ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს სამი მედალი მოიპოვეს
პრაღაში გამართული ევროპირველობის ბოლო - მესამე დღეს ტატამზე სულ ოთხი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ოთხივემ ნახევარფინალში გააღწია. იქ კი ყველა დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთნენ. გადამწყვეტ შეხვედრაში ღვინიაშვილმა ესპანეთის ნაკრების სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილს მოუგო, თუშიშვილმა - ჩეხ ლუკაშ კრპალეკს, ხოლო მატიაშვილმა - ავსტრიელ სტეფან ჰეგის.
საპრიზო სამეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანს. ევროპის სამგზის ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან წააგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე საერთო გუნდურ ჩათვლაში ორმოცი ქვეყნის ნაკრებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.