ბელარუსში ბოლო დღეებში სახელმწიფო მოხელის შეურაცხყოფის და სიძულვილის გაღვივების ბრალდებით 50 ადამიანი დააკავეს
ბელარუსში ბოლო დღეებში დააკავეს 50-მდე პირი სახელწიფო მოხელის შეურაცხყოფის და სიძულვილის გაღვივების ბრალდებით, რაც უკავშირდება - სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე კომენტარებს.
უფლებადამცავ ჯგუფს, „ვიესნას“ და რადიო თავისუფლების ბელორუსულ სამსახურს მოჰყავთ დაკავებულების სია და მათი ნათესავების ცნობები.
დაკავებები უკავშირდება კომენტარებს, რომლებიც გამოქვეყნდა სროლის ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ. სროლის შედეგად დაიღუპა საკომპიუტერო ფირმის 31 წლის თანამშრომელი, ანდრეი ზელცერი და ამ ქვეყნის კა-გე-ბეს თანამშრომელი.
ბელარუსის ხელისუფლებამ გაავრცელა თავისი ვერსია, რომლის თანახმად, ზელცერმა ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებს, რომლებმაც შეამტვრიეს მინსკში მისი ბინის კარი, რადგან ვარაუდობდნენ, იქ ტერორიზმთან დაკავშირებული პირები იმყოფებოდნენ.
კა-გე-ბეს ცნობით, სროლის დროს მოკლეს პირი, რომელმაც უშიშროების თანამშრომლებს ესროლა. უწყების თანახმად, მისი ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დამოუკიდებელ წყაროს არ დაუდასტურებია კა-გე-ბეს ვერსია, სხვათა შორის ის, ესროლა თუ არა ზელცერმა უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს.
ზოგიერთი კომენტატორი ბელარუსში ეჭვის ქვეშ აყენებს ვიდეოს ავთენტურობას და თვლის, რომ ის დადგმულია.
ბელარუსის ოპოზიციის არაერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიდეო ნამდვილია.
უცხოეთში მყოფი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ვალერი ცეპკალო მომხდარში ადანაშაულებს ლუკაშენკას რეჟიმს და არ ზელცერის ქმედებას არ განსჯის, რადგან ის გახდა, მისი თქით, „იმის ნიმუში, თუ როგორ უნდა იბრძოლო“, რის გამოც მის მიმართ კიდევ ერთი საქმე აღიძრა.
კომპიუტერული პროგრამების ამერიკულმა კომპნია EPAM Systems-მა Reuters-ს დაუდასტურა, რომ მამაკაცი, რომელიც ბელარუსის უშიშროების ძალებმა მოკლეს მიმდინარე კვირაში მინსკში, მის ბინაში განხორციელებული რეიდის დროს, ამ კომპანიის თანამშრომელი იყო.
EPAM-მ 30 სექტემბერს დაუდასტურა Reuters-ს, რომ კაცი კომპანიაში მუშაობდა და აშშ-ის მოქალაქე იყო.