ბულგარეთის პრეზიდენტს მისი კომენტარის გამო ოკუპირებულ ყირიმში ეპატიჟებიან
მან გამოთქვა იმედი, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუმენ რადევი გადაწყვეტს ყირიმის მონახულებას, მას იქ გულთბილი შეხვედრა ელოდება.
აბაჟერის თქმით, ბულგარული სათვისტომო და „მთლიანობაში ყველა ყირიმელი“, მოხარულები იქნებიან რადევის ვიზიტისა, რაც „რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობის მტკიცე და საიმედო კავშირს“ ჩაუყრის საფუძველს.
ბულგარეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა, 18 ნოემბერს საპრეზიდენტო რბოლაში თავის მთავარ კონკურენტ, ანასტას გერჯიკოვთან დებატების დროს, აღნიშნა, რომ ყირიმს „რუსეთის ტერიტორიად“ მიიჩნევს, ხოლო ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, არაეფექტიანი უწოდა.
ბულგარეთის პრეზიდენტის კომენტარის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში ბულგარეთის ელჩი, კოსტადინ კოჯაბაშევი დაიბარა პროტესტის გადასაცემად. ხოლო უკრაინელმა უფლებადამცველებმა მოუწოდეს ბულგარეთის ხელისუფლებას, რომ „გადაჭრით დაგმონ“ პრეზიდენტ რუმენ რადევის წინასაარჩევნო განცხადება.
ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა, ჟურნალისტის შეკითხვაზე შაბათს კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ყირიმის თაობაზე, რამაც პარასკევს უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია.
„არავითარი დრამა არ არის. საკითხი აბსოლუტურად ცხადია. ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს, მაგრამ, როგორც გუშინ საღამოს ვთქვი, პოლიტიკაში არსებობს რეალობა და დღესდღეობით ყირიმი რუსეთისაა“, - განაცხადა შაბათს ქალაქ პლოვდივში ყოფნის დროს ბულგარეთის პრეზიდენტმა.