Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

„პირდაპირი“ ზელენსკის კომენტარები ჯო ბაიდენზე, ნატოსა და რუსულ ვაქცინაზე

„პირდაპირი“ ზელენსკის კომენტარები ჯო ბაიდენზე, ნატოსა და რუსულ ვაქცინაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ცნობილია თავისი პირდაპირობითა და უშუალობით, ამას წინათ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, მიმართა შეკითხვით, რაც ოპონენტებმა უკრაინის ლიდერს „არაპოლიტკორექტულად“ ჩაუთვალეს.

„უკრაინას სურს ალიანსის თანასწორ წევრად ყოფნა. ეს არის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, იმ უსაფრთხოებისა, რომელზეც პრეზიდენტი ბაიდენი ლაპარაკობს. ასეთ შემთხვევაში მე ძალიან უბრალო შეკითხვა მაქვს: „ბატონო პრეზიდენტო, მაშინ რატომ აქამდე არ ვართ NATO-ში?“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თებერვლის დასაწყისში საინფორმაციო პორტალ Axios-თან ინტერვიუში.

ზელენსკის ამ და სხვა შეფასებებს მალევე მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში. დამოუკიდებელი უკრაინელი მიმომხილველები არაკომპეტენტურად მიიჩნევენ საკითხის ასე დასმას ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, რომელსაც კარგად უნდა ესმოდეს, რომ NATO-ში კანდიდატი ქვეყნების მიღება ხდება კონსენსუსის წესით და არა ერთი რომელიმე ქვეყნის გადაწყვეტილებით.

„მთლიანად ეს ინტერვიუ პირადად ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი გუნდის სერიოზული კომუნიკაციური ჩავარდნაა. ჯერ ერთი, პრეზიდენტს უნდა რცხვენოდეს მსგავსი შეკითხვების დასმისა აშშ-ის პრეზიდენტისათვის, რომელიც ორი კვირაც არ იქნება გასული, რაც ამ პოსტზე მუშაობს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბაიდენზე ყოფილიყოს დამოკიდებული, გახდება თუ არა უკრაინა NATO-ს წევრი. საკითხის ასე დასმა იმაზე მეტყველებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის კარგად არ ესმის NATO-ში გაწევრიანების პროცედურა. ის, რომ ჩვენ ამ საკითხში საგრძნობლად დავბუქსავდით, ესეც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ამ მხრივ სერიოზული პრობლემები გვაქვს. ვწუხვარ, რომ ეს ინტერვიუ შედგა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

ჯერ „საშინაო დავალების“ შესრულება და შემდეგ წევრობა

ამასთან, ოპონენტები ურჩევენ ზელენსკის, რომ თუ მართლა სურს დაარწმუნოს ჯო ბაიდენი და დასავლეთის სახელმწიფოთა სხვა ლიდერები NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერის აუცილებლობაში, ამისთვის უკრაინის პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტმა, ჯერ უზრუნველყოს „საშინაო დავალების“ შესრულება: გაატაროს რეფორმები სასამართლო სისტემაში, ჩამოართვას ზედმეტი ფუნქციები უკრაინის უშიშროების სამინისტროს და ებრძოლოს სისტემურ კორუფციას.

„რატომ ვართ თუ არ ვართ NATO-ში, ამ შეკითხვას აშშ-ს კი არ უნდა ვუსვამდეთ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავად უკრაინას, რადგან ჩვენ ვასრულებთ ან არ ვასრულებთ იმას, რაც იმ ეროვნულ პროგრამაში გვიწერია, რომელსაც ხელს (უკრაინის) პრეზიდენტი აწერს. შესაბამისად, მან უნდა იცოდეს მისი (ეროვნული პროგრამის) შინაარსი და ის ძირითადი რეფორმები, რომლებიც აუცილებელია, რომ სწორედ უკრაინაში განხორციელდეს“, - ამბობს საერთაშორისო ექსპერტი ანა შელესტი.

თუმცა არაპოლიტკორექტულს ვერაფერს ხედავს უკრაინის პრეზიდენტის კომენტარებში ზელენსკისთან დაახლოებული პოლიტიკოსი, დეპუტატი ალექსანდრ კორნიენკო, რომელსაც არასწორად მიაჩნია უკრაინის NATO-ში ყოფნა-არყოფნის დაკავშირება მხოლოდ „საშინაო დავალებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან.

„ჩვენ გვსურს მივიღოთ სიგნალი NATO-სგან, რომ ისინი არა უბრალოდ მზად არიან თავიანთ რიგებში იხილონ უკრაინა, არამედ მზად არიან დაეხმარონ მას ალიანსში გაწევრიანებაში, როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს დაეხმარნენ. უკრაინასა და NATO-ს ურთიერთობაში ზუსტად ისეთივე პრობლემაა, როგორიცაა უკრაინა-ევროკავშირს შორის: არ არსებობს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების აშკარად გამოხატული პერსპექტივა. ამას შესაძლოა დაემატოს ასევე ბუქარესტის 2008 წლის NATO-ს სამიტის სამწუხარო ისტორია, როდესაც წევრმა სახელმწიფოებმა ვერ მოახერხეს მიეცათ საქართველოსა და უკრაინისათვის გაწევრიანებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა. დიდწილად სწორედ ამან გაუხსნა გზა რუსეთის 2014 წლის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსანდრ კორნიენკომ, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ.

თებერვალში ზუსტად ექვსი წელი სრულდება რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და კრემლის დახმარებით დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან, რასაც 13 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა ასობით ათასი ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მიიჩნევს, რომ უკრაინა 2008 წელს NATO-ში რომ მიეღოთ, აღარ იქნებოდა ესკალაცია დონბასში და არ დაიღუპებოდა ამდენი ადამიანი. „ჩვენ მადლობელი ვართ ევროპის მისი დახმარებისა და (რუსეთის მიმართ დაწესებული) სანქციებისთვის. მადლობელი ვართ აშშ-ის. ეს სანქციები მნიშვნელოვანია, მაგრამ სანქციებით თქვენ ვერ შეძლებთ სიცოცხლე დაუბრუნოთ ადამიანებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საინფორმაციო პორტალ Axios-თან ინტერვიუში.

„უკრაინელები არ არიან საცდელი ბაჭიები“

უკრაინა უარს ამბობს აგრესორი ქვეყნისაგან რუსეთის ლაბორატორიაში დამზადებული კორონავირუსის საწინააღმდეგო Sputnik V-ის ვაქცინის შეძენაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც არ არსებობს ოფიციალური გარანტია ამ ვაქცინის 91 %-იანი ეფექტიანობის შესახებ.

„მიმაჩნია, რომ უკრაინის მოქალაქეები, ეს ადამიანები, ნამდვილად არ არიან ბაჭიები. ჩვენ არ გვაქვს მათზე ექსპერიმენტების ტარების უფლება. ამიტომ ჩვენ მოვილაპარაკეთ მხოლო იმ ვაქცინის წამყვან მწარმოებლებთან, რომელიც მსოფლიოს მიერ არის დამტკიცებული და სერიოზული დადებითი შედეგი აქვს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 თებერვალს კიევში გამართულ ფორუმზე - „კორონავირუსი: გამოწვევები და პასუხები“.

კიევის ფორუმის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება უკვე მოელაპარაკა კომპანიებს Pfizer-ს, Sinovac-ს, AstraZeneсa-სა და Novavах-ს ვაქცინების მოწოდებაზე, რაც თებერვლის თვეშივე იგეგმება. პირველ ეტაპზე აცრებს უკრაინაში ჩაუტარებენ ექიმებს, უკრაინელ სამხედროებსა და ეროვნული გვარდიის მებრძოლებს.

ყველაზე პირველად კი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით აცრას ჩაიტარებს თავად პრეზიდენტი ზელენსკი, რათა ამით შეძენილი ვაქცინის სანდოობაში დაარწმუნოს უკრაინის მოქალაქეები.

თუმცა ძნელი სათქმელია, როგორ მოახერხებს ამას ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის რეიტინგიც ბოლო ხანს საგრძნობლად ეცემა უკრაინაში.

უკრაინული სოციოლოგიური ჯგუფ „რეიტინგის“ მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, შეკითხვაზე, ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იმართებოდეს, გამოკითხულთა 21,2 %-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის, მეორე ადგილზე კი რეიტინგში აიწია პრორუსული პოლიტიკური ძალის „პლატფორმა სიცოცხლისათვის“ ლიდერმა, იური ბოიკომ, რომელსაც მზად არის მხარი დაუჭიროს გამოკითხულ მოქალაქეთა 17,1%-მა.

აღნიშნული გამოკითხვა ჩატარდა იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით 2 თებერვლიდან ეთერიდან გათიშეს ზემოხსენებული პრორუსული პარტიის წევრთა მფლობელობაში არსებული უკრაინული ტელეარხები: 112, NewsOne-ი და ZIK-ი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ არხებს ფორმალურად ფლობს ტარას კოზაკი, „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ (ოპს) წევრი, უკრაინაში ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს მედიასაშუალებები, სინამდვილეში, ამ ფრაქციის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელის, ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი ფიგურის, ვიქტორ მედვედჩუკის, მფლობელობაშია.

ოპოზიურმა ძალამ „პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ გასულ კვირაში სასწრაფოდ მოიწვია საგანგებო ყრილობა და განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო „ვერხოვნა რადაში“ დააყენებს ინიციატივას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ. მიმომხილველთა აზრით, პარლამენტში არსებულ ძალთა ბალანსის გათვალისწინებით, „პლატფორმას - სიცოცხლისათვის“ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების არანაირი შანსი არ აქვს, თუმცა ზელენსკის გადაწყვეტილებაც არ გამოიყურება „იურიდიულად უმწიკვლოდ“ და, იურიდიული თვალსაზრისით, ბევრ კითხვებს აჩენს, ასევე, უკრაინის ხელისუფლების მიერ სანქციების დაწესება თავად უკრაინის მოქალაქეების მიმართ, - ამბობს ევჰენ მაგდა.

„სამი ტელეარხის დახურვით ზელენსკის ძალიან სურს აჩვენოს, რომ მას ძალუძს გააკეთოს ის, რაც თავის დროზე ვერ მოახერხა პეტრო პოროშენკომ. ყოფილმა პრეზიდენტმა 2018 წლის შემოდგომაზე ვერ გარისკა დაეხურა ეს ტელეარხები, რომლებიც, ფაქტობრივად, რუსული პროპაგანდის რეტრანსლირებას ახდენდნენ. მაგრამ, თუ „ოპოზიციური პლატფორმა -სიცოცხლისათვის“ შეძლებს სიტუაციის თავის საარგებლოდ შემობრუნებას, მაშინ ზელენსკის რეიტინგის ვარდნა კიდევ უფრო გაძლიერდება. აქედან კი მთავარი დასკვნა ისაა, რომ სიტუაცია მხოლოდ განვითარების სტადიაშია და ერთმნიშვნელოვნად ვერავინ იტყვის, თუ რით დასრულდება ტელეარხების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ისტორია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

სხვათა შორის, „რეიტინგის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, უკრაინაში სახელმწიფოს მეთაურის გადაყენების იდეას მხარს უჭერს გამოკითხულთა 50 %.

ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგის ვარდნასთან ერთად კიდევ უფრო სწრაფად ეცემა მის მიერ შექმნილი პარტია „ხალხის მსახურის“ რეიტინგი.

თუ ზელენსკი პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ჯრ კიდევ ინარჩუნებს პირველობას, საპარლამენტო პარტიების რეიტინგში, თებერვლის მონაცემებით, პირველ ადგილზე, 18,9 %-ით, პირველად გავიდა „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“, მეორეზე კი გადაინაცვლა მმართველმა „ხალხის მსახურმა“, რომელსაც გამოკითხულთა 18,6 % უჭერს მხარს. მესამე ადილზეა ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, „ევროპული სოლიდარობის“ პარტია, რომელსაც მზად არის მხარი დაუჭიროს გამოკითხულ უკრაინელ მოქალაქეთა 15,2 %-მა.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

АО «Транснефть-Север» оказало помощь в ликвидации пожара в поселке Приводино Архангельской области



VIP

Страдания юного Аюша Булчун






Новости 24 часа

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»



Game News

RPG Battle of Souls доступна в Google Play 2 стран



Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» помогает Государственной Думе РФ оптимизировать налоговую сферу. «СВЯТОЙ кибер ЛЕНИН» удаляет налоги: перезагрузка.



News Every Day

Glen Powell’s parents crash Texas movie screening to troll him



Настроение

Большой Тхач



Москва

Инвалиды приняли участие в патриотическом автопробеге в Подмосковье



Булат Окуджава

Самарцы исполнили стихи и песни Булата Окуджавы



Москва

Люберчане стали серебряными призерами всероссийского турнира «Быстрый прорыв»



Даниил Медведев

Теннисист Медведев не смог выйти в четвертьфинал турнира серии «Мастерс» в Риме



Москва

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео



Чемпионат

Чемпионат России по футболу для людей с ограниченными возможностями начался в Дзержинске



Симферополь

Росавиация опровергла спрямление рейсов в обмен на полеты в Элисту



Москва

РОССИЯ И КИТАЙ: В МИРЕ ВОЗМОЖНА ГЕГЕМОНИЯ ЛИШЬ ИНТЕРЕСА НАРОДА, ЗАКОНА, ИСТИНЫ И СПРАВЕДЛИВОСТИ.



Москва

К 2025 году в "Рудневе" планируется создать свыше 6 тысяч рабочих мест — Собянин



Москва

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Северо-Западный банк СберСтрахование объединила защиту от кибератак и экорисков в одном полисе





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об изменениях в налоговом и бюджетном законодательстве России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Шесть городов Белоруссии и Азербайджана стали побратимами




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Терпящий военные неудачи Зеленский вымещает зло на верующих: в Киеве под покровом ночи снесли церковь, православным хотят запретить молиться дома


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Песня

Продвижение Музыки. Раскрутка Музыки. Продвижение Песни. Раскрутка Песни.



Москва

В Эстонии передумали меняться территориями с Россией

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net