აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ მიემართებიან
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ მიემართებიან.
აღნიშნულის შესახებ მოწოდება შეკრებილების მიმართ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.
მისი განმარტებით, მიუღებელია შსს-ს ის ვერსია, რომელიც ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ბრიფინგზე ითქვა.
ამასთან, ნიკა გვარამიამ საზოგადოებას მოუწოდა მივიდნენ ალექსანდრე ლაშქარავას პანაშვიდზე და მის გარდაცვალებას პატივი მიაგონ.