პოლიციამ ტურისტის დაჭრაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. (დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.)
" 5 ივლისს, თბილისში, კ.ხეთაგუროვის ქუჩაზე გ.ხ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.კ.-ს, მოულოდნელად თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით მას ფსიქიური პრობლემები აღენიშნება", - წერია შსს-ს განცხადებაში
"ფორმულა" თვითმხილველზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოძალადეებმა ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა. დანაშაულის სავარაუდო მიზეზად კი ჰომოფობიურ განწყობებს ასახელებს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს.