აშშ-ში რუსეთის ელჩი მოსკოვში დაბრუნდა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე
ტელევიზიით აშშ-ის პრეზიდენტის ნათქვამს მძაფრი ხუმრობა მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტისგან, რომელმაც ბაიდენს „ჯანმრთელობა“ უსურვა და თქვა, რომ ადამიანებს ახასიათებთ სხვებზე გადაიტანონ ის, როგორც სინამდვილეში საკუთარ თავს ხედავენ.
ბაიდენის ინტერვიუ მოჰყვა აშშ-ის დაზვერვის ანგარიშის გამოქვეყნებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ პუტინის სანქციით სახელმწიფო უწყებებმა ჩაატარეს ოპერაცია ზეგავლენის მოსახდენად, რომელიც მიმართული იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, ბაიდენის, და მისი დემოკრატიული პარტიის ავტორიტეტის შელახვისკენ, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერისკენ, საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შერყევისა და ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური უთანხმოების გაძლიერებისკენ.
კრემლმა დაუყოვნებლივ უარყო ანგარიშში მოყვანილი მტკიცება და „სრულიად უსაფუძვლო“ უწოდა მას.
აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი მოსკოვში ჩაფრინდა 21 მარტის დილით ადრე. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, ის გამოწვეულ იქნა ვაშინგტონიდან კვირის დასაწყისში.