“ყველაფერი ჩემი ბრალია, ვაღიარებ, რომ მაინც მამაკაცი ვარ და… რომ ვთქვა, 60 წლის სავლე პავლე გავხდები-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ ემოციას რომ უფრო დავიოკებ, ეს უდავოა”
1 ივლისს პოლიტიკოსი გოგი წულაია 6.000-ლარიანი გირაოს საფუძველზე თითქმის ოთხთვიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ის 17 მარტს თბილისში დააკავეს და პროკურატურამ ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულში დასდო, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. “ვაღიარებ, რომ მაინც მამაკაცი ვარ და… ესაა ჩემი ბრალი უფლისა და ჩემი მეუღლის წინაშე. დანარჩენი არავის წინაშე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია. სხვათა შორის, რა მეეჩვენათ, არ ვიცი და, ციხეში დაარიგენ ილია ჭავჭავაძის “განდეგილი”. ჰოდა, კაცი იმდენს ლოცულობდა, წიგნებს მზის სხივზე აჩერებდა, იგი შეცდა და წულაია თუ შეცდა, რა გასაკვირია? ახლა, მართლა უფრთო ანგელოზი თუ ვგონი ვარ ვინმეს, არა ვარ უფრთო ანგელოზი”, – ჩვეული იუმორით ამბობს გოგი წულაია, რომელსაც გათავისუფლების დღეს დავუკავშირდით.