25 აპრილს მწერალთა სახლში ივა ფეზუაშვილის ახალი რომანის – „ბუნკერი“ წარდგენა გაიმართება
25 აპრილს, 16 საათზე, მწერალთა სახლში ივა ფეზუაშვილის ახალი რომანის – „ბუნკერი“ წარდგენა გაიმართება. ივა ფეზუაშვილის ახალ რომანში ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ. შეგახსენებთ, რომ რომანით – „ბუნკერი“ ივა ფეზუაშვილი პროზის დარგში წინანდლის პრემიის ლაურეატი გახდა.
ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, ღონისძიებაზე დაცული იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფისთვის დადგენილი წესები: თითოეული სტუმარი ვალდებულია ატარებდეს პირბადეს; ღონისძიებაზე მოსული ადამიანები გაივლიან თერმოსკრინინგს; დაცული იქნება ორმეტრიანი დისტანცია; ასევე, ადგილზე დაგხვდებათ ანტისეპტიკური საშუალებები.