ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სარეკლამო ბანერის განთავსების დროს ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.