Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

შხამასოკო. კრემლის მომწამვლელთა ბოროტი ისტორია

შხამასოკო. კრემლის მომწამვლელთა ბოროტი ისტორია

„გადმოვედი ავტომობილიდან და ვიგრძენი, რომ თვალებში დამიბნელდა. შევედი სადარბაზოში, სადაც წავიქეცი. ოთხზე დამდგარი მივხოხდი ლიფტთან. არ მესმოდა რა მემართებოდა. ძალიან მაღალი პულსი მქონდა, ცივ ოფლს მასხამდა. მეგონა, რომ ვკვდებოდი”.

ასე იხსენებს პოლიტიკოსი დმიტრი დემუშკინი იმას, რაც 2011 წლის მარტში დაემართა. იმხანად ის ყველაზე დიდი ნაციონალისტური ჯგუფის, „რუსების“ (აიკრძალა 2015 წელს), ერთ-ერთი ლიდერი იყო და განიხილავდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი მონაწილეობის შესაძლებლობას. დემუშკინი მეგობარმა, უსაფრთხოების ერთ-ერთი უწყების პოლკოვნიკმა, გააფრთხილა, რომ იგი შეიძლება მოეწამლათ. ურჩია დაეტოვებინა რუსეთი, მაგრამ დემუშკინი უარზე დადგა.

"პულსი ძილშიც კი 110–140 მქონდა, გამისივდა ლიმფური კვანძები, ხელები მიკანკალებდა, მარცხენა ხელი თითქმის მთლიანად წამერთვა. ისე მქონდა, თითქოს წოლისგან დამიბუჟდა, გამუდმებით უნდა დამეზილა და გამეხურებინა, რომ ამუშავებულიყო. სპორტსმენი ვარ, არასდროს მიავადმყოფია, სამედიცინო ბარათიც კი არ მქონია. ყოველივე ეს დიდხანს გაგრძელდა, 10 კვირის განმავლობაში ვიყავი ცუდად. ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყო ადამიანი, რომელიც არც ისე ძლიერია, მგონი, ვერ გაუძლებდა, მოკვდებოდა“.

დმიტრი დემუშკინი ამბობს, რომ იგი სხვისი სახელით მოათავსეს კერძო კლინიკაში. ანალიზებმა აჩვენა მოწამვლა, მაგრამ შხამის (ტოქსინის) დადგენა ვერ მოხერხდა. დემუშკინმა ამ მოწამვლის შესახებ პირველად 2012 წელს ილაპარაკა ვიდეოინტერვიუში:

 

ინფორმატორი სპეცსამსახურებიდან, რომელმაც დემუშკინს შეატყობინა მოსალოდნელი "სპეცოპერაციის" შესახებ, უკვალოდ გაქრა. იმის გარკვევა, თუ რა ბედი ეწია მას, ამ დრომდე შეუძლებელია. 2013 წელს, მალევე მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ნავალნიმ გამოთქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, დემუშკინმა განაცხადა, რომ იგი ასევე აპირებს კენჭისყრას რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე. ალექსეი ნავალნი ტომსკში მოწამვლას და მისი სიცოცხლის ხელყოფის სხვა მცდელობებს პუტინისათვის ნასროლ ამ გამოწვევას უკავშირებს. დემუშკინიც მიიჩნევს, რომ მისი მოწამვლა ამავე მიზეზით სცადეს. ”როდესაც ნავალნიმ აღწერა თავისი მდგომარეობა, მაშინვე გამახსენდა, რაც დამემართა 2011 წლის გაზაფხულზე. ძალიან ნაცნობი სიმპტომები იყო”, - ამბობს ის.

”პუტინის რუსეთმა მემკვიდრეობით მიიღო სტალინური და პოსტსტალინური დროიდან არა მხოლოდ მეთოდიკა, არამედ თვით „სახელმწიფოსთვის აუცილებელი მკვლელობების“ ტექნოლოგიაც”, - წერდა არკადი ვაკსბერგი თავის წიგნში ”’საწამლავების ლაბორატორია’. ლენინიდან პუტინამდე”. ეს წიგნი 2007 წელს გამოიცა პარიზში ფრანგულად და მას შემდეგ 40 ენაზე ითარგმნა, თუმცა რუსეთში დღემდე ვერ მოიძებნა მამაცი გამომცემელი, რომელიც გაბედავდა რუსული ორიგინალის ტექსტის გამოქვეყნებას.

ისტორიკოსი, იურისტი და ჟურნალისტი არკადი ვაკსბერგი (1927–2011) მუშაობდა საბჭოთა არქივებში და სწავლობდა იმას, თუ როგორ შეიქმნა ლენინის ინიციატივით "საწამლავების ლაბორატორია", რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა პოლიტიკური ოპონენტებისა და, უბრალოდ, არასასურველი ადამიანების მოსაშორებლად. კერძოდ, არკადი ვაკსბერგს მოჰყავს იმის მტკიცებულება, რომ ანატოლი სობჩაკი, რომელსაც კარგად იცნობდა, მოწამლეს.

რადიო თავისუფლება აქვეყნებს ამონარიდებს ხელნაწერიდან საავტორო უფლებების მფლობელთა - ავტორის ქვრივის, სურია სადეკოვასა, და ქალიშვილის, ტატიანა ვაკსბერგის - თავაზიანი ნებართვით:

 

ფრაგმენტი არკადი ვაკსბერგის წიგნიდან "საწამლავების ლაბორატორია"

"ტერორის ისტორიაში, რომელიც საბჭოთა სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველი გახდა, განცალკევებით დგას მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც ინდივიდუალური ტერორი, ანუ ტერორი, მიმართული არა ზოგადად მასების დასაშინებლად, არამედ წერტილოვანი, შერჩევითი, მიმართული კონკრეტული პიროვნების, რეალური ან წარმოსახვითი მტრის წინააღმდეგ, წინააღმდეგ იმისა, ვისი არსებობაც, ამა თუ იმ მიზეზით, არასასურველია, როგორც არასასურველია ან მიუღწეველია მისი ლეგალური გაუვნებელყოფის ნებისმიერი მეთოდი. აცნობიერებდნენ რა სამართლიან დაპირისპირებაში გამარჯვების შეუძლებლობას, ბოლშევიკებმა შექმნეს ტექნიკურად აღჭურვილი პროფესიონალი მკვლელების უპრეცედენტო რაოდენობის კადრები, რომელთა ანგარიშზეა პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების, სამხედრო ლიდერების, კულტურისა და მეცნიერების მუშაკთა ასობით და ათასობით გვამი. ამ ჩამონათვალს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, რადგან ის უსაზღვროა, მრავალი სახელი კი საერთოდ მივიწყებას მიეცა.

ამ სიის სათავეში არიან გრიგორი კოტოვსკი, დახვრეტილი (ვითომ ეჭვიანობის ნიადაგზე); მიხეილ ფრუნზე, რომელიც საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა; წყალში დამხრჩვალი ეფრემ სკლიანსკი და ესაია ხურგინი და ბევრი სხვა, რომლებიც ემსხვერპლნენ ძალაუფლებისათვის ბრძოლას ლენინის სიკვდილის შემდეგ. მაგრამ ტერორი ლენინის დროსა და მისი კურთხევით დაიწყო და სწორედ ლენინმა გასცა ბრძანება შემუშავებულიყო შხამები რეჟიმის მტრების გასანადგურებლად.

ფრაგმენტი არკადი ვაკსბერგის წიგნიდან "საწამლავების ლაბორატორია"

საიდუმლო მკვლელობების დახმარებით პოლიტიკური ბრძოლის პრაქტიკაში ყველაზე დიდი სიახლე იყო ლენინის მიერ 1921 წელს შექმნილი მაღალკვალიფიციური ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია, რომლის წესდებაში პირდაპირ იყო გაცხადებული, რომ მისი ამოცანაა "ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების მტრებთან". ცივილიზებული სამყაროს მორალური ღირებულებების ტრადიციული სკალა სრულიად უცხო იყო მსოფლიო რევოლუციის დიდი ბელადისათვის: "ბრძოლის" ასეთი ბარბაროსული გზა მას საკმაოდ მისაღებად და ღირსეულადაც კი ეჩვენებოდა. ასე რომ, ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიის შექმნა მისი სტრატეგიული ჩანაფიქრების პრაქტიკული განხორციელების ლოგიკური შედეგი იყო. ამ ლაბორატორიამ შეიმუშავა და აწარმოვა არა იარაღი, არამედ შხამები, რომლებითაც უნდა ებრძოლათ "მტრებთან". ასე მიეცა ჩანაფიქრშივე კრიმინალურ ორგანიზაციას ლეგიტიმურობა. კონსპირაციული ევფემიზმებისკენ (რაც მოგვიანებით ტრადიციად იქცა მთელი საბჭოთა ისტორიის განმავლობაში) მიდრეკილმა ლენინმა, მას მიანიჭა "ნეიტრალური" სახელი - "სპეციალური კაბინეტი" - და პირადად დაიქვემდებარა ის, როგორც სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარემ. "კაბინეტის" თანამშრომლების წინაშე ყოველგვარი შენიღბვის გარეშე დაისვა ამოცანა: "მტრების" მოსაკლავად შხამების შექმნა და დახვეწა.

უდავო ისტორიული ინტერესის საგანია იმათი განზოგადებული სოციალურ-ფსიქოლოგიური პორტრეტი, ვინც, რუსეთის ახალ მეპატრონეთა დავალებით, პირდაპირ დაიწყო ტერორისტული აქტების განხორციელება. ამისათვის შეირჩა უფესვო ხალხი - ისინი, ვისაც, ალბათ, მეტისმეტად სწორხაზოვნად და უხეშად, მაგრამ არა უმიზეზოდ, საზოგადოების ნარჩენებს უწოდებდნენ; ადამიანები განათლების გარეშე, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი ოჯახური აღზრდა, ხშირ შემთხვევაში მაწანწალა, უპატრონო ბავშვები, რომლებიც ცოტა ხნის წინ სხვენებში იყვნენ შეყუჟულნი და იქექებოდნენ ნაგავსაყრელებსა და ნაგვის ურნებში; ადამიანები, რომლებსაც, მართალია, არა საკუთარი ნებით, მაგრამ არ ჰქონდათ არავითარი ზნეობრივი საფუძვლები. ნებადართულ და წახალისებულ სისასტიკეში ისინი პოულობდნენ გამოსავალს თავიანთი დაუოკებელი კომპლექსებისთვის - შურისთვის, სიხარბისთვის, უზომო სიძულვილისთვის მათდამი, ვისაც ისინი იღბლიანად და ბედის ნებიერად მიიჩნევდნენ.

როდესაც სტალინი გაბატონდა კრემლში, ფარულ პოლიტიკურ მკვლელობებს უწყვეტი ნაკადის სახე მიეცა. "შხამი სტალინის მონოპოლური პრეროგატივა იყო", - ამბობდა სტალინის სამდივნოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე პოსკრებიშევი.

დოკუმენტურად დადასტურებული დიდი ტერორის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოწამვლაა НКВД-ს საგარეო დეპარტამენტის უფროსის, აბრამ სლუცკის, მკვლელობა. 1938 წლის 17 თებერვალს სლუცკი დაიბარა ეჟოვის მოადგილემ მიხეილ ფრინოვსკიმ. ფრინოვსკი განსაკუთრებული თავაზიანობით მიესალმა სლუცკის თავის კაბინეტში, მოისმინა მოხსენება უცხოეთში წარმატებით ჩანერგილი საიდუმლო თანამშრომლების შესახებ და შემდეგ მოიწვია სახალხო კომისრის მოადგილე ლეონიდ ზაკოვსკი და მიხეილ ალეხინი, რომელიც ხელმძღვანელობდა ოპერაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს. ფრინოვსკის ჩვენების თანახმად, "ისარგებლა რა მომენტით, ზაკოვსკიმ სლუცკის სახეზე მიაფარა ქლოროფორმიანი ნიღაბი. ამ უკანასკნელს ორიოდე წუთში ჩაეძინა, შემდეგ კი ალეხინმა, რომელიც გვერდით ოთახში გველოდა, მარჯვენა მკლავის კუნთში შეუშხაპუნა შხამი, რომლის შედეგადაც სლუცკი მაშინვე გარდაიცვალა". არკადი ვაკსბერგს მოაქვს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმად, სლუცკი მოწამლეს ფრინოვსკის კაბინეტში კანფეტებით.

საბჭოთა სპეცსამსახურების დოკუმენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე გასაიდუმლოებულია, მრავალი დანაშაულის დეტალების შესახებ კი მხოლოდ შეგვიძლია ვიმკითხაოთ. არკადი ვაკსბერგი განიხილავს იმ ვერსიასაც, რომ თვითონ ლენინიც მოწამლეს. სტალინმა პოლიტბიუროს წევრებს უამბო, რომ ლენინმა მას სთხოვა "სპეციალური კაბინეტიდან" მისთვის მიეტანა კალიუმის ციანიდი თავის მოსაკლავად, მაგრამ ვაკსბერგს ეს ამბავი გამოგონილად მიაჩნია. ”კალიუმის ციანიდის - ამ ცნობილი და ფართოდ გავრცელებული შხამის - მისაღებად „სპეციალური კაბინეტის“ საკუჭნაოებში ქექვის მცირედი საჭიროებაც კი არ იყო. სტალინს, რომელიც იმ დროს უკვე შეხმატკბილებული იყო ჰენრიხ იაგოდასთან, შეეძლო აეღო - და, სავარაუდოდ, აიღო კიდეც - უფრო ნაკლებად ცნობილი და შესაფერისი შხამი. იაგოდას უკვე დაწყებული ჰქონდა თავისი კარიერა და უშუალო კავშირი ჰქონდა „სპეციალური კაბინეტის“ საქმიანობასთან“.

აი, საიდუმლოებით მოცული რამდენიმე სიკვდილი, რომელსაც არკადი ვაკსბერგი განიხილავს თავის წიგნში.

ნიკოლაი სოკოლოვი (1882–1924), გამომძიებელი, რომელმაც შეაგროვა რუსეთის სამეფო ოჯახის მკვლელობის მტკიცებულებები ეკატერინბურგში. 1924 წლის ნოემბერში სოკოლოვი იპოვნეს მკვდარი თავისი ფრანგული სახლის ბაღში. სხეულზე ძალადობის კვალი არ ემჩნეოდა. საბჭოთა სპეცსამსახურების ისტორიკოსების მიერ შეგროვებული გარემოებითი მტკიცებულებების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ სოკოლოვი მოწამლეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მკვლელებმა გამოიყენეს შხამიანი ხსნარი, რომლით გაჟღენთილი ქსოვილიც სახეზე მიაფარეს სოკოლოვს.

პეტრე ვრანგელი (1878-1928), სამოქალაქო ომის დროს თეთრი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. ბარონი ვრანგელი ცხოვრობდა ბრიუსელში. უცხოებს არ ხვდებოდა, შემთხვევით სტუმრებს არ იღებდა. მოულოდნელად სახლში გამოჩნდა მისი თანაშემწის ძმა. ის, რომ "ძმა" ანტვერპენში განლაგებული საბჭოთა სავაჭრო გემის მეზღვაური იყო, მხოლოდ ათწლეულების შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც არქივები გაიხსნა. შეხვედრა გაგრძელდა მთელი დღე, რომელიც სტუმარმა და მისმა "ძმამ" სამზარეულოში გაატარეს. წასვლისთანავე ვრანგელი ავად გახდა. ვერც ერთმა ექიმმა ვერ შეძლო ზუსტი დიაგნოზის დასმა. არსებობს მტკიცებულებები, რომ გენერალი "ბორგავდა, ხან ციება შეიპყრობდა, ხან - ცხელება, ისე ეწვოდა შიგნეულობა, თითქოს ცეცხლი ეკიდა". ექიმებმა ვერაფრით შეუმსუბუქეს ტანჯვა. ოცდათვრამეტდღიანი ტანჯვის შემდეგ ვრანგელი გარდაიცვალა.

არკადი პოლონინი (1889–1933), თეთრი ემიგრანტი, ვ. ვოროვსკის მკვლელობის თანამონაწილე. პოლონინის გაუსწორდნენ 1933 წელს პარიზის გარეუბანში, სამგზავრო მატარებელში, სავარაუდოდ, მოწამლული ლუდის დახმარებით.

მიხეილ ჰრუშევსკი (1866-1934), უკრაინელი ისტორიკოსი. 1917-1918 წლებში სათავეში ედგა ცენტრალურ რადას, რომელმაც ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ გამოაცხადა დამოუკიდებელი უკრაინის სახალხო რესპუბლიკა და რომელიც იქცა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ცენტრად. ემიგრაციაში წავიდა, თუმცა 1924 წელს დაბრუნდა სსრკ-ში, დადო პირობა, რომ ჩამოშორდებოდა პოლიტიკურ საქმიანობას და მხოლოდ მეცნიერებით დაკავდებოდა. 1931 წელს ჰრუშევსკი დააპატიმრეს და დაადანაშაულეს "კონტრრევოლუციურ საქმიანობაში", მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. 1934 წელს ჰრუშევსკი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა საავადმყოფოში. საფუძველი არსებობს ვიფიქროთ, რომ იგი მოწამლეს. აიკრძალა ჰრუშევსკის ნამუშევრები, რეპრესირებულ იქნა მისი მრავალი ნათესავი, სტუდენტი და მეგობარი.

ნესტორ ლაკობა (1893-1936), აფხაზეთის სახალხო კომისართა საბჭოს პირველი თავმჯდომარე. 1936 წლის დეკემბერში ლაკობა თბილისში ჩავიდა პარტიის აქტივისტების კონფერენციაზე და გაჩერდა სასტუმრო "ორიანტში". ლავრენტი ბერიამ იგი ჯერ სადილზე მიიწვია, შემდეგ კი თეატრში წაიყვანა. ლაკობა ცუდად გახდა, ტკივილისგან იკაკვებოდა, მაგრამ გონებას არ კარგავდა. გარდაცვალების წინ მოახერხა მძღოლისთვის ეთქვა, რომ იგი მოწამლული იყო.

იაკოვ იუროვსკი (1878-1938), ჩეკისტი, რომელიც ხელმძღვანელობდა სამეფო ოჯახის დახვრეტას. იუროვსკი უცნობი ნივთიერებით მოწამვლის ნიშნებით მიიყვანეს კრემლის საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსია: თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია. მისი სამედიცინო ბარათის ძებნა წარუმატებლად დასრულდა, არადა საავადმყოფოს იმ წლის უხვი არქივი არსებობს. იუროვსკის იდუმალებით სავსე სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე დააკავეს მისი ქალიშვილიც.

ლევ სედოვი (1906-1938), ლევ ტროცკის ვაჟი. ლუბიანკამ მოახერხა მისი ყველაზე ახლობელი ადამიანის - საფრანგეთში ემიგრირებული პოლონელი კომუნისტის, მარკ ზბოროვსკის - გადაბირება. აპენდიციტის შეტევამ სედოვი აიძულა მიემართა სამედიცინო დახმარებისათვის. ზბოროვსკიმ დაარწმუნა სედოვი, რომ სამკურნალოდ აერჩია პარიზის კერძო სამედიცინო კლინიკა, სადაც რუსი ემიგრანტი ექიმები მუშაობდნენ. სედოვი გამოგონილი სახელით დარეგისტრირდა. მხოლოდ ცოლმა და ზბოროვსკიმ იცოდნენ მისი ადგილსამყოფლის შესახებ. არ არსებობს სანდო მტკიცებულება იმისა, რომ დიაგნოზი სწორად იქნა დასმული და რომ ოპერაცია მართლა საჭირო იყო. თუმცა ოპერაცია მაშინვე გაკეთდა - 1938 წლის 8-9 თებერვლის ღამეს - და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სედოვმა ისიც კი გაიფიქრა, რომ მალე შეძლებდა საავადმყოფოს დატოვებას, მაგრამ ოთხი დღის შემდეგ მოულოდნელად მისი მდგომარეობა დამძიმდა. არსებობს მტკიცებულებები, რომ ის, ნახევრად შიშველი, ცხელებით დაეხეტებოდა დერეფნებსა და პალატებში. მკვეთრად აუწია სიცხემ, რამაც პაციენტს გონება დააკარგვინა. ექიმებმა ვერაფერი გაუგეს ავადმყოფის მდგომარეობას. დაისვა ახალი დიაგნოზი - ნაწლავების გადახლართვა, მაგრამ არც ეს იყო ზუსტი დიაგნოზი. ყოველი შემთხვევისთვის, კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს - ესეც ამაოდ! მთელი ეს დრო მარკ ზბოროვსკი სედოვის გვერდით იყო. 16 თებერვალს, დილით, ლევ სედოვი გარდაიცვალა.

პაველ ალილუევი (1894-1938), სტალინის ცოლის ძმა. 1938 წლის 2 ნოემბერს იგი სამუშაოდ წავიდა. საუზმეზე მხოლოდ ერთი კვერცხი ჭამა და ყავა დალია. იყო სავსებით ჯანმრთელი, მკვირცხლი, მხიარული. 11 საათზე თავი ცუდად იგრძნო, დაეწყო უხვი ღებინება და ჩავარდა ნახევრად უგონო მდგომარეობაში. მხოლოდ ორი საათის შემდეგ დაურეკეს ექიმს, რომელმაც სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაცია შესთავაზა. კიდევ ერთი საათის შემდეგ სამსახურიდან დარეკეს სახლში: "რას აჭმევდით პაველ სერგეევიჩს? აქ მას არაფერი უჭამია, მაგრამ გული ერევა". მეუღლემ უპასუხა, რომ სასწრაფოდ მოვიდოდა, მაგრამ აუკრძალეს, უთხრეს, რომ ავადმყოფს კრემლის საავადმყოფოში გადაიყვანდნენ. "მიღებისას," - აღნიშნულია სამედიცინო დასკვნაში, - "აღინიშნებოდა აგონიური მდგომარეობა. პაციენტი გონზე ვერ მოვიდა. 20 წუთის შემდეგ გარდაიცვალა".

ევგენია ხაუტინა (1904–1938), გამომცემლობის მუშაკი, ნიკოლაი ეჟოვის ცოლი. 1938 წლის 29 ოქტომბერს ევგენია ეჟოვა იძულებით გადაიყვანეს "ნერვული პაციენტებისათვის" განკუთვნილ სამთავრობო სანატორიუმში ასთენიურ-დეპრესიული მდგომარეობის დიაგნოზით. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მას ფსიქიატრები მკურნალობდნენ. არანაირი სამედიცინო ჩანაწერი არქივში არ არსებობს. 21 ნოემბერს ხაუტინა გარდაიცვალა ლუმინალის გადაჭარბებული დოზით - ეს არის ოფიციალური დასკვნა. მარტივად რომ ვთქვათ, მან თავი მოიკლა საძილე აბებით, რომლებსაც ძილის წინ იღებდა, მაგრამ საიდან ამდენი საძილე აბი? არკადი ვაკსბერგი ვარაუდობს, რომ მას ქმარი დაეხმარა სიკვდილში. ”სწორედ ეჟოვმა გადასცა თავისი ცოლი თავისსავე დაქვემდებარებში მყოფი ლაბორატორიის თანამშრომლებს“. ამ მოსაზრებას ასევე იზიარებდა ნიკიტა ხრუშჩოვი.

ნადეჟდა კრუპსკაია (1869-1939), ლენინის ქვრივი. 70 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. სტალინის სამდივნოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე პოსკრებიშევმა, რომელსაც სტალინის ქალიშვილმა, სვეტლანამ, ჰკითხა კრუპსკაიას ბედზე, ასეთი რამ თქვა: "თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად ხშირად იყენებდა პატრონი შხამს, როგორც არასასურველი ხალხის თავიდან მოცილების აპრობირებულ საშუალებას". ”სტალინისთვის კრუპსკაიას მკვლელობა იყო ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულება იმისა, რომ შესაძლებელი იყო არასასურველ პირთა ლიკვიდაცია შენიღბულიყო მძიმე დაავადებით გამოწვეულ სიკვდილად“, - წერს არკადი ვაკსბერგი.

1937 წლიდან საიდუმლო ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია დაექვემდებარა НКВД-ს ოპერატიული აღჭურვილობის სპეციალური განყოფილების უფროსს. მიიღო "ლაბორატორია X"-ის სახელი. ლაბორატორიის ხელმძღვანელად დაინიშნა გრიგორი მაირანოვსკი. არკადი ვაკსბერგი მას უწოდებს "საბჭოთა ექიმ მენგელეს". НКВД-ს მე –12 განყოფილების ყოფილი უფროსის, სემიონ ჟუკოვსკის, ჩვენების თანახმად, ”ეჟოვმა დასახა მყისიერი მოქმედების ისეთი შხამების წარმოების ამოცანა, რომლებსაც გამოიყენებდნენ ადამიანებზე მოწამვლის თვალსაჩინო შედეგების გარეშე. იმ შხამებს, რომლებსაც ლაბორატორია აწარმოებდა, მანამდე ჰქონდათ გარკვეული სახის გემო ან ტოვებდნენ კვალს ადამიანის ორგანიზმში. ჩვენ დავისახეთ ამოცანად ლაბორატორიაში შეგვემუშავებინა ისეთი შხამები, რომლებსაც არანაირი გემო არ ექნებოდა, რათა შესაძლბელი ყოფილიყო მათი გამოყენება ღვინოში, სხვადასხვა სახის სასმელსა და საკვებში ისე, რომ არ შეეცვალა საკვებისა და სასმელის არც ფერი და არც გემო. ცალკე ვმუშაობდით მომენტალური და დაგვიანებული მოქმედების ისეთი შხამების შექმნაზე, რომლებიც ასევე არ გამოიწვევდნენ ხილულ დაზიანებებს ადამიანის ორგანიზმში, ანუ გვამის გაჭრის შემდეგ ვერ უნდა დადგენილიყო, რომ მკვლელობაში გამოყენებული იყო შხამი“.

1939 წელს "ლაბორატორია X" შეყვანილი იქნა НКВД-ს მე-4 სპეციალურ განყოფილებაში. ლაბორატორიამ ფრთები გაშალა მაირანოვსკის ხელმძღვანელობით, როცა ჯერ დაპატიმრებული, ხოლო შემდეგ დახვრეტილი ეჟოვის ადგილზე ლავრენტი ბერია დაინიშნა.

არკადი ვაკსბერგი თავის წიგნს მანამდე წერდა, ვიდრე უკრაინაში საბჭოთა სპეცსამსახურების არქივები ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა. მკვლევარმა კონსტანტინ ბოგუსლავსკიმ რადიო თავისუფლებას მოაწოდა დოკუმენტები, რომლებიც მან ახლახან იპოვა კიევში. პირველ, 1940 წლის 26 ივნისით დათარიღებულ, დოკუმენტში НКВД-ს მე-4 სპეციალური განყოფილება მოითხოვს დაევალოს სამეცნიერო დაწესებულებებს შეაგროვონ 50 კგ გამხმარი შხამასოკო (Amanita Phalloides), და იქვე იძლევა დაპირებას, რომ შრომა ანაზღაურდება.

НКВД- ს ვინიცას რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელს ევალება ორგანიზება გაუწიოს 25 კილოგრამი მომაკვდინებელი შხამასოკოს გადაცემას.

დავალება შესრულებულია. 26 კილოგრამი შხამასოკო ვინიციდან კიევში იგზავნება.

პირველი პარტია კიევიდან მიდის მოსკოვში.

სასიკვდილო ამანათს თან ერთვის ხარჯთაღრიცხვა: 1537 რუბლი, 30 კაპიკი.

კიევში გაგზავნილ პირველ პარტიას მოსდევს მეორე, ჟიტომირიდან: 20 კგ და 200 გრ გამხმარი შხამასოკო.

ტვირთი გადაიგზავნება მოსკოვში, დამატებით 1200 მანეთის ანგარიშთან ერთად.

მოახერხეს თუ არა ჩეკისტებმა კიდევ 3 კილოგრამი და 800 გრამი შხამასოკოს შეგროვება? და ვინ მოწამლეს ამ სოკოებით? ამ კითხვების პასუხები შეიძლება მოიძებნოს ФСБ-ს არქივებში, რომლებიც ახლა დახურულია.

ომისშემდგომ წლებში საწამლავების ლაბორატორიის საქმიანობას ახალი გაქანება მიეცა, მნიშვნელოვნად გაიზარდა მის მსხვერპლთა რიცხვი. მათ შორის იყო, მაგალითად, ვოლფგანგ ზალუსი, ტროცკის ყოფილი მდივანი. სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, სემიონ იგნატიევის, პატაკიდან: ”ზალუსის ლიკვიდაცია განხორციელდა უშიშროების სამინისტროს ეროვნებით გერმანელი აგენტის მეშვეობით. 13 თებერვალს გაუკეთა სპეციალური პრეპარატი, რომელიც იწვევს სიკვდილს 10-12 დღეში. მალევე ზალუსი დაავადდა და 4 მარტს გარდაიცვალა მიუნხენის ერთ-ერთ საავადმყოფოში. სხვადასხვა წყაროს საშუალებით გაირკვა, რომ ზალუსის გარდაცვალება მტერში არანაირ ეჭვს არ იწვევდა. ექიმებმა დაასკვნეს, რომ იგი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა".

1960-70-იან წლებში საწამლავის (შხამის) ფაბრიკას დაერქმევა "კგბ-ს სპეციალური და ახალი ტექნოლოგიების ინსტიტუტის N12 სპეციალური ლაბორატორია". სწორედ იქ შეიმუშავებენ ალექსანდრ სოლჟენიცინის რიცინით მოწამვლის გეგმას. მწერალი სასწაულებრივად გადარჩა. გადარჩა ბულგარელი პოლიტიკური ემიგრანტი ვლადიმირ კოსტოვიც, რომელსაც 1978 წლის 26 აგვისტოს მოწამლული ქოლგით უჩხვლიტეს პარიზის მეტროში. მისი ამხანაგი გეორგი მარკოვი ამავე მეთოდით მოკლეს ერთი კვირის შემდეგ ლონდონში. ორივე ოპერაცია, ბულგარეთის სპეცსამსახურების დაკვეთით, შეიმუშავეს სპეციალისტებმა ლუბიანკაში. არკადი ვაკსბერგი, რომელიც სოფიაში ცხოვრობდა, ვარაუდობს, რომ ბულგარელი კომუნისტების ლიდერის ჭირვეული ქალიშვილი, ლუდმილა ჟივკოვა, 1981 წელს კგბ-ს ბრძანებით მოწამლეს.

 

სსრკ დაშლის შემდეგ პოლიტიკური მოწამვლა არ შეწყვეტილა. არსებობს ეჭვი, რომ 1997 წელს მოწამლეს მოსკოვის სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 39 წლის ვლადიმერ ცხაი, რომელიც ამხელდა ФСБ-ს ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში. "ცხაი მოწამლეს. რაღაც ჩაუყარეს. ზუსტად არ ვიცი, როგორ გაკეთდა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ იგი მოწამლეს. ყველას თვალწინ ჩაიფერფლა სულ რაღაც ორი თვის განმავლობაში. საუკეთესო ექიმებმა გასინჯეს, მაგრამ მისი შველა ვერავინ შეძლო. ცხაის სიკვდილი, ფაქტობრივად, იყო საჩვენებელი სიკვდილით დასჯა ყველა ოპერმუშაკისთვის. ასე დაემართება ყველას, ვინც სისტემის წინააღმდეგ წავა. სპეცსამსახურები კლავდნენ საუკეთესოებს ჩვენ შორის - მათ, ვისაც სურდა პატიოსნად ემსახურა და თავისი პროფესიული მოვალეობა შეესრულებინა", - წერდა ალექსანდრე ლიტვინენკო, რომელიც 2006 წელს ლონდონში მოწამლეს რადიოაქტიური პოლონიუმით.

ჟურნალისტი და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი იური შეკოჩიხინი (1950-2003), „ნოვაია გაზეტას“ მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, მოწამლეს თალიუმით. მსგავსი სიმპტომები ჰქონდა საბჭოთა კავშირიდან გერმანიაში გაქცეულ ნიკოლაი ხოხლოვს, რომლის მოწამვლა სცადეს ჩეკისტებმა 1957 წელს, მაგრამ ხოხლოვი გადარჩა.

წიგნ "საწამლავების ლაბორატორიის" ერთ-ერთი თავი ეძღვნება ანატოლი სობჩაკის მოულოდნელ გარდაცვალებას. არკადი ვაკსბერგი, რომელიც სობჩაკთან მეგობრობდა, დარწმუნებულია, რომ იგი მოწამლეს. ”სობჩაკმა ზუსტად იცოდა, რისი ცოდნა არ შეიძლებოდა ახალ პოლიტიკურ ვითარებაში: თუნდაც პუტინის მერის მოადგილედ მუშაობის დეტალები, როდესაც იგი მართავდა ქალაქის ყველა საერთაშორისო - პირველ რიგში, საერთაშორისო ეკონომიკურ - კავშირებს, მრავალმილიონიან პროექტებს, რომლებსაც ახლა აღარავინ იხსენებს”.

2019 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა წიგნი "რუსეთიდან სისხლით. კრემლის დაუნდობელი მკვლელობის პროგრამა და პუტინის საიდუმლო ომი დასავლეთთან". წიგნის ავტორია ჰეიდი ბლეიკი, საგამოძიებო პორტალ BuzzFeed-ის ხელმძღვანელი. 2017 წელს, როდესაც სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლეს სოლსბერიში, BuzzFeed- ის ჟურნალისტები დაინტერესდნენ ბრიტანეთისა და აშშ-ს იმ მოქალაქეების უცნაური გარდაცვალებებით, რომლებიც მეგობრული ან საქმიანი ურთიერთობით იყვნენ დაკავშირებული რუსეთის პოლიტიკურ ემიგრაციასთან. შეადგინეს სია 14 ასეთი შემთხვევისგან, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭირობედა.

ამ სიაში მოხვდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის, იგორ პონომარევის, იდუმალებით სავსე სიკვდილი. 2006 წელს 40 წლის პონომარევმა ლონდონის ოპერის თეატრში ყოფნის დროს მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნო. ისე ძლიერ მოსწყურდა, რომ მოკლე დროში დალია რამდენიმე ლიტრი წყალი. აშშ-ის დაზვერვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბრიტანელ კოლეგებს განუცხადეს, რომ ეჭვი აქვთ თალიუმით მოწამვლაზე, რაც იწვევს ასეთ აუტანელ წყურვილს. პონომარევის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გულის მწვავე უკმარისობაა. გვამი დიდი ბრიტანეთიდან წაიღეს და რუსეთში დაკრძალეს.

პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა მიიჩნევს, რომ იგი ორჯერ მოწამლეს მოსკოვში იმისათვის, რომ მან მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სანქციების შემუშავებაში რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევებში. ორივე შემთხვევაში რუსმა ექიმებმა დაადგინეს მოწამვლის კვალი "დაუდგენელი ნივთიერებით".

 

"სახელმწიფო მტრების მოსაშორებლად საჭირო საწამლავი ყოველთვის იყო კგბ-ს არსენალში, მაგრამ პუტინის დროს ФСБ-ს მიერ შემუშავებული ახალი პროგრამა გაცილებით დახვეწილია. იქმნება ნივთიერებები, რომლებიც ნერვული სისტემის პარალიზებას იწვევს, იქმნება საშუალებები მომაკვდინებელი ბაქტერიებითა და რადიოაქტიური შხამებით, რომლებსაც შეუძლიათ მოკვლა კვალის დატოვების გარეშე. ჰაერში გაფრქვეულ გაზს შეუძლია გამოიწვიოს სწრაფადპროგრესირებადი ონკოლოგიური დაავადებები, გულის შეტევები, შინაგანი ორგანოების დაზიანების პროვოცირება, რის შედეგადაც ლიკვიდატორების მსხვერპლი მოულოდნელად გარდაიცვლება ავადმყოფობისგან ან ბუნებრივი მიზეზებით ”, - წერს ჰეიდი ბლეიკი.

1953 წელს ასეთი შხამების გამოყენება ურჩია გრიგორი მაირანოვსკიმ ბერიას: "მე მაქვს წინადადება ზოგიერთი ახალი ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით: როგორც რიგი საძილე აბებისა, ასევე ლეტალური მოქმედებისა... თქვენი სრულიად სწორი მითითების თანახმად, რომელიც ჩემთვის იქნა მოცემული, ... საკვებსა და სასმელში გამოყენებისათვის გათვალისწინებული ჩვენი საშუალებები მოძველებულია და საჭიროა ზემოქმედების ახალი გზების მოძებნა შესუნთქული ჰაერის სახით".

ხშირად ისმება კითხვა: ლიტვინენკოს საქმეში მხილების შემდეგ რატომ გადაწყვიტეს რუსეთის სპეცსამსახურების აგენტებმა კვლავ საწამლავის გამოყენება სოლსბერიში, სოფიაში, სადაც მოწამლეს ბიზნესმენი ემელიან გებრევი, და ახლა კიდევ ტომსკში, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ? ამ კითხვაზე შესაძლო პასუხებს შორის ასეთიც შეიძლება იყოს: უფრო მეტია შემთხვევა შხამების წარმატებით გამოყენებისა, ვიდრე ჩავარდნის. ასე რომ, ამ მეთოდმა დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა.

”მოხარული ვიქნები, რომ ვცდებოდე, მაგრამ მეჩვენება, რომ „საწამლავების ლაბორატორიის“ პრაქტიკული საქმიანობა კი არ გაჩერდა, არამედ მხოლოდ შეჩერდა”, - თქვა არკადი ვაკსბერგმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში 2010 წელს და, როგორც აღმოჩნდა, არც შემცდარა.

თუმცა ტომსკის მომწამვლელთა მხილების შემდეგ, დმიტრი დემუშკინი, რომელიც ეჭვობს, რომ მისი მოკვლაც სცადეს, იმედოვნებს, რომ საწამლავების ლაბორატორია შეწყვეტს თავის არსებობას. ”იქნებ, სკანდალის შემდეგ დაკარგონ ამის კეთების სურვილი?”

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Наталью Круглову назначили на должность псковского городского судьи



Жизнь

Сервисное локомотивное депо «Иваново» реализует программу по замещению импортных деталей и узлов аналогами отечественного производства для тепловозов серии 2ТЭ116УД






Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Климатический апокалипсис? В Москве снег, в Сочи полярные сияния из-за сильнейших магнитных бурь





Путин в России и мире
Москва

12 мая на выставке "Россия" начнется Всероссийский свадебный фестиваль


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Святая миссия русского солдата


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Пётр Чайковский

В день рождения Петра Чайковского на выставке-форуме «Россия» выступил квартет из Удмуртии



Москва

Несколько автомобилей столкнулись на 69-м километре МКАД

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net