ძალოსანმა კახი ასანიძემ ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დაიკავა
![ძალოსანმა კახი ასანიძემ ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დაიკავა](https://gdb.rferl.org/143fe57f-9c44-48e9-99bf-f2bb784d42c6_cx0_cy8_cw0_w800_h450.jpg)
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა კახი ასანიძემ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დაიკავა. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონის, ამჟამად საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძის ვაჟმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პირველ მოძრაობაში - ატაცში სამი ცდიდან ორი გამოიყენა და 148 კილოგრამით მერვე პოზიცია დაიკავა. აკვრაში კახი ასანიძემ ისევ ორჯერ დაიმორჩილა სიმძიმე და 179 კილოგრამით მეორე მოძრაობაშიც და ორჭიდის ჯამშიც მეშვიდე იყო.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია - შოთა მიშველიძის (61 კგ) ვერცხლები (ატაცსა და ორჭიდში) და გოგა ჩხეიძის (67 კგ) ბრინჯაო (აკვრაში).
ევროპირველობა 11 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაებმებიან: რევაზ დავითაძე (89 კგ), ანტონ პლესნოი (96 კგ), ირაკლი ჩხეიძე (102), ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე (ორივე +109 კგ), ნათია გადელია (81 კგ) და ანასტასია გოტფრიდი (87 კგ).