პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, კახა კუჭავას დეპუტატის სტატუსი შეუწყდა
საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, კახა კუჭავას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. კენჭისყრა დღეს, 15 თებერვალს გაიმართა.
მომხრე 78 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი - 5.
კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარისა და დეპუტატის თანამდებობაზე უარი ერთდროულად თქვა და ამის შესახებ 24 დეკემბერს "ქართულ ოცნებაში" გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
"მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე, მე მგონი, დიდწილად შევძელი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს", - თქვა მაშინ კუჭავამ.
კახა კუჭავას ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე "ქართულმა ოცნებამ" შალვა პაპუაშვილი წარადგინა და 29 დეკემბერს დაამტკიცა.