დააკავეს გლდანში მდებარე სუპერმარკეტში ყოფილი ცოლის დაჭრაში ბრალდებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ყოფილი ცოლის დაჭრაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევი კაცი. გამოძიების ინფორმაციით, კაცმა თავის ყოფილ ცოლს, 1983 წელს დაბადებული თ.პ-ს მისსავე სამსახურში - გლდანში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მიაკითხა და საკანცელარიო დანით ყელში დაჭრა. როგორც შსს იტყობინება, ბრალდებულის მიმართ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი.
სამართალდამცველებმა საკანცელარიო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.