სოფელ შქმერში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები გააპროტესტეს
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მანგანუმის მოპოვების დაწყების შემდეგ, ისტორიული სოფელი ნასახლარებად გადაიქცევა, შეიცვლება კლიმატი და დაბინძურდება ჰაერი. სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ შქმერის მიმდებარე ტერიტორიაზე მანგანუმის შესწავლა - მოპოვების მიზნით 10 წლის ვადით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გასცა.