დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებებისთვის დრო იწურება
ორ კვირაზე ნაკლებ დროში ბრიტანეთი დაასრულებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს და აღარ იქნება დამოკიდებული ევროკავშირის სავაჭრო წესებზე. გადაუჭრელ საკითხთაგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო მწვავეა თევზჭერის უფლებები.
ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები 21 დეკემბერს უნდა დასრულდეს, რათა მისი რატიფიცირება მოახერხოს 31 დეკემბრამდე.
დიდმა ბრიტანეთმა 2020 წლის 31 იანვარს დატოვა ევროკავშირი, მაგრამ წლის ბოლომდე რჩება ევროკავშირის უტარიფო ვაჭრობისა და საბაჟო კავშირის ზონაში.
თუკი ქვეყანა გარდამავალი პერიოდის დასრულებისთვის ვერ მოახერხებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევას, 1 იანვრიდან ორი მხარე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესების მიხედვით აწარმოებს ერთმანეთს შორის ვაჭრობას, რომლის მოცულობა წელიწადში დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარია. საქონელზე შესაძლოა ტარიფები დაწესდეს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ფასებზე.