Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

აგვისტოს ომი: სტრასბურგის ვერდიქტით ჰააგაში?

აგვისტოს ომი: სტრასბურგის ვერდიქტით ჰააგაში?

საქართველოში გაჩაღდა დისკუსია, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას მეტი წარმატების მისაღწევად გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომზე სტრასბურგის სასამართლოში 21 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილება. ამ დისკუსიის შემადგენელია ის ფაქტი, რომ დიდმა პალატამ რუსეთის იურისდიქცია მხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ პერიოდზე დაადგინა და არ გაავრცელა აქტიური ბრძოლების (8-12 აგვისტო) პერიოდზე. გზების ძიებას გაეროს ეგიდით მოქმედ ორ სასამართლომდე მივყავართ: ნაწილი ფიქრობს, რომ ევროპული სასამართლოს ვერდიქტს საქართველო უკეთ გამოიყენებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC), სადაც გამოძიება უკვე 5 წელია მიმდინარეობს; ხოლო ნაწილს მიაჩნია, რომ საქარველოსთვის უფრო ხელსაყრელი იქნება პროცესის გაგრძელება ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ). შეკითხვებით რადიო თავისუფლებამ იუსტიციის სამინისტროსაც მიმართა. პასუხად მხოლოდ მოკლე, ზოგადი კომენტარი მივიღეთ.

რუსეთის იურისდიქცია - სადავო თემა

სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, შეარაღებული კონფლიქტის ცხელ ფაზაში შეუძლებელი იყო იმის დადგინა, თუ რომელი მხარის კონტროლქვეშ იყო საომარ მოქმედებათა ეპიცენტრი და შესაბამისად, შეუძლებელი იყო ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი მხარის გამოვლენა 8-12 აგვისტოს პერიოდში.

მოყვანილია სხვა არგუმენტებიც და მაგალითად, დაზარალებულთა განცხადებებისა და სადავო ინციდენტების დიდ ოდენობასთან კავშირში.

გადაწყვეტილებამ, რომელიც ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 6-ის წინააღმდეგ 11 ხმით დაამტკიცა, დავის საგნად იქცა და რუსეთის კმაყოფილებაც გამოიწვია.

“ქართული მხარე ამ საქმით უშედეგოდ ცდილობდა დაემტკიცებინა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია შესაძლებელია გამოიყენო არა მხოლოდ მშვიდობიან დროს, არამედ საბრძოლო მოქმედებების დროსაც, რაც ფაქტობრივად ძირს უთხრის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლებს... ევროპულმა სასამართლომ ვერ დაადგინა რუსეთის სამხედროების მიერ სამოქალაქო პირების უფლებების დარღვევის ვერცერთი შემთხვევა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს“ - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკრაინელი მოსამართლე, ანა იუდკივსკა სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ლოგიკას „ძირს უთხრის“ სწორედ საერთაშორისო საომარ მოქმედებებში ჩართულ სახელმწიფოთა სამოქალაქო პირებზე იურისდიქციის გავრცელების უარყოფა.

ანა იუდკივსკას განცხადებაში არაერთი არგუმენტი მოჰყავს და ასევე წერს, რომ ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, 8-12 აგვისტოს პერიოდში რუსეთის იურისდიქციის უარყოფას არ იზიარებს კიდევ ორი მოსამართლე და მათ შორის ერთი, ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურიაა.

საქართველოს მაგალითი წინასწარ წარმოდგენას უქმნის უკრაინასაც, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს სტრასბურგის სასამართლოში ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთშორისი საჩივარი. დიდმა პალატამ ეს საქმე წარმოებაში 2021 წლის 14 იანვარს მიიღო. როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იტყობინება, უკრაინელ იურისტებს საქართველოს მაგალითმა აჩვენა, რომ „ადვილი ამოცანა არ არის - ერთი შეხედვით აშკარა ფაქტებისა და გარემოებების დამტკიცება“.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის კონტროლი ყირიმზე 2014 წლის 27 თებერვლიდან დაადგინა. მაშინ, როცა კიევი 2014 წლის 20 თებერვლიდან ადასტურებს რუსეთის შეიარაღებული ძალების ადგილზე ყოფნას.

საქართველოში ბევრს სწყდება გული, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე 8-12 აგვისტოს პერიოდში.

სწორედ ამიტომაც, რუსეთისთვის მეტი პასუხის მოთხოვნის იმედები ჰააგის სასამართლოებს უკავშირდება.

ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოსკენ?

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საქმის შეწყვეტიდან 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე განაახლოს რუსეთის წინააღმდეგ დავა ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ).

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სერგი კაპანაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია ქართულმა მხარემ ჰააგაში განხილვის პროცესის განახლებისთვის აუცილებელ „ახალ გარემოებად“ გამოიყენოს. თუმცა კაპანაძეს ეეჭვება, რომ ამისთვის მზად იყოს საქართველო.

„დრო არის ძალიან ბევრი დაკარგული და როგორ გამოვა, არ ვიცი... მაგრამ მიზანი იყო თითქოს ის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უნდა შეგვეტანა სარჩელი ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, სადაც სარჩელი თავის დროზე შეტანილი გვქონდა 2008 წელს... მაგრამ სასამართლომ 2011 წელს საქმის არსებით განხილვაში მიღებაზე უარი თქვა. სასამართლომ თქვა, რომ ჯერ უნდა ამოგვეწურა სადავო საკითხებზე რუსეთთან დიალოგის ფორმატი იმ კონვენციის ფარგლებში, რომლის დარღვევასაც ვუჩიოდით. მთავარი თემა იყო დევნილების დაბრუნება, ეთნიკური წმენდის აღმოფხვრა.

ახლა, როცა გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე - დევნილების დაბრუნების, სიცოცხლის მოსპობისა და სხვა საკითხებზე, არის ოკუპანტი და ახორციელებს ეფექტურ კონტროლს - ამ ყველაფერზე დაყრდნობით ახალი შესაძლებლობები ჩნდება ჰააგის სასამართლოში...

მაგრამ საფრთხე ის არის, რომ მექანიზმი, რის გამოც ერთხელ არსებით განხილვაზე უარი გვითხრეს, საქართველოს ამოწურული არც ახლა აქვს. არაფერი გაუკეთებია ხელისუფლებას ამ მხრივ ამ ბოლო წლებში“ - გვეუბნება სერგი კაპანაძე.

საქართველოს მთავრობამ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დავა წამოიწყო შესაბამისად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციისა – რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD).

„ფაქტჩეკერის“ თანახმად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ჰააგის სასამართლოში პროცესის განახლების პერსპექტივას საგარეო საქმეთა სამინისტრო უკავშირებდა.

იუსტიციის ახალმა მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ძალისხმევა სტრასბურგის გარდა, ჰააგის სასამართლოსკენაც არის მიმართული.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, აქვს თუ არა გეგმები იუსტიციის სამინისტროს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთან მიმართებითაც და შესაძლებელია თუ არა - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს სასარგებლოდ გამოყენება ამ მიმართულებითაც. ჩვენს არაერთ შეკითხვას უწყებამ მოკლე და ზოგადი წერილობითი განცხადებით უპასუხა:

„2011 წლის პირველ აპრილს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ საქართველოს სარჩელი არ მიიღო წარმოებაში არსებითი განხილვისათვის, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ ამოწურული არ იყო „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ გაერო-ს 1965 წლის კონვენციით დავების მოგვარებისთვის გათვალისწინებული სასამართლომდელი მექანიზმები.

ქართული მხარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ ფორმატში. აღნიშნულის თაობაზე საზოგადოება მუდმივად იქნება ინფორმირებული“ - წერია განცხადებაში, რომელიც რადიო თავისუფლებამ იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო.

შესაბამისად, კვლავ უცნობია - რა გაკეთდა 2012 წლის შემდეგ იმისთვის, რომ „სასამართლომდელი მექანიზმები“ ამოწურულიყო და კონკრეტულად რა შედეგებს მივაღწიეთ ამ მიმართულებით.

„ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი, სოფო ასათიანი, რომელიც 2011 წელს იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მართლმსაჯულების სასამართლომ საქართველოს დაუტოვა საქმის განახლების 10-წლიანი ვადა და თუ ეს დავა განახლდება, ძალიან სასარგებლო იქნება საქართველოსთვის. თუმცა აგვისტოს ომის ცხელ ფაზას ვერც ეს პროცესი შეეხება.

„სასამართლო 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ომის სამართლის, ჰუმანიტარული სამართლის შეფასებაში ლიმიტირებულია და უშუალოდ ომის მოვლენებს ვერ დაფარავს.

სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციას არა აქვს აღიარებული მართლმსაჯულების სასამართლოს იურისდიქცია ჰუმანიტარული სამართლის კონვენციებიდან გამომდინარე და ამიტომ სასამართლო ვერ განიხილავს ამ მიმართულებით არსებულ დავებს“ - გვეუბნება ასათიანი.

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსკენ

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) გამოძიება უკვე 5 წელია მიმდინარეობს. პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიების დაწყების უფლება 2016 წლის იანვარში მოიპოვა. გამოძიების პროცესი მოიცავს 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს.

ICC-ის მიზანია ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიება. ეს შეიძლება იყოს ეთნიკური წმენდა, მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტა, ტყვეების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების წამება და არაადამიანური მოპყრობა და სხვა.

ICC-ის გამოძიების შედეგად პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა დანაშაულში მხილებულ სახელმწიფოებს, არამედ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც მწვავე საბრძოლო მოქმედებების ფაზაში ან შემდეგ ჩაიდინეს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

 

გამოძიების მოსამზადებელ ეტაპზე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში საქართველოდან გაიგზავნა შეფასებები ომის შედეგად დაზარალებული 7 ათასამდე ადამიანის სახელით. ცნობილია, რომ დაზარალებულთა ასაკი 9-დან 90 წლამდეა და მათი უმრავლესობა ქალია. მასალების თავმოყრისა და ჰააგაში გაგზავნის პროცესში დიდი როლი შეასრულეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობდა ბევრი ისეთი დაზარალებული, რომელიც რუსეთის ბრალეულობის დასადასტურებლად სტრასბურგის სასამართლოს პროცესებშიც იყო ჩართული.

ჰააგის ტრიბუნალის გამომძიებლები საქმეს დამოუკიდებლად და გასაიდუმლოებული წესით იძიებენ - საზოგადოებამ არასოდეს იცის, თუ როდის ჩამოდიან და ვის ხვდებიან ისინი საქართველოში. მიმდინარე გამოძიების პროცესი შეეხება რუსეთს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და საქართველოს.

„ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორის, სოფო ასათიანის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოყენება საქართველოს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში უფრო ეფექტიანად შეუძლია, ვიდრე ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში.

„მართალია, სისხლის სამართლის სასამართლო არა სახელმწიფოების, არამედ ინდივიდების ბრალეულობას იძიებს; მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ გამოვლინდა ადამიანის უფლებების დარღვევის განგრძობითი, ადმინისტრაციული პრაქტიკა... ასევე, ეთნიკური წმენდის ჭრილში, სასამართლო პირდაპირ წერს, რომ ეთნიკურად ქართველი დევნილების დაბრუნებას რუსეთი უშლის ხელს და მოხდა წამება, არაადამიანური მოპყრობა და მკვლელობა...

ყველა ეს ფაქტი (ჰააგის ტრიბუნალის) პროკურორს შეუძლია გამოიყენოს მტკიცებულებად. რუსეთი ცდილობს, სისხლის სამართლის სასამართლო დააჯეროს, რომ რუსი სამხედროები და ოფიციალური პირები არაფერ შუაში არ არიან. სტრასბურგმა კი დაადასტურა რუსეთის პასუხისმგებლობა ამ დანაშაულებში. ჰააგის სასამართლოს შეუძლია, რომ ამასაც მიაქციოს ყურადღება“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოფო ასათიანი.

საწინააღმდეგო პოზიციაზეა „საერთაშორისო სამართლიანობის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნიკა ჯეირანაშვილი, რომელიც დიდწილად ჰააგაში ცხოვრობს, აქტიურად არის ჩართული და ძალიან კარგად იცნობს ჰააგის ტრიბუნალში მიმდინარე მოვლენებს.

როგორც ჯეირანაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს მიმდინარე საგამოძიებო პროცესების იურიდიულ ნაწილში არ გამოადგება, რადგან ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო კონკრეტულ პირთა დანაშაულებებს იძიებს და რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტი მტკიცებულებად არ გამოდგება.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Архангельские любители чир спорта показали красоту грации на чемпионате Поморья



Жизнь

Техник СЛД «Сольвычегодск» филиала «Северный» ООО «ЛокоТех-Сервис» Алина Леготина стала участником проекта ОАО «РЖД» «Управленческое наставничество»






Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Вильфанд предупредил горожан об аномальном холоде и мокром снеге на неделе





Путин в России и мире
Москва

Ушаков: Путин и Пашинян расставят точки на «и»


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья приехал в Минск и попросил защиты у Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Юрий Шевчук

«Эта концепция вывозит»: критикующий Россию Шевчук призвал своих зрителей к революции



Москва

Майский снегопад: москвичей призвали одеваться потеплее на 9 Мая

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net