ივანე ჩხაიძე - "გვქონდა მოლოდინი, რომელიც ილუზიად იქცა, რომ 2021 წლის ბოლომდე მოვახერხებდით მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას"
"არა მგონია, საქართველოს რაიმე სხვა არჩევანი ჰქონდეს: ვაქცინაცია რჩება ნომერ პირველად და ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ჰიგიენა და სხვა" - ამბობს ივანე ჩხაიძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი.