საქართველომ მიიღო AstraZeneca/Oxford ვაქცინის 43,200 დოზა
დღეს დილით საქართველომ COVAX პლატფორმის საშუალებით AstraZeneca/Oxford ვაქცინის 43,200 დოზა მიიღო. აღნიშნული ვაქცინის შეძენაში ქვეყნის მთავრობას გაეროს ბავშვთა ფონდი დაეხმარა - ინფორმაციას თავად იუნისეფი ავრცელებს.
ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი საქართველში 21-22 ივნისს შეფერხდა, როცა გაირკვა, რომ ვაქცინების იმაზე ნაკლები რაოდენობა იყო დარჩენილი, ვიდრე მოელოდნენ. არსებობდა მოლოდინი, რომ კოვაქვს პლატფორმიდან 43 000 დოზა ასტრაზენეკას საქართველო 22 ივნისს მიიღებდა, თუმცა ასე არ მოხდა, რამაც გამოიწვია ასტრაზენაკათი აცრის მსურველი პირებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესება: პირველ დოზაზე ამ ვაქცინით რეგისტრაციის შესაძლებლობა გაუქმდა და ამ დრომდე მხოლოდ ის პირები იცრებოდნენ, ვისაც მეორე დოზა ჰქონდა გასაკეთებელი.
10 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში სულ აცრილია 296 074 ადამიანი, დღიურად აცრის მაჩვენებელია 6 488;
ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი. არასაკმარისი ვაქცინების გამო, გეგმის შესრულება კითხვის ნიშნის დგას.