ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასზე“ უელსის ნაკრებთან დამარცხდნენ
ამავე ჯგუფში, მეორე ტურის მეორე შეხვედრაში ინგლისმა ირლანდიას მოუგო, ანგარიშით 18:7 და ლიდერის პოზიცია გაიმყარა. მეორე ჯგუფში, ფიჯის ნაკრებს მორაგბეთა ნაწილის კორონავირუსით დაინფიცირების გამო კიდევ ერთი ტექნიკური წაგება ჩაეთვალა, ამჯერად იტალიასთან. ხვალ შედგება შოტლანდიისა და საფრანგეთის მატჩი.
ბორჯღალოსნები მიმდინარე ტურნირზე, ჯგუფურ ეტაპის ბოლო შეხვედრას 29 ნოემბერს ჩაატარებენ, კვლავ სტუმრად, ირლანდიის ნაკრებთან, რომელმაც პირველ ტურში უელსს მოუგო - 32:9.