Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


ჩვენს ქოცოში-ქვევრში

შორიდან ისე ჩანს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა, ასე ჰგონიათ ბრიუსელში, ვაშინგტონში... ასე ჰგონია აგერ ახლახან საქართველოდან წასულ ევროპული საბჭოს პრეზიდენტსაც, მაგრამ, სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერეს შარლ მიშელის „საბოლოო დოკუმენტს“ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა აგინეს სალომე სამადაშვილს, პარტიისგან დამოუკიდებლად რატომ იმოქმედეო, თანაც აგინეს შთაგონებით და მაღალი ტემპით, რომელიც ოდნავ გაანელა მეორე დღეს მიხეილ სააკაშვილის შეცვლილმა ტონმა, მაგრამ ამ გარემოებამ დიდად ვერ უშველა გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც მოულოდნელად გამოვიდა ჩრდილიდან ელეგანტური პა-დე-შა-თი (Pas de chat), რათა ხელი მოეწერა დანიელსონისა და მოლაპარაკების პროცესის სხვა მონაწილეების ოფლით გაჟღენთილ დოკუმენტზე, სადაც, სიურპრიზის სახით, დახვდა მასავით პოლიტიკიდან იდუმალებით წასული დავით ბაქრაძის ხელმოწერა. შესაბამისად, ბაქრაძეც არ აქეს, ოღონდ არ აქეს სულ სხვა პარტიის, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, მაგრამ ბაქრაძემ, როგორც ყოველთვის, არაფერი შეიმჩნია ისევე, როგორც არ იმჩნევდა წლების განმავლობაში აუხსნელ მაღალ რეიტინგს, ბევრად მაღალს, ვიდრე გირჩებისას, რომლებსაც პრეზიდენტის სასახლესთან ჩასაფრებულმა სამოქალაქო აქტივისტებმა სულ ალეკოელისაშვილები ეძახეს. თავის მხრივ, არც ალეკო ელისაშვილი ჩამორჩა სხვებს და გამოდით, თქვე ჩემნაირებო, უნდა დაგთვალოთო, დაემუქრა ხელმომწერებს, თუმცა აქაც ყველაზე მეტად იყოჩაღა და სათვალავში პირველი გამოვიდა გიორგი ვაშაძე, რომელსაც, პარლამენტში შესვლის წადილის გამო, პროცესის მოღალატე უწოდა ერთგულმა თანამებრძოლმა, თაკო ჩარკვიანმა. გემახსოვრებათ, ცოტა ხნის წინ, თაკო ჩარკვიანმა მამა დაკრძალა მთაწმინდაზე. ალბათ, გიორგი ვაშაძესაც შეუსრულებდა დანაპირებს და პრემიერ-მინისტრადაც ვიხილავდით „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერს, მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, მათი გზები გაიყარა. თაკო ჩარკვიანი, შალვა ნათელაშვილი და გიგა ბოკერია კვლავინდებურად ერთგულებენ 31 ოქტომბრის შემდეგ არჩეულ გზას, რომლიდანაც, როგორც ჩანს, არ გადაუხვევია ციხეში მყოფ ნიკა მელიასაც, თუმცა ის, მოგეხსენებათ, სულ სხვა პარტიის ლიდერია, პარტიისა, რომლის „მართლა ლიდერი“ უკრაინაში იმყოფება და პარტიაში ბევრი რამ სწორედ მის პოზიციაზეა დამოკიდებული...


ასეთი ამბები გამოიწვია 18 აპრილის დოკუმენტზე ხელის მოწერამ, რასაც ევროკავშირი და საქართველოს სხვა სტრატეგიული პარტნიორები კრიზისის განმუხტვას და ქართული დემოკრატიის გამარჯვებას უწოდებენ.


არის თუ არა ეს გამარჯვება?


18 აპრილს ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ, შეთანხმების დოკუმენტის დაწუნების შემთხვევაში, ევროკავშირი, რბილად რომ ვთქვათ, დიდი ხნით ვეღარ მოიცლიდა ჩვენთვის და, შესაბამისად, კარგა ხნით ისევ მარტო დავრჩებოდით.


საქართველოს ისტორია სავსეა შემთხვევებით, როცა გადამწყვეტ მომენტში მარტო დავრჩით ბევრად ძლიერი მტრის ან, ღმერთმა დაიფაროს, ორად და მეტად გახლეჩილი ერთმანეთის პირისპირ. ბევრჯერ გვიქილიკია ევროპა-ამერიკის დიპლომატიურ „შეშფოთებასა და წუხილზეც“, ბევრს დაუჩივლია, მორიგ ჯერზე პრაგმატული მიტოვების გამო, მაგრამ არასოდეს გვქონია „შანსი“ ფეხებზე დაგვეკიდა ევროპა, ამერიკა და ზოგადად დასავლეთი, საითაც საუკუნეებია მივისწრაფვით...


18 აპრილს, როცა ევროკავშირის წარმომადგენლობაში არ მივიდნენ "ქართული ოცნების" ლიდერები, როცა შარლ მიშელის "საბოლოო დოკუმენტი" ის არ აღმოჩნდა, რასაც არჩილ თალაკვაძემ ნაჩქარევად და გაკვრით მოაწერა ხელი, ბევრმა იფიქრა, რომ სწორედ ხელისუფლება აპირებდა „შანსის“ გამოყენებას და აქამდე უთქმელი სიტყვების თქმას, მაგრამ არა! "ოცნებამ" მალევე გადაიფიქრა, სამაგიეროდ მიხეილ სააკაშვილის კიევიდან ცხელ გულზე გაკეთებულმა ჩართვამ გააჩინა იგივე მოლოდინი, თუმცა მცირე ხანში სააკაშვილმაც თქვა, მელია რომ დატოვებს საპატიმროს, მოვუწოდებ ენმ-ს, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტსო.


აშკარაა, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით ბედნიერი არც მმართველი პარტია დარჩა. „ქართულმა ოცნებამ“, პრინციპში, აღიარა როგორც „პოლიტიკურად მოტივირებულის შთაბეჭდილების მქონე საქმეების“ არსებობა, ასევე მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემების ხარვეზიანობა და რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობაც (რაც მიება კიდეც თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს), თუმცა მმართველმა პარტიამ, ბევრისთვის მოულოდნელად, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და მოჩვენებითი სიმშვიდით მოაწერა ხელი დოკუმენტს.


ეს დოკუმენტი, ოპოზიცური პარტიების ნაწილის აზრით, უკეთესია ყველა წინა ვარიანტზე, მაგრამ მაინც არ უპასუხებს არჩევნების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის მიზნებს და არ შეიცავს კრიზისის განმუხტვის რეალურ მექანიზმებს, რის გამოც არ აწერენ კიდეც ხელს, თუმცა ვინც მოაწერა და რაც მოხდა, ისიც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ შუამავალს, ცნობილი ქართული ფილმის პერსონაჟის მსგავსად, ვეღარ ეთქვა, „რა ვქნა, ქვევრის გატეხვა თქვენ არ გინდათ დაა...”


ცხადია, ქვევრის გატეხვის - კომპრომისის გარეშე შეუძლებელია შეთანხმების მიღწევა.


სხვათა შორის, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ტრაგიკომიკურ ჩიხურობას უკეთესად აღწერს ლუიჯი პირანდელოს ამავე სახელწოდების მოთხრობა, რომლის მიხედვითაც გადაღებულია მხატვრული ფილმი.


თუ ფილმში შუამავალი უგულო და ხეპრე მილიციის უფროსია, მოთხრობაში მთავარ გმირს, დონ ლოლო ძირაფას (გოგიას პროტოტიპი) გამოსავალს გულისხმიერი ადვოკატი სთავაზობს: ეუბნება, რომ ამ საქმეს ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ იგი, დონ ლოლო ვალდებულია ახლავე გაანთავისუფლოს ტყვე, რომ პასუხი არ აგებინონ, ძალმომრეობით გამომწყვდევის გამო, მეორეს მხრივ კი - მექოთნემ (ძია დიმა - აბესალომის პროტოტიპი) პასუხი უნდა აგოს ზარალზე, რაც იმის დაუდევრობის გამო მოხდა.


ქვევრი რომ უნდა გატეხონ (კომპრომისი), ამაზე მხარეები მალევე შეთანხმდებიან, გაუჭირდებათ ფასზე და დამნაშავის ვინაობაზე მოლაპარაკება. საქმე ის არის, რომ მოთხრობაში ქვევრის შემწებებელი დიდწილად ქვევრის მფლობელის უადგილო და დაჟინებული ინიციატივის გამო გაეხვევა შარში, თუმცა მოთხრობაში ბოლოს ყველაფერი კარგად, „კრიზისის“ განმუხტვით დასრულდება. ასეა პირანდელოს „ქვევრში“, სადაც კონფლიქტში ორი სუბიექტი მონაწილეობს, განსხვავებით ჩვენი რეალური ქვევრისა, რომელსაც, კაცმა არ იცის, ვინ ჰყავს პატრონი და, რომელშიც ლამის ათამდე პარტიაა გამოკეტილი. თანაც ჩვენი ქვევრი პატარაა, უფრო ქოცოა, ვიდრე ქვევრი ["ქოცო - მცირე (მომცრო) ჭური" - სულხან-საბა]. პატრონს არ უნდა ჭურჭლის გატეხვა, მაგრამ იძულებულია თქვას, რომ დაამტვრევს, თუ ოპონენტები გარკვეულ პირობებს შეასრულებენ. თავის მხრივ ქოცოში მოხვედრილი პარტიებიც ამბობენ, რომ ჭურჭელი უნდა გატყდეს, მაგრამ ერთ ნაწილს არ მოსწონს შეთავაზებული პირობები და უარს ამბობს შეთანხმებაზე, ზოგს კი შესაძლოა სულაც გასატეხად არ ემეტება ქვევრი, რომელიც მალე შეიძლება მისი გახდეს და გატეხილს რა თავში იხლის?


მოკლედ, ჩვენს ქოცო-ქვევრში რომ ამბები ხდება, თვით პირანდელოსაც კი არ დაესიზმრებოდა, არაფერს ვამბობ შარლმიშელებსა და დანიელსონებზე...


 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net