Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


კახა ბექაურის ორი ნაბიჯი მილიონერობამდე 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური თანამდებობაზე მუშაობის დროს მილიონერი გახდა. მის მიერ შევსებული ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ მისი გამდიდრების მიზეზი კომისიაში მაღალ ანაზღაურებასთან ერთად, თანამდებობაზე მუშაობის დროს გაფართოებული ბიზნესი გახდა.


კომუნიკაციების კომისიის წევრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობაა. თუკი 2020 წელს საქართველოში, საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 1300 ლარი იყო, კომუნიკაციის კომისიის წევრის ანაზღაურება 12-ჯერ მეტი - 15700 ლარია (დაუქვითავად).


კომისიას გადამწყვეტი როლი აქვს ქვეყნის სატელეკომუნიკაციო სფეროში. ახალი ტელევიზიებისთვის მაუწყებლობის უფლების მიცემა, მობილური ოპერატორების ტარიფებისა და ინტერნეტპროვაიდერების წესების დადგენა და მათ შორის დავების განხილვა და გადაწყვეტა ამ უწყების პრეროგატივაა. შეიძლება ითქვას, რომ მარეგულირებელ კომისია ერთგვარად სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებს. სწორედ ამიტომ არის მიჩნეული, რომ ერთ-ერთი, რაც კომისიის წევრების სამართლიან და მიუკერძოებელ მიდგომას აზღვევს, მაღალი ხელფასია.


ბექაური კომუნიკაციების კომისიის წევრი 2014 წელს გახდა, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელიწადში; 3 წელიწადში იგი კომისიის წევრებმა თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ დროს ბექაურს არც დიდი ქონება და არც მნიშვნელოვანი დანაზოგი აქვს.


კახა ბექაური კომისიაში მუშაობამდე რამდენიმე ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო, ბოლოს - „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიას, „მეცხრე არხს” მართავდა. ამ დროს იგი სუპერმარკეტების ქსელის „ორი ნაბიჯის” 25%-იანი წილის მფლობელია. კომპანია მან 2009 წელს სამ პარტნიორთან ერთად დააფუძნა.


მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს, როდესაც იგი მარეგულირებელი კომისიის წევრი ხდება და მისი წილი კომპანიაში 33,3%-მდე იზრდება, „ორი ნაბიჯი” კახა ბექაურისთვის დივიდენდების წყარო არ არის. 2014 წლიდან 2018 წლის ჩათვლით შევსებულ დეკლარაციებში ის უთითებს, რომ კომპანიიდან 0 ლარი შემოსავალი მიიღო.


„პირველი 7 წლის განმავლობაში კომპანიის მფლობელები არ ვიღებდით დივიდენდებს და მიღებული შემოსავლებით ხდებოდა კომპანიის გაზრდა”, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.




დეკლარაციის მიხედვით, კომპანია მისთვის შემოსავლიანი 2018 წლიდან ხდება. 2018 წელს ბექაურმა 400 ათას ლარზე მეტი მოგება ნახა; 2019 წელს - 600 ათასზე; 2020 წელს, კი კორონავირუსის პანდემიის დროს, 7-ჯერ მეტი - 4,2 მილიონი ლარი. კომპანიას საქართველოს მასშტაბით 250-მდე მაღაზია აქვს.




კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნის მომენტისთვის ბექაურის ოჯახი ფლობდა სამ ბინას თბილისში, ერთ საცხოვრებელ და ერთ არასაცხოვრებელ ფართს. 2014 წლის მარტის მონაცემებით, მის ოჯახს საბანკო ანგარიშზე 12 ათას ლარამდე დანაზოგი და 2 ათას დოლარამდე დავალიანება ჰქონდა.




7 წელში ეს ქონება საგრძნობლად შეიცვალა. ახლა ბექაურის ოჯახი ფლობს: ცხრა ბინას და რამდენიმე ათეული ათასი კვადრატული მეტრის მიწას სხვადასხვა რეგიონში. ჯამში ეს ქონება 1,2 მილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული. ამას ემატება გასულ წელს მისი ცოლის ეკა ბერიძის სახელზე 170 ათას ლარად ნაყიდი Lexus-ის მარკის მანქანა.






კახა ბექაურის მეუღლე, „მეცხრე არხის” ყოფილი ტელეწამყვანი ეკა ბერიძე ერთდროულად ქმრის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და GWP-ის კომუნიკაციების დირექტორია. გასულ წელს „ორი ნაბიჯიდან” მან ანაზღაურებად 219 ათასი ლარი აიღო, წყალგამანაწილებელი კომპანიიდან კი - 287 ათასი. ეს თვეში დაახლოებით 42 ათასი ლარია.




2021 წლის 31 მაისს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის ოჯახს, დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის თანახმად, საბანკო ანგარიშებზე ჯამში 5 მლნ ლარი ჰქონდა. მათ შორის 70 ათასამდე ლარი, 1,4 მლნ დოლარი, 10 ათასი ევრო და 15 ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგი.




კომუნიკაციების კომისიაში მუშაობის პარალელურად კახა ბექაურს „ორი ნაბიჯის” წილების მართვის უფლება არასდროს გადაუცია სხვისთვის, რასაც რეესტრში შესაბამისი ჩანაწერი ადასტურებს. „ეს კანონდარღვევაა”, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანტიკორუფციული პროექტის მენეჯერი, სანდრო ქევხიშვილი. მისი შეფასებით, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ კანონი ფორმალურადაც არ დაიცვა.




საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის (მუხლი 13, პუნქტი 6) მიხედვით, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თანამდებობაზე მუშაობის დროს წილების მართვის უფლება სხვა პირს გადასცეს, თუნდაც ეს მისი ოჯახის წევრი იყოს.


„შპს „ორი ნაბიჯი“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების სფეროს არ განეკუთვნება. შესაბამისად, ამის გამო საჯარო სამსახურის ბიურომ ჩემი დეკლარაციის შემოწმებისას აღნიშნული [წილების მართვა] დარღვევად არ შეაფასა”, - ამბობს კახა ბექაური.


ბიურომ ბექაურის ქონებრივი დეკლარაცია 2019 წელსაც შეამოწმა და ის, რომ ბექაური წილებს თავად მართავს, დარღვევად არ მიიჩნია.


„სხვა საჯარო მოხელეებისთვის იქნებოდა [კანონდარღვევა], მაგრამ მარეგულირებელი კომისიის წევრებისთვის - არა… სპეციალური კანონი ამას [წილების მართვის უფლებას] მათთვის ნებადართულ საქმიანობად მიიჩნევს”, - ამბობს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილე ელგუჯა მაკალათია.


მაკალათია ამბობს, რომ კახა ბექაურის დეკლარაციის შემოწმების დროს იხელმძღვანელეს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონით” და რადგან იქ მსგავსი აკრძალვა არ იყო, კანონდარღვევად არ მიიჩნიეს.


„ეს არის ცალსახად არასწორი ინტერპრეტაცია… ამ ადამიანს დღევანდელი მდგომარეობით და წლების განმავლობაში აქვს ინტერესთა შეუთავსებლობა თანამდებობასთან… ეს გარდა იმისა, რომ მიანიშნებს, რომ არაკეთილსინდისიერია პირი, შეიცავს კორუფციის რისკებსაც…” - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანტიკორუფციული პროექტის მენეჯერი.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” გვიხსნიან, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” კანონები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ კომისიის წევრებისთვის უფრო მკაცრ აკრძალვებსაც აწესებს.


„გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ გადაწყვეტილებები, რომელსაც ბექაური იღებს, კრიტიკული არხების წინააღამდეგ და კონკრეტული პარტიების საამებლად, განპირობებულია იმით, რომ მისი პირადი კეთილდღეობა დამოკიდებულია მათზე... მისი ბიზნესის აყვავება და კომისიაში მიღებული გადაწყვეტილებები თანხვედრაშია კრიტიკული მედიების დასჯასთან”, - ამბობს „მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი.


ამის მაგალითად თამთა მურადაშვილი კომისიის იმ გადაწყვეტილებას იხსენებს, როცა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გადაღებული მინისტრის ახლო კადრით ჩვენება უხამსობად ჩაუთვალეს. მურადაშვილი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება კომისიამ ხელისუფლების „საამებლად” მიიღო.




თავად ბექაური ამბობს, რომ მისი ფინანსური შემოსავლების გაუმჯობესებასა და ბიზნესის განვითარებაში კომუნიკაციების კომისიაში მუშაობას „არანაირი” როლი არ აქვს და არც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გააჩენს კითხვებს.


რადიო თავისუფლების კითხვას, რა დროს უთმობს კომისიის თავმჯდომარე საკუთარ ბიზნესსაქმიანობას და რა როლი აქვს დღეს ამ კომპანიაში, ის ასე პასუხობს:


„კომპანია ორ ნაბიჯს ჰყავს თავისი მენეჯმენტი, გენერალური დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის მართვაზე, ისინი მართავენ კომპანია ორ ნაბიჯს”.


კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის წევრი 2026 წლამდე იქნება. „ქართული ოცნების” უმრავლესობით ის ამ პოსტზე პარლამენტმა მეორე ვადით აირჩია.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net