ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია
17 იანვარს, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე 60 წლის გახდა.
„ნონას ვარსკვლავი გავხსენით, ახლა ლოგიკურად უნდა გაიხსნას მაიასი და მერე დანარჩენი ქართველი ქალების. მაია არ გვაძლევს საკუთარი ვარსკვლავის გახსნის უფლებას და, შესაბამისად, ვერ ვხსნით სხვებისას“, – ამბობს სოფო ნიკოლაძე, ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და მაიას დისშვილი.
მაიას არც ვარსკვლავის გახსნა უნდა, არც ხალხის ყურადღება და მაინდამაინც არც მედიასთან ურთიერთობა გამოსდის. „ჩაკეტილი, მაგრამ ძალიან კორექტული და კარგი ადამიანი“, – ასე ახასიათებენ მას ახლობლები.
დიდად არც ჭადრაკის თამაში უნდოდა 8 წლის გოგოს, მაგრამ ბავშვი იყო და მშობლებს დაუჯერა. თან „პიონერთა სასახლეში“ დაჰპირდნენ, თუ არ იტირებ და კარგად ითამაშებ, ნონა გაფრინდაშვილის ფოტოს გვერდით ცარიელი ლურსმანი რომ არის, იქ შენს ფოტოს ჩამოვკიდებთო.
მაიამ ისე ითამაშა, 17 წლის უკვე მსოფლიო ჩემპიონი იყო. საერთო ჯამში ხუთჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. საჭადრაკო ოლიმპიადებზე ცხრაჯერ გაიმარჯვა, საჭადრაკო ოსკარი ოთხჯერ აიღო… ახლა ამ მედლებიდან, ოსკარებიდან და თასებიდან ერთიც არ უდევს სახლში, ძირითადად საქველმოქმედო აუქციონებს დაურიგა.
ვრცლად იხილეთ აქ