიმარჯვებენ ტელეფონს და როგორც ნებისმიერი ჩვენგანი ვიღებთ ხოლმე სელფ-ფოტოებს ან სელფ-ვიდეოებს, აი, ზუსტად ასეთი ვიდეოებით გაქცევენ ომის მონაწილედ. გაწევენ ხელს განზე, შეარჩევენ ფონს, გვერდში მდგომებს და გეუბნებიან, „ჩვენ აქ ვართ“, “ან შეიარაღება მჭირდება, გასეირნება კი არა“.

არ ხარჯავენ დროს პრეს-სამსახურების მიერ გადაღებული, სწორი რაკურსით შერჩეული და დამონტაჟებული ვიდეოების გავრცელებაში. რა საჭიროა ეს ყველაფერი, როცა ხელში გიჭირავს ტელეფონი, რომელსაც შეუძლია ერთ ღილაკზე თითის დაჭერით, მსოფლიოს გააგებინოს რა გჭირდება, რა გიჭირს, სად გბომბავენ, ვინ მოგიკლეს და რამდენი, ან შენმა ჯარმა თუ ხალხმა, სად და როგორც აწვნევინა მარცხი რუსეთის საოკუპაციო ძალებს.

დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, „კომიკოსმა პრეზიდენტმა“, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა გუნდმა მსოფლიოსთან ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ გზად სწორედ ამ ტიპის კომუნიკაცია აირჩია - თვალი თვალში, პირისპირ. ისინი ერთნაირად მოგმართავენ შენც, მაგალითად, რიგით ბიბლიოთეკარს, მასწავლებელს, მაღაზიის კონსულტანტს, ექიმს თუ ჟურნალისტს და შენთან ერთად მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს ან თუნდაც Tesla-სა და SpsceX-ის დამაარსებელ ილონ მასკს.

მაგალითად, ნათდება შენი ტელეფონის ეკრანი, დახედავ და შეტყობინებაა: @ZelenskyyUa just tweeted (ანუ, უკრაინის პრეზიდენტმა ამ წუთას „ტვიტერზე“ შეტყობინება გამოაქვეყნა). ან Dmytro Kuleba just tweeted (უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „დატვიტა“). და აცნობიერებ, რომ ამ „ტვიტებს“ შენთან ერთად კითხულობს და უყურებს მილიონობით ადამიანი, მაგალითად, ურსულა ფონ დერ ლაიენიდან (ევროკომისიის პრეზიდენტი) დაწყებული, მაკრონით (საფრანგეთის პრეზიდენტი) დამთავრებული. მარტო ზელენსკის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე დღეს 14 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ცხადია, იმის ილუზია არავის აქვს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მთელი დღე სოციალურ ქსელებში ზის და პოსტებსაც თავად წერს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საქმეს მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები ძალიან სწორად შერჩეული სტრატეგიით ასრულებენ.

ამ სტრატეგიისა და როგორც უკრაინელ ხალხთან, ისე მსოფლიოსთან კომუნიკაციის მთავარ სიმბოლოდ უკვე თამამად შეიძლება ჩაითვალოს კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ, ბანკოვაიას ქუჩიდან გადაღებული სელფი-ვიდეო, მიმართვა, რომელიც ზელენსკიმ 25 თებერვლის ღამეს, უკრაინის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად გამოაქვეყნა:

„საღამო მშვიდობის ყველას. ფრაქციის ლიდერი აქაა! პრეზიდენტის ოფისის უფროსი აქ არის! პრემიერ-მინისტრი შმიჰალი აქ არის! პოდალიაკი აქ არის! პრეზიდენტი აქ არის! ჩვენ ყველანი აქ ვართ! ჩვენი ჯარი აქ არის! მოქალაქეები აქ არიან! ჩვენ ყველანი აქ ვართ და ვიცავთ სამშობლოს! ასე იქნება მომავალშიც!“

და იმისათვის, რომ ვიდეოს მაყურებლებს ეჭვი არ შეეპაროთ, რომ ისინი ნამდვილად იქ და იმ მომენტში არიან, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი, კამერაში აჩვენებს საკუთარ ტელეფონზე გამოტანილ ზუსტ დროს. ეს ვიდეო გამოქვეყნებიდან ერთ საათში სამმა მილიონმა ადამიანმა ნახა.

ზელენსკის კამერაში ჩანან უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი, მმართველი საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე ანდრეი ერმაკი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე მიხაილ პოდოლიაკი.

ვოლოდიმერ ზელენსკისა და მისი თანაგუნდელების, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას პოსტები სოციალურ ქსელში, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მიხაილო ფედოროვის „ტვიტები“, რომლებიც ხშირად პირდაპირაა მიმართული კონკრეტული ადამიანებისა თუ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიმართ, აღმოჩნდა, რომ რეალურად მუშაობს.

„სანამ თქვენ მარსის კოლონიზებას ცდილობთ, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს. სანამ თქვენი რაკეტები წარმატებით ბრუნდება კოსმოსიდან, რუსეთის რაკეტები უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობას უტევს" - დაწერა რამდენიმე დღის წინ ტვიტერზე მიხაილო ფედოროვმა და ამ პოსტსზე ილონ მასკი მონიშნა. ძალიან მალევე, მის პოსტს ილონ მასკი გამოეხმაურა და უპასუხა: "Starlink-ის მომსახურება აქტიურია უკრაინაში. გზაშია მეტი ტერმინალი".

ზელენსკის გუნდის რეალური და ვირტუალური ომი - ვინ არიან ისინი, ვისი პოსტებიც თქვენს ეკრანებს ანათებს?

ვიცე-პრემიერი, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილო ფედოროვი

31 წლის მიხაილო ფედოროვი უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე ახალგაზრდა წევრია. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ის დაახლოებით 250-კაციან სამინისტროს მართავდა, რომლის მთავარი ამოცანა იყო უზრუნველეყო უკრაინელების წვდომა მაღალი ხარისხის ინტერნეტზე და ასევე შემოეყვანა ქვეყანაში მაღალი ტექნოლოგიების კომპანიები და შეექმნა ამ სფეროში სამუშაო ადგილები. ის 2019 წელს ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. ექსპერტები ამბობენ, რომ ზელენსკის გამარჯვებაში დიდი როლი სწორედ მიხაილო ფედოროვმა შეასრულა.

„მისი შესაძლებლობები, რომ გამოაცოცხლოს და დამუხტოს ტექნოლოგიური კომპანიების საერთაშორისო აზრი, წარმოუდგენლად დიდია“, - ეუბნება „ვაშინგტონ პოსტს“ ემერსონ ბრუკინგი, ატლანტის საბჭოს უფროსი მეცნიერ-მუშაკი, რომელიც შეისწავლის საომარი მოქმედებების დროს სოციალური მედიის მუშაობის ფორმებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრისა და მისი გუნდის მთავარი მისია შეიცვალა. ახლა მათი მიზანია, კიბერშეტევებისგან დაიცვან და უზრუნველყონ მთავრობის ციფრული სერვისების გამართული მუშაობა, თუმცა, ამასთან ერთად მათ მეორე მნიშვნელოვანი მისიაც დაისახეს: „როგორ გაზარდონ წნეხი მთავარ საერთაშორისო კომპანიებზე, რომ დასაჯონ რუსეთი“.

აი, მაგალითად, მართალია ფედოროვმა მადლობა გადაუხადა „ფეისბუკის“ გლობალური საკითხების პრეზიდენტს, ნიკ კლეგს იმისათვის, რომ კომპანიამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები რუსეთის სახელმწიფო მედია საშუალებების აკრძალვისკენ, თუმცა, ისიც შეახსენა, რომ „ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია“ და დაამატა: „არ არის ომის დამნაშავეების ადგილი „მეტავერსში“.

„Meta დგამს ნაბიჯებს, რომ დახუროს რუსული ტყუილი. რას იზამს YouTube-ი?”, - დაწერა ფედოროვმა 28 თებერვალს „ტვიტერში“. მეორე დღეს, სამშაბათს, YouTube-მა განაცხადა, რომ ის მიჰყვება Meta-ს ნაბიჯებს და ევროპის ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის სახელმწიფო მედიას.

სწორედ ფედოროვის მიმართვის შემდეგ დაბლოკა Google Maps-მა ორი ფუნქცია უკრაინაში „უკრაინელების დასაცავად“; Apple-მა შეაჩერა ყველა პროდუქტის გაყიდვა რუსეთში; „გუგლმა“ (Google) Play Store-დან დაბლოკა რუსულ მაუწყებლებთან RT-ისა და „სპუტნიკთან“ დაკავშირებული მობილური აპლიკაციები და ა.შ.

„ფედოროვისა და უკრაინის მთავრობის მიერ სოციალური მედიის საშუალებით წარმოებულმა აგრესიულმა წნეხმა გააკეთა ის, რომ ახლა უკრაინა რუსეთს საინფორმაციო ომს უგებს“, - ამბობს ემერსონ ბრუკინგი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხაილო ფედოროვი და მისი გუნდი ახლა კიევისგან მოშორებით, დაუდგენელი ტერიტორიიდან აგრძელებენ მუშაობას.

საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

40 წლის დმიტრო კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2020 წლიდან იკავებს. ის დიპლომატი და კომუნიკაციების სპეციალისტია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში 2003 წლიდან მუშაობდა, თუმცა 2013 წელს, მას შემდეგ დატოვა საჯარო სამსახური, რაც უკრაინის ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკური კურსი მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და სათავეში ჩაუდგა კულტურული დიპლომატიის ფონდს, პარალელურად კი აქტიურად ჩაერთო 2013-2014 წლებში, ევრომაიდანის პროცესებში.

2016 წელს დმიტრო კულება ევროსაბჭოში უკრაინის მუდმივმოქმედ წარმომადგენლად დაინიშნა. 2017 წელს კი მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტმა მას წლის საუკეთესო უკრაინელი ელჩის სტატუსი მიანიჭა. დაწერილი აქვს ბესტსელერი „სინამდვილის ომი. როგორ გაიმარჯვო სიცრუის სამყაროში, სიმართლე და საზოგადოება“.

დღეს დმიტრო კულება უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია სოციალურ ქსელებში. მისი „ტვიტები“ საშუალოდ საათში ერთხელ ქვეყნდება. ცდილობს როგორც უკრაინის მოსახლეობა, ისე მსოფლიო, ქვეყანაში მიმდინარე ყველა დეტალის შესახებ საქმის კურსში ამყოფოს. უცხოელი სტუდენტებისთვის გახსნილი ცხელი ხაზიდან დაწყებული, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გამოსვლებზე საკუთარი კომენტარებით დამთავრებული, თითქმის ყველაფერზე წერს. წერს თითოეულ სატელეფონო საუბრის შინაარსზე, რომლებსაც უცხოელ კოლეგებთან მართავს.

წერს უბრალო, ყველასათვის მარტივად გასაგებ, „არადიპლომატიურ“ ენაზე. ჩნდება განცდა, რომ პირადად მიმართავს თითოეულ მკითხველს. ხშირად ავრცელებს ფოტოებს, სადაც ასახულია რუსეთის ხელისუფლების აგრესიული მოქმედებები არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ საკუთარი მოქალაქეების მიმართაც, რომლებმაც გადაწყვიტეს, გაეპროტესტებინათ უკრაინაში დაწყებული ომი.

კულება ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2 მარტს გაავრცელა რუსი ბავშვების უკვე კარგად ცნობილი ფოტოები. ისინი დედასთან ერთად მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მოსკოვში საპროტესტო აქციაზე გავიდნენ ყვავილებითა და ტრანსფარანტებით ხელში: „პუტინი ბავშვებს ეომება. უკრაინაში მისი ჭურვები საბავშვო ბაღებს ეცემა. რუსეთში კი 7 წლის დავითმა და სოფიმ, 9 წლის მატვეიმ და 11 წლის გოშამ და ლიზამ, ღამე გისოსებს მიღმა გაატარეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ხელში ეჭირათ პლაკატები „არა ომს“. აი, როგორი საშიშია ეს კაცი“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელებში არ ერიდება არც მოწოდებასა და არც თხოვნას: „ჩვენს ქალაქებზე განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმებისა და 16 ბავშვის დაღუპვის კვალდაკვალ, მოგიწოდებთ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შემოუერთდით უკრაინას, რათა შევძლოთ სამყაროს დეპუტინიზაცია. დავასრულოთ პუტინის გავლენა პოლიტიკაზე, დიპლომატიაზე, ბიზნესზე, სპორტზე, კულტურასა და სხვა სფეროებზე“.

სოციალური ქსელის საშუალებით, რუსულ ენაზე მოუწოდა დმიტრო კულებამ რუსი სამხედროებს ოჯახის წევრ ქალებსაც:

„რუსი სამხედროების დედებო, ცოლებო, შვილებო. წაიყვანეთ თქვენი კაცები სახლში. ისინი უცხო მიწაზე უდანაშაულო ხალხის დასახოცად, სახლების გასანადგურებლად ჩამოვიდნენ. თქვენი ხელისუფლება იტყუება. უკრაინელი ხალხი მათ ყვავილებით კი არა, იარაღით ხელში ხვდება. მოითხოვეთ ხელისუფლებისგან შეაჩეროს დამპყრობლური ომი, გადაარჩინეთ თქვენი ახლობლები“.

 

3 მარტს გამოაქვეყნა დმიტრო კულებამ მორიგი ფოტო "ტვიტერში" და მიაწერა:

"ყოველთვის, როცა რუსი მატყუარები გეტყვიან, რომ ისინი არ ბომბავენ ქალაქებს, საცხოვრებელი კორპუსის ეს ფოტო აჩვენეთ, ქალაქი ბოროდიანკადან, კიევის ოლქი. რუსები ქალაქს ორი დღის განმავლობაში მომბავდნენ, დახოცეს უამრავი მოქალაქე. შეაჩერეთ ბარბაროსული ომი ახლა! დახურეთ უკრაინის ცა! იმოქმედეთ ახლა".

მმართველი საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია

მოხალისე, სამოქალაქო აქტივისტი, მეწარმე, პოლიტიკოსი, მრავალშვილიანი მამა - აი ასე მოიხსენიებენ 42 წლის დავით არახამიას, მმართველი საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს ინტერნეტსივრცეში. ის სოციალურ ქსელებში ცნობილია ასევე ფსევდონიმით დევიდ ბრაუნი.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალები შეიჭრნენ და ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები დაიწყო, დავით არახამია რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებების ექვსკაციანი ჯგუფის ერთ-ერთ წევრად შეირჩა. 28 თებერვალს, რუსეთთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდის წინ, არახამიამ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა: „მოლაპარაკებები ან უკრაინისთვის სასურველი მიმართულებით წავა ან როგორც რუსული ხომალდი“.

3 მარტს, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იმართება. მოლაპარაკებებზე მიმავალი არახამია სოციალურ ქსელში წერს: „პროგრამა მინიმუმი ჰუმანიტარული კორიდორის“ საკითხის განხილვა იქნება, „დანარჩენი, გარემოებების მიხედვით“.

დავით არახამია 1979 წელს, ქალაქ სოჭში დაიბადა. მისი დაბადებიდან მალევე, ოჯახი საცხოვრებლად გაგრაში გადავიდა. 90-იან წლებში, აფხაზეთის ომის დროს, მათ გაგრის დატოვება მოუწიათ. 12 წლის დავით არახამია მშობლებთან ერთად ჯერ ლატვიაში წავიდა, შემდეგ კი რუსეთში, ქალაქ პემზაში. საბოლოოდ უკრაინაში, ქალაქ ნიკოლაევში დასახლდნენ. სწორედ იქ დაამთავრა სკოლა. უმაღლესი განათლება კიევში, ევროპის უნივერსიტეტში მიიღო. შეისწავლა ეკონომიკა. პროფესიული მენეჯმენტის პროგრამა გაიარა ლონდონის ღია უნივერსიტეტში.

2002 წელს დავით არახამიამ ინფორმაციული ტექნოლოგიების საკუთარი კომპანია დააარსა, რომელიც უკრაინული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს 100 მილიონ დოლარად გაყიდა. დავით არახამია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და მუშაობდა.

2013 წელს, როდესაც მაიდანი დაიწყო, არახამია უკრაინაში დაბრუნდა და თავში ჩაუდგა ქალაქ ნიკოლაევში მიმდინარე პროტესტს. 2014 წელს ის მუშაობდა საიტზე, რომელიც დესანტებისთვის (79-ე ბრიგადა) ეკიპირებას აგროვებდა. სამომავლოდ ეს პროცესი გადაიზარდა ინიციატივაში „სახალხო პროექტი“, რომელიც მოხალისეობრივ საქმიანობას ეხებოდა. ამავე წლის მიწურულს, დავით არახამიამ ნიკოლაევის ადმინისტრაციაში ერთ-ერთი თანამდებობა დაიკავა. მოგვიანებით მუშაობა დაიწყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროში - შესყიდვების საკითხებში მინისტრის წარმომადგენლად, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მოხალისეობის საკითხებში.

არახამია „უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიების საერთაშორისო ცენტრის“ თანადამფუძნებელია.

2019 წელს დავით არახამია გახდა დეპუტატი ზელენსკის პარტიიდან „ხალხის მსახური“. შემდეგ კი უკვე მმართველი საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის პოსტიც დაიკავა. ამასთანავე, ის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრია.

უკრაინის რადაში არახამია ცნობილია როგორც ე.წ. დრეს-კოდის დამრღვევი. ეს ძირითადად მის ფეხსაცმელს ეხება. უპირატესობას სპორტულ ფეხსაცმელს, ე.წ. ბოტასს ანიჭებს. სპორტული ფეხსაცმლით დადის პარლამენტშიც. როგორც თავად ამბობს, რადაში მას კოლეგებმა ზედმეტი სახელიც კი შეარქვეს: „კრასოვკი“, რადგან ის არასდროს უნახავთ ფეხსაცმელში. მას სპორტული ფეხსაცმლის დიდი კოლექცია აქვს. დაახლოებით, 40-45 წყვილი. საბოლოო ანგარიშით, მისი გარდერობის უმეტესობა თავისუფალი სტილის სამოსისგან შედგება.

2021 წელს დავით არახამია პარკირების წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. მანქანა ზებრაზე დატოვა. ჯარიმა გადაიხადა, თუმცა დარღვევის მიზეზი იმით ახსნა, რომ ქუჩაში თოვლი იდო და ვერ დაინახა, სად აჩერებდა ავტომობილს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 2019 წელს დავით არახამიამ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ სხვა წევრებთან ერთად ე.წ. სიცრუის დეტექტორის ტესტი გაიარა პოლიგრაფზე. არსებობდა ეჭვი, რომ პოლიტიკოსებმა ქრთამი აიღეს და განზრახ დაბლოკეს ანტიკორუფციული კანონი.

დავით არახამია უკანასკნელ დღეებში ქართველი პოლიტიკოსების, ყურადღების ცენტრშიც მოექცა. მის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა:

„დავით არახამია გაგრიდან დევნილია. მამამისი ბატალიონ „გაგრას" მეთაური იყო. ვამაყობ, რომ უკრაინაში მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ჩემს პარტიაში, "ახალ ძალთა მოძრაობაში". ჩემი ჰოლანდიაში გაგდების შემდეგ, ის ზელენსკისთან გადავიდა და ახალ პარლამენტში თავიდანვე გახდა უმრავლესობის ლიდერი. ვამაყობ, რომ მეც მივიღე მონაწილეობა მის დაფრთიანებაში“.

მიხეილ სააკაშვილის ამ პოსტს მეორე დღეს ირაკლი კობახიძის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება მოჰყვა და არახამია საქართველოს კონფლიქტში „ჩათრევის“ კონტექსტში მოიხსენია:

„აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის, პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა თავადაც აღნიშნა, მისი დაფრთიანებულია“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე მიხაილო პოდოლიაკი

დავით არახამიასთან ერთად, რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე მიხაილო პოდოლიაკი. დავით არახამიასთან ერთად, პოდოლიაკიც იდგა ზელენსკის უკან მის ცნობილ ვიდეოში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა 25 თებერვალს გამოაქვეყნა.

49 წლის მიხაილო პოდოლიაკი პოლიტტექნოლოგი, ჟურნალისტი და ანტიკრიზისული მენეჯერია. უკრაინული ყოველკვირეული ჟურნალის „ფოკუსის“ თანახმად, ის 100 ყველაზე გავლენიანი უკრაინელის რეიტინგში, მესამე ადგილს იკავებს. მიხაილო პოდოლიაკი 1989 წლიდან ბელორუსში ცხოვრობდა. დაამთავრა მინსკის სამედიცინო ინსტიტუტი.

1990-იან წლებში პოდოლიაკმა მუშაობა დაიწყო ჟურნალისტად სხვადასხვა ბელორუსულ გამოცემაში.

2002 წელს, პოდოლიაკის წინააღმდეგ ბელორუსის სახელმწიფო კონტროლის ხელმძღვანელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის ჟურნალისტს უჩიოდა პუბლიკაციისთვის, რომელიც ოპოზიციურ გაზეთში გამოქვეყნდა. მინსკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, ოპოზიციურ გაზეთს დააკისრა 54 000 დოლარის გადახდა, თავად მიხაილოს კი 2700 დოლარის. იმის გამო, რომ გამოცემას ამ რაოდენობის თანხა არ ჰქონდა, რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა.

პოდოლიაკი 2004 წელს ბელორუსიიდან დეპორტაციით გამოუშვეს. მაშინ ის ერთ-ერთი ოპოზიციური გაზეთის რედაქტორის მოადგილე იყო. ხელისუფლებამ მიხაილო სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის საშიშ საქმიანობაში დაადანაშაულა.

დეპორტაციის შემდეგ, პოდოლიაკმა ჟურნალისტური საქმიანობა უკრაინაში გააგრძელა და ძირითადად საგამოძიებო სტატიებს აქვეყნებდა.

2006 წელს პოდოლიაკმა გახსნა საკონსულტაციო კომპანია, რომლის საქმიანობის სფეროც იყო „რეპუტაციული მენეჯმენტი“ და „მუშაობა კონფლიქტების საკითხებზე“. ფირმის კლიენტები იყვნენ უკრაინელი, ბელორუსი და რუსი ცნობილი პოლიტიკოსები.

2015 წელს პოდოლიაკი იყო კიევის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის კონსულტანტი. 2020 წელს პოდოლიაკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის გუნდს შეუერთდა. .

ბოლო ერთი კვირაა პოდოლიაკი დეტალურად ატყობინებს სოციალური ქსელების მომხმარებლებს უკრაინაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს.

3 მარტს, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე წასვლამდე, პოდოლიაკი „ტვიტერში“ წერდა:

„1300-ზე მეტი უცხოელი ჟურნალისტი იმყოფება ომის ეპიცენტრში. ამიტომ მსოფლიო კარგად ხედავს, რა ხდება ჩვენთან და რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს ომის პრინციპებს და თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას“...

3 მარტსვე, პოდოლიაკმა სოციალური ქსელით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ეუთოს და უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდა:

„ის სოფლები და პატარა ქალაქები, სადაც რუსეთის ძალების კოლონები დგანან, მოროდიორობის, ქურდობისა და მკვლელობის ადგილადაა ქცეული. საჭიროა ჰუმანიტარული დერეფნები - პროდუქტი, მედიკამენტები, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ბავშვების ევაკუაცია. ველოდებით საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობას, მათ შორის, ეუთოსგან. გვეყოფა სიტყვები!“

დღის განმავლობაში, მხოლოდ „ტვიტერზე“, პოდოლიაკი დაახლოებით 10 პოსტს აქვეყნებს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი

46 წლის დენის შმიჰალი უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2020 წლიდან იკავებს. დაიბადა ქალაქ ლვოვში. პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია და აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში ჯერ მთავარ ბუღალტრად და შემდეგ ფინანსური განყოფილებების უფროსად. იკავებდა კომპანიების ხელმძღვანელის პოსტსებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, შმიჰალი ჯერ ივანო-ფრანკოვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა, ნახევარ წელში საზოგადოებებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის პოსტი დაიკავა, შემდეგ კი ვიცე-პრემიერად დაინიშნა.

2020 წლის მარტში, დენის შმიჰალი ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე აირჩიეს. მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა ზელენსკიმ წარადგინა.

მალევე, ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში ინტერვიუს დროს შმიჰალმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ვერ გაამართლებდა თანამოქალაქეების იმედებს, ის თავისი სურვილით დატოვებდა პოსტს.

შმიჰალის პოსტზე დანიშვნა დაემთხვა COVID19-ის პანდემიის გამოცხადებას. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი ცდილობდა ხალხისთვის მაგალითი მიეცა და საჯარო სივრცეებში მხოლოდ პირბადით გამოჩენილიყო, თანამოქალაქეებმა მაინც მოახერხეს მისი დაფიქსირება ერთ-ერთ რესტორანში, ნიღბის გარეშე და ვიდეო სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.

დღეს დენის შმიჰალი, თანაგუნდელების მსგავსად აქტიურია სოციალურ ქსელებში. მისი „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდი სისტემატურად ახლდება და პრემიერ-მინისტრი მუდმივ რეჟიმში ატყობინებს უკრაინელებსა და მსოფლიოს უცხოელ კოლეგებთან სატელეფონო საუბრებისა და მიღწეული შეთანხმებების შესახებ.

დღეს უკრაინაში ომის მერვე დღეა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, დაღუპულია ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის ბავშვები. ქვეყანა დატოვა მილიონამდე უკრაინელმა. მოსახლეობა მერვე დღეა მეტროს სადგურებში, სარდაფებსა და ავტომობილების სადგომებზე აფარებს თავს საჰაერო დაბომბვებს. იბომბება საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Архангельские команды успешно стартовали в финале Ночной хоккейной лиги



Здоровье

Звуковая щетка Revyline RL060 Blue и паста Revyline Smart заказать в Ростове-на-Дону






Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

«Метриум»: Заповедные земли





Путин в России и мире
Москва

Никол Пашинян наговорил перед разговором // Премьер-министр Армении и президент России обсудят двусторонние разногласия


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко: Белоруссия реагирует на обострение обстановки вблизи границ страны




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Джиган

Shot: рэпер Джиган стал совладельцем фирмы по продаже пива и энергетиков



Москва

Никол Пашинян наговорил перед разговором // Премьер-министр Армении и президент России обсудят двусторонние разногласия

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net