Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

როგორ მიიღო აჭარამ 100 წლის წინ ავტონომია

როგორ მიიღო აჭარამ 100 წლის წინ ავტონომია

100 წლის წინ, 1921 წლის 16 ივლისს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ - საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა - აჭარის მეჯლისი აჭარის ტერიტორიაზე უმაღლეს ორგანოდ გამოაცხადა, რითაც აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმოქმნას დაუდო საფუძველი. თუმცა, ის, რომ აჭარას, საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, ავტონომია გააჩნია, რეალურად ჯერ კიდევ XVI საუკუნეში დაწყებულმა პროცესებმა განაპირობა. რადიო თავისუფლება ისტორიკოს ბონდო კუპატაძეს ესაუბრა.

ირანსა და ოსმალეთს შორის

XVI საუკუნის პირველ ნახევრიდან სამხრეთ საქართველო ირან-ოსმალეთის ომების პლაცდარმი გახდა. საქართველო ცალკეულ პოლიტიკურ ერთეულებად იყო დაშლილი. ცალკე იყო სამცხე- საათაბაგოც, რომელსაც ჯაყელთა საგვარეულო ედგა სათავეში. ირან-ოსმალეთის ომში ჯაყელები და სხვა მესხი თავადები ხან ერთ, ხან მეორე მხარეს იჭერდნენ. ზოგჯერ კი საერთოდ ცდილობდნენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად ემოქმედათ. ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე ამბობს, რომ სწორედ შიდაფეოდალური დაპირისპირება და შეუთანხმებლობა გახდა სამხრეთ საქართველოს უშუალოდ ოსმალეთის იმპერიაში ინკორპორაციის მთავარი მიზეზი, განსხვავებით დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებისგან, რომელთაც შეინარჩუნეს ქართული სახელმწიფოებრიობა. სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე შეიქმნა „გურჯისტანის ვილაიეთი“. სარწმუნოების შეცვლის შემთხვევაში  მოსახლეობა საგადასახადო შეღავათებს იღებდა. 

რუსეთსა და ოსმალეთს შორის

XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის კავკასიაში შემოსვლის შემდეგ  მოვლენები ასე  განვითარდა. ოსმალეთის იმპერიამ რუსეთის იმპერიას ადრიანოპოლის ზავის თანახმად 1829 წელს სამცხე-ჯავახეთი დაუთმო, ხოლო 1878 წლის ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით,  მესხეთის პროვინციები: აჭარა, შავშეთ-იმერხევი, კლარჯეთი, ერუშეთი, ჩრდილი, კოლა, არტაანი, ამიერ-ტაო...

1917 წელს რუსეთის იმპერია დაიშალა. 1918 წლის მარტში, ბრესტის ზავის შესაბამისად, ოსმალეთმა კვლავ დაიკავა მესხეთი. თუმცა იმავე წლის ნოემბერში, „სამთა კავშირი“ (ოსმალეთის, გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის კოალიცია) პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და ოსმალეთს მუდროსის ზავის პირობებით საკმაოდ დიდი ტერიტორიის, მათ შორის აჭარის დათმობაც მოუხდა. ამ პერიოდში ბრიტანეთის ხელისუფლება, როგორც გამარჯვებული „ანტანტის“ (ინგლისის, საფრანგეთისა და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი) წარმომადგენელი აჭარას წელიწად-ნახევარი აკონტროლებდა.

ბონდო კუპატაძე: „იმთავითვე იდგა აჭარის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი. ბრიტანელებთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ზემო აჭარაში ისლამი საკმაოდ იყო გავრცელებული, მაგრამ ეს ეთნიკურად ქართული რეგიონი იყო. ქვემო აჭარაში კი ქართველების გარდა იყვნენ რუსები, სომხები, ბერძნები და სხვა ეთნოსის წარმომადგენლები“.

რუსეთსა და თურქეთს შორის

აჭარაში იყვნენ პრორუსულად და პროთურქულად განწყობილი ძალები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ თუ აჭარა (დანარჩენ კავკასიასთან ერთად) რუსეთის ფარგლებში შევიდოდა ის ავტონომიას მიიღებდა. ასევე ავტონომიის იმედი ჰქონდათ პროთურქულ ძალებს, იმ შემთხვევაში თუ აჭარა თურქეთს შეუერთდებოდა.

1919 წლის 31 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელთა პირველმა ყრილობამ მიიღო ფართო ავტონომიის საფუძველზე ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთების გადაწყვეტილება. 1919 წლის 9 სექტემბერს დაიწყო საქართველოდან ბრიტანეთის ჯარის ეტაპობრივი გასვლა, რაც დასრულდა 1920 წლის თებერვალში. 1920 წლის მარტში ბათუმში საქალაქო არჩევნები ჩატარდა, აირჩა 36-ხმოსნიანი ქალაქის საბჭო. სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ მემედ აბაშიძემ მემორანდუმით მიმართა ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს კავკასიაში ოლივერ უორდროპს, გადაწყვეტილიყო ბათუმის ოლქის საკითხი. 

1920 წლის აპრილში სან-რემოს საზავო კონფერენციაზე იტალიის პრემიერის ნიტტის თავმჯდომარეობით ბათუმის საკითხი განიხილებოდა. პარალელურად, ბათუმის ოლქის წარმომადგენელთა ყრილობამ მიიღო რეზოლუცია: „ქალაქ ბათუმის და ბათუმის ოლქის დედასამშობლო საქართველოსთან ავტონომიურად გაერთიანების შესახებ“. მათ გააპროტესტეს პარიზის კონფერენციის გადაწყვეტილება - ბათუმის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის და მასზე  ერთა ლიგის განსაკუთრებული მანდატის დაწესებაზე.

საბოლოოდ, ანტანტის უმაღლესი საბჭოს თანხმობით, 1920 წლის ივლისში ბათუმში გენერალ გიორგი კვინიტაძის სარდლობით ქართული ჯარი შევიდა. დაწესდა შეთანხმებული მოქმედება აჭარის მეჯლისსა (ლიდერი: მემედ აბაშიძე) და საქართველოს დამფუძნებელ კრებას შორის, სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის პირობების მოსამზადებლად, რაც აისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციაში.

როგორც წესი, ავტონომია ყალიბდება იმ ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობა ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს. აჭარა ის იშვიათი შემთხვევაა, სადაც ავტონომია რელიგიური ნიშნით ჩამოყალიბდა. თუმცა ისტორიკოსი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი ითამაშა საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორმა. ბათუმი ძალიან მნიშვნელოვან საკვანძო პუნქტს წარმოადგენდა, ამიტომ მასზე კონტროლი გადამწყვეტი იყო. 1921 წლის მარტში ბათუმის დასაკავებლად აჭარაში თურქეთის არმია შემოვიდა, რომელსაც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით მოხალისეებისგან შეკრებილმა ჯარმა წინააღმდეგობა გაუწია.

ბონდო კუპატაძე: „როდესაც უკვე ბოლშევიკები შემოვიდნენ ბათუმში, მაზნიაშვილს ის უკვე გათავისუფლებული ჰქონდა. შესაბამისად ფაქტობრივმა საზღვარმა არა მდინარე ჩოლოქზე, არამედ შავშეთის ქედზე გაიარა, რაც შემდგომ დაფიქსირდა საზავო ხელშეკრულებით“.

ეს ვითარება გახდა წინაპირობა იმისა, რომ 1921 წლის 16 მარტს, როდესაც საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, ჩამოყალიბდა დებულებები, რომელიც შემდეგ აჭარის ავტონომიას დაედო საფუძვლად.

ისევ საქართველოში

რას ფიქრობდა თავად აჭარის მოსახლეობა?  განწყობების კვლევა არ არსებობს, მაგრამ ბონდო კუპატაძე ვარაუდობს, რომ მოსახლეობა ძნელად თუ წარმოიდგენდა თავს საქართველოს მიღმა, რადგან ისინი  ქართველები იყვნენ და ქართულად საუბრობდნენ.

1921 წლის 16 ივლისს საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა აჭარის მეჯლისი აჭარის ტერიტორიაზე უმაღლეს ორგანოდ გამოაცხადა. ფაქტობრივად ეს თარიღი ითვლება აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაარსების თარიღად. ამის შემდეგ საქართველოს ყველა კონსტიტუცია აჭარას იხსენიებს, როგორც ავტონომიურ რესპუბლიკას.

ბონდო კუპატაძე: „აქ არის ერთი საინტერესო დეტალი, არც მოსკოვის და არც ყარსის ხელშეკრულება არ აკონკრეტებდა, კერძოდ რა დონის უნდა ყოფილიყო აჭარის ავტონომია. საბჭოთა კავშირში იყო რამდენიმე დონის ავტონომია: პირველი და უმაღლესი გახლდათ ავტონომიური რესპუბლიკა, შემდეგ ავტონომიური ოლქი და ყველაზე დაბალი -ავტონომიური ოკრუგი. საქართველოში იყო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. შესაძლოა აჭარაც ყოფილიყო ავტონომიური ოლქი და არა რესპუბლიკა, რადგან ის არ იყო ჩამოყალიბებული ეთნიკური ნიშნით“.

უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, 1991 წელს იყო საუბარი იმაზე, რომ აჭარაში ჩატარებულიყო რეფერენდუმი აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნით. თუმცა საუბრის იქით მაშინ საქმე არ წასულა. ბონდო კუპატაძე მიიჩნევს, რომ დღეს უკვე აჭარის ავტონომიის გაუქმება არ არის ის საკითხი, რომელიც შეიძლება დღის წესრიგში დადგეს. პირიქით, სასურველიც კია, რომ თვითმმართველობის განვითრების თვალსაზრისით, სხვა რეგიონებსაც მიეცეთ საკუთარი ბიუჯეტის მეტად განკარგვის საშუალება, რაც ხელს შეუწყობდა არა მხოლოდ ცენტრის, არამედ იმ რეგიონების განვითარებას, რომლებიც დღეს სიღარიბიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებენ.​

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Архангельске завершился первый этап Кубка России по пляжному волейболу



Здоровье

Неделю с 6 по 12 мая 2024 года Министерство здравоохранения Российской Федерации объявило Неделей сохранения здоровья легких






Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

«Метриум»: Заповедные земли





Путин в России и мире
Москва

Председатель Госдумы Володин: Путин спас Россию


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья отказался от должности и попросил защиты у Лукашенко. Он обвинил Варшаву в нечестной политике




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

Балерина Волочкова заявила, что считала Кудрявцеву подругой до критики



Москва

Внутри ЕС произошёл раскол из-за разногласий по инаугурации Путина

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net