ექიმი გიორგი პაპიაშვილი წერს, რომ სააკაშვილის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით სამედიცინო საფუძველი არ არსებობს
„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს კვების აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, შესწევთ უნარი პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის", - დაწერა გიორგი პაპიაშვილმა.
20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მრავალმხრივი პრობლემებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.