ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ზემო როკთან ჩამოწოლილმა ზვავმა რუსი სამხედროები მოიყოლა
დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის გარდა გამწმენდ და სამძებრო სამუშაოებში ჯარისკაცებიც ჩაერთვნენ. ჯერჯერობით ორი ჯარისკაცის კვალს ვერ მიაკვლიეს. ტრანსკავკასიური მაგისტრალი დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო მეორე დღეა უკვე დაკეტილია. უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდას ვერ ასწრებენ. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.
განახლება
ცოტა ხნის წინ ერთი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს. ჯავის საავადმყოფოში გადაყვანილი ჯარისკაცი კი გარდაიცვალა.