Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

იცით ვის ირჩევთ? - თავდაცვა, მცოცავი ოკუპაცია, განათლება: ნახეთ, რას გპირდებიან: ნაწილი II

ერთი დღეც და არჩევანი გაკეთებული იქნება.

31 ოქტომბერს საქართველო ახალ პარლამენტს აირჩევს.

წინა სტატიაში ჩვენ მოკლედ შევაჯამეთ რას გპირდებიან პოლიტიკური პარტიები ქვეყნის ეკონომიკის ზრდის, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარების თუ სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით.

ახლა ვნახოთ, რა გეგმები აქვთ ძირითად საარჩევნო სუბიექტებს

განათლების;

ჯანდაცვის ​;

თავდაცვის; ​

საგარეო პოლიტიკის სფეროებში. ​

მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ; ​

უმცირესობების უფლებების დასაცავად. ​

არჩევნებში მონაწილე 12 საარჩევნო სუბიექტის პასუხები 35 თემატურ კითხვაზე თავმოყრილია პლატფორმაზე www.partiebi.ge.

განათლების მომავალი

„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს“ განათლების სისტემის ყველაზე მთავად გადასაწყვეტად ამოცანად სკოლების სრული დეპოლიტიზება მიაჩნია. უმაღლეს სასწავლებლებში კი - აგროსპეციალობების აკადემიურ დონეზე სწავლება.

„გირჩი“ აპირებს სახელმწიფო ჩარევის გაუქმებას განათლებაში და ამ სფეროს კერძო სექტორისთვის მინდობას.

„ევროპული საქართველოს“ მიაჩნია, რომ კერძო განათლების სფერო სახელმწიფო რეგულაციებისგან უნდა გათავისუფლდეს, საჯარო სკოლებს კი ფინანსურ და მმართველობით ავტონომიას მიანიჭებს. სკოლების მართვაში მშობლები მეტად ჩაერთვებიან, სახელმწიფოს მხრიდან მასწავლებლებზე პოლიტიკური ზემოქმედების ნებისმიერი მცდელობა აღიკვეთება.

„ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტული გეგმებიდან:

უმაღლესი სასწავლებლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტი 2250 ლარიდან 4500 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

ყველა სტუდენტი, რომლებსაც დღეს აქვთ 30%-იანი და მეტი გრანტი, დაფინანსდებიან სრულად - 100%-ით.

სრულად დაფინანსდება მსოფლიოს ტოპ-100 უნივერსიტეტში მიღებული ყველა სტუდენტი.

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ საგანმანათლებლო გეგმებში შედის ამუშავება პროგრამისა - „არც ერთი მოქალაქე - პროფესიის გარეშე“, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა ასაკის მოქალაქეთა თანამედროვე პირობებისთვის აუცილებელი პროფესიებითა და კომპეტენციებით უნდა აღიჭურვოს.

საამისოდ კი, საქართველოში უნდა დაარსდეს „ღია უნივერსიტეტი“, რომელშიც უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოქნილი გრაფიკით მიიღონ თანამედროვე განათლება და საუნივერსიტეტო დიპლომი.

„თავისუფალი საქართველო" - პარტიის პოზიცია ამ საკითხზე უცნობია.

„ლეიბორისტული პარტია“ გეგმავს გახსნას 70 ახალი საბავშვო ბაღი - თითო 200 ბავშვზე გათვლილი.

სკოლებში მოსწავლეებისთვის დაწესდება ერთჯერადი კვება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

ხოლო 1000 წარმატებული სტუდენტი ყოველწლიურად გაიგზავნება მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.

„ლელო საქართველოსთვის“ მიზნებს შორისაა დისტანციური სწავლების დანერგვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა შვილებისთვის.

საშუალო სკოლის როლი გაფართოვდება და ის კულტურული, გამაჯანსაღებელი და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ფუნქციასაც შეიძენს.

„რეფორმატორებს“ აქვთ ამბიცია შექმნან ქართულ მენტალობასთან მაქსიმალურად ადაპტირებული მოდელი, რომელიც იმავდროულად ოპტიმალური განათლების მიღების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

პარტია „სამართლიანობისთვის“ ახალი და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შექმნას და სკოლებში ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაძლიერებას გეგმავს.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ განათლების პოლიტიკა სამ ძირითად პრინციპს ეყრდნობა. ესენია: დეცენტრალიზაცია, დეპოლიტიზაცია, მოდერნიზაცია.

არჩეული სკოლის დირექტორის ხელფასი იქნება- 3000 ლარი,

საბავშვო ბაღის დირექტორის ხელფასი - 1500 ლარი.

მასწავლებლის მინიმალური ხელფასი სკოლაში - 1000 ლარი, ბაღში - 700 ლარი.

ყოველწლიურად, საუკეთესო შედეგების მქონე 500 მასწავლებლის საკვალიფიკაციო სტაჟირება უცხოეთში - ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად.

„ქართული ოცნება“ - კითხვარში პარტიის პასუხი მოცემული არ არის, თუმცა „ოცნების“საარჩევნო პროგრამაში განათლებას მოცულობითი ნაწილი უკავია და გეგმებს შორისაა, მაგალითად, 2021-2024 წლებში 600 მილიონი ლარის ღირებულების 200-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა, მათ შორის, 2021-2022 წლებში დასრულდება 26 სკოლის მშენებლობა, 80 სკოლის რეაბილიტაცია და 11 სკოლის ენერგოეფექტური კომპონენტის გაძლიერება.

რა ელის ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებს?

„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს“ ბიუჯეტის ფლანგვად მიაჩნიათ ნებისმიერი ტიპის შემოსავლის მქონე ადამიანისთვის ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების ერთი და იმავე პაკეტის შეთავაზება.

ამიტომ, ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის ხარისხიანი პაკეტი სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს ყველა მოწყვლად ჯგუფს, ვისაც ამის დამოუკიდებლად დაფინანსების შესაძლებლობა არ გააჩნია.

„გირჩს“ სწორ სტრატეგიად სამედიცინო სფეროს გათავისუფლება, მასში მეტი თავისუფლების და მეტი კონკურენციის დაშვება მიაჩნია, რაც ავტომატურად გაზრდის ხარისხს და შეამცირებს ფასს.

„ევროპული საქართველო“:

პენსიის გაორმაგება;

სოციალურად დაუცველთა დახმარების გაორმაგება;

დევნილთა დახმარების გაორმაგება;

შშმ პირთა შემწეობის გაორმაგება;

მთავრობის საკუთრებაში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის გადაცემა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნება, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა სარეიტინგო ქულას გაზრდიან 200 000-მდე და ამით გააორმაგებენ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობას - დახმარებას მიიღებს 1 მილიონი ადამიანი. ხოლო სოციალურ ბაზაში რეგისტრირებული 200 000-მდე ქულის მქონე ოჯახების ყველა წევრს დაენიშნება 100-ლარიანი ფულადი მხარდაჭერა. ასევე:

პენსია 400 ლარი.

უსახლკარო პენსიონერებისთვის შეიქმნება ევროპული სტანდარტის პენსიონერთა საერთო საცხოვრებელი.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა იქნება.

ასაკობრივი პენსია ეტაპობრივად 300 ლარამდე, სხვადასხვა საპენსიო კატეგორიისთვის კი 400 ლარამდე გაიზრდება.

„ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა“ გეგმავს ქვეყანაში ქველმოქმედების წახალისებას. მათთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდება.

სასურსათო კალათის კალორიულობა 2200-იდან 2500 კილოკალორიამდე უნდა გაიზარდოს.

დედებს შვილის აღზრდის პერიოდი ჩაეთვლებათ შრომით სტაჟში და დაწესდება „დედის ხელფასი“.

უმუშევართათვის უნდა დაწესდეს ექვსთვიანი შემწეობა.

„თავისუფალი საქართველოს“ პოზიცია ამ საკითხზე უცნობია, რადგან ამ კითხვაზე პასუხი გაცემული არ აქვს.

„ლეიბორისტულ პარტიას“ უნდა ააშენოს მრავალპროფილიანი საავადმყოფო საქართველოს ყველა რეგიონში. გეგმაში აქვთ ასევე ნარკომანიის მკურნალობის, ალკოჰოლიზმისა და თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ მიმართული სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების დაფინანსება.

მრავალშვილიან ოჯახებს - 200-ლარიანი შემწეობა;

ვეტერანებს 22-ის ნაცვლად მიეცემა 300 ლარი;

გაორმაგდება სოციალური დახმარება;

უმუშევრებზე გაიცემა უმუშევრობის დროებითი კომპენსაცია;

კაზინოები ქალაქგარეთ გადავა და მკაცრად შეიზღუდება ონლაინ-აზარტული თამაშები.

„ლელო“ ირჩევს სადაზღვევო მედიცინის პრინციპებზე გადასვლას - სახელმწიფო დააზღვევს ყველა მოქალაქეს კერძო სადაზღვევო კომპანიების გავლით.

აპირებს შექმნას სამუშაო ადგილები, რაც პირდაპირ კავშირშია სოციალურად დაუცველთა რიცხვის კლებასთან. ხოლო თუ სოციალურად დაუცველი ოჯახის რომელიმე წევრი დასაქმდება, ოჯახს სოციალური დახმარება შეუნარჩუნდება ორი წლის განმავლობაში.

„რეფორმატორების“ გეგმით, მინიმუმამდე შემცირდება ბიუროკრატია. საქმის წარმოება სრულად ელექტრონულ სისტემაზე გადავა. მოქალაქეებს, რომლებსაც ესაჭიროებათ და ეკუთვნით სახელმწიფო სამედიცინო ან სხვა სახის მომსახურება ჯანდაცვის სფეროში, აღარ მოუწევთ კლინიკიდან კლინიკაში, თვითმმართველობის ორგანოდან ჯანდაცვის სამინისტროში და ისევ კლინიკაში სიარული, დროის, ნერვებისა და ფულის ხარჯვა.

„სამართლიანობისთვის“ ყველა კატეგორიის პენსიას გაზრდის.

სახელმწიფო წაახალისებს მრავალშვილიანობას.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს ინიციატივა „ინდივიდუალური ჯანმრთელობის გეგმა საქართველოს ყველა მოქალაქეს“, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეულ მოქალაქეს ექნება პერსონალური ჯანდაცვის გეგმა დაწყებული დაბადებიდან (ან პროგრამაში ჩართვიდან).

გეგმაშია წამლის ფასის შემცირება სულ მცირე 30%-ით.

ვის როგორ წარმოუდგენია ქვეყნის თავდაცვის მომავალი?

„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - ქვეყანაში უნდა დაარსდეს „მომავლის არმია“. ამ კონცეფციას 200 პუნქტი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მაგალითად არის ის, რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საშუალება, გახდეს თავდაცვის ძალების წევრი. უნდა შეიქმნას მოხალისეთა „თავდაცვის ლიგა“ და უნდა დაარსდეს ღია სასროლეთები და მსროლელთა კლუბები, ამაღლდეს იარაღის კულტურა ხალხში.

„გირჩი“ ამ საკითხს წყვეტს მარტივად და ამბობს, რომ თანამედროვე თავდაცვა უნდა ვისწავლოთ მათგან, ვისაც ეს დღეს სამყაროში ყველაზე უკეთ გამოსდის - აშშ-სგან.

„ევროპული საქართველოს“ მიზანია შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია-აღჭურვა და აშშ-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ქვეყანაში განთავსება.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობასა და კიბერუსაფრთხოებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაშია ხელფასის 20%-ით გაზრდა ყველა სამხედრო მოსამსახურისთვის.

ხოლო შრომისუნარიანობა დაკარგულ, დაჭრილ სამხედროებს შეუნარჩუნდებათ ხელფასის ასი პროცენტი, მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასევე, სამხედრო ოპერაციებსა და მისიებში დაღუპულ სამხედროთა ოჯახებსაც.

„ქართული ოცნება“ მომდევნო წლების განმავლობაში მთავარ აქცენტს საბრძოლო მომზადებაზე და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე გააკეთებს. ჩამოყალიბდება ნატოსთან თავსებადი თანამედროვე ტექნიკით და შეიარაღებით აღჭურვილი მოქნილი და ადაპტირებადი თავდაცვის ძალები.

„ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა“ შეიმუშვებს თავდაცვის თანამედროვე და რეალისტურ დოქტრინას, რომელიც გაითვალისწინებს შეიარაღებული ძალების მშენებლობისას საქართველოს ბუნებრივ პირობებსა და საჭიროებებს.

ეს პოლიტიკური ძალა მიიჩნევს, რომ საჭიროა ქართული ჯარის წვევამდელთა სისტემიდან საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლა, რაც აქტიური რეზერვის ფონზე, ჯარის გაჯანსაღების გარდა, უამრავ ადამიანს დაასაქმებს.

„თავისუფალი საქართველოს“ პოზიცია ამ საკითხზე მითითებული არ არის.

„ლეიბორისტული პარტიის“ პოზიციაც ამ საკითხზე უცნობია.

„ლელოს“ პასუხია, რომ ეტაპობრივად გაუქმდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის დღეს მოქმედი მანკიერი სისტემა, რომელიც ვერც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ამაღლებს და ვერც ახალგაზრდებში აღვივებს პატრიოტიზმს.

პირველ ეტაპზე (2021-2022) 6-თვიანი სამხედრო სამსახური სავალდებულო გახდება მხოლოდ თავდაცვის ძალებში. მეორე ეტაპიდან (2023 წლიდან), როდესაც მზად იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საქართველოს დაცვის კონსტიტუციური ვალდებულების მოხდა დაეკისრება 18-27 წლის ასაკის ორივე სქესის ყველა შრომისუნარიან მოქალაქეს. საკუთარი არჩევანით ახალგაზრდა გაივლის 6-თვიან სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში ან 6-თვიან პროფესიულ სტაჟირებას თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ქვედანაყოფებში, რის შემდეგაც იგი ჩაირიცხება თავდაცვის რეზერვში.

შემუშავდება მტრული ძალების მხრიდან დეზინფორმაციასთან ბრძოლის კომპლექსური პროგრამა.

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის დღეს არსებული დახმარება გაიზრდება 5-ჯერ.

2024 წლიდან უზრუნველყოფილი იქნებიან სოციალური საცხოვრისით - ვეტერანთა სახლებით.

„რეფორმატორები“ აპირებენ სამხედრო და თავდაცვის პოტენციალის ზრდას, სამხედრო და თავდაცვის სფეროს მაქსიმალურ მხარდაჭერას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, სამხედრო-ტექნოლოგიური კვლევებისა და მათი წარმოების დაფინანსების მნიშვნელოვან ზრდას.

„სამართლიანობისთვის“ მიიჩნევს, რომ ქვეყნის თავდაცვისთვის მნიშვნელოვანია მოქმედებდეს ეფექტიანი სარეზერვო სისტემა, რომლის საშუალებითაც პროფესიული სამხედრო კონტინგენტი შეძლებს ომის შტატზე სწრაფ და ეფექტიან გადასვლას.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ აუცილებლად მიაჩნია სამხედრო სავალდებულო სამსახურის, ისევე როგორც რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის სრული რეფორმირება.

ვინ საით იხედება? საგარეო პოლიტიკა

„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ ღია პოზიციაა, რომ ისინი მხარს უჭერერ დასავლურს კურსს, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.

„გირჩი“ წერს, რომ ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებული შტატების იმედი აქვთ.

„ევროპული საქართველო“ აპირებს განუხრელ მსვლელობას ნატოსა და ევროკავშირისკენ და გეგმავს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. ასევე, შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას.

„ნაციონალური მოძრაობასაც“ მკაფიოდ დასავლური კურსი აქვს და წერს, რომ გააქტიურდება ნატო-საქართველოს პარტნიორობის ფორმატი და საქართველო გახდება ნატოს წევრი. რომ დაჩქარდება ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია.

„ქართული ოცნების“ მომავალი 4 წლის გეგმაშია საქართველოს კიდევ უფრო დააახლოვება ნატოში გაწევრიანების მიზანთან.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ ასევე ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეყოს გამბედაობა, აწარმოოს პირდაპირი, ორმხრივი მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან.

მათი პოზიციაა, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები, ჩვენი აქტიური ჩართულობის გარეშე, რუსეთთან ურთიერთობებს ვერ მოგვიგვარებენ.

„თავისუფალი საქართველოს“ საგარეო პოლიტიკის გეგმებშია პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ - ოღონდ რუსეთის მონაწილეობით.

„ლეიბორისტების“ მიზნები:

ნატო და ევროკავშირი.

დიპლომატთა ორჯერ გაზრდილი რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში;

ამერიკული საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო სამხედრო ბაზების გახსნა.

„ლელოს“ აქვს „ახალი საგარეო ფილოსოფია“, რომლის მიზანია, საქართველო გახდეს სახელმწიფო თავისი სუვერენული საგარეო პოლიტიკითა და ინტერესებით.

აშშ-ის მნიშვნელობა საქართველოსთვის უნიკალური რჩება

„ლელო“ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს გერმანიასთან თანამშრომლობას,

„რეფორმატორების“ ხელისუფლების პირობებში გამოაშკარავდება და სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ ორგანიზაციების საქმიანობას საქართველოში, რომელთა დაფინანსების წყარო რუსული კაპიტალია.

გეგმაშია ლუსტრაციის კანონის მიღება.

„სამართლიანობისთვის“ პარტიის საგარეო კურსად ასახელებს პროდასავლურს კურსს. პარტიის ხედვაა, რომ საქართველო უნდა იყოს ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი და ისწრაფვოდეს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ეცდება ნატოში გაწევრიანების დაჩქარების ახალი გზები თუ ფორმები მოიძიოს.

და გაზარდოს საქართველოს მიმართ ევროკავშირის დაინტერესება.

„მცოცავი ოკუპაცია“ - როგორც გამოწვევა

„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ შინააგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულმა დანაყოფებმა მკაცრად უნდა გააკონტროლონ ფრონტისპირა სექტორის მთელი პერიმეტრი.

„გირჩი“ - უფრო ხმამაღლა იყვირებს, უფრო მეტ ადგილას ისაუბრებს ამ პრობლემაზე და უფრო მეტ დისკომფორტს შეუქმნის ოკუპანტს. პარალელურად კი ეცდებიან, საქართველო იყოს მიმზიდველი და საინვესტიციო ქვეყანა სხვებისთვისაც.

„ევროპული საქართველო“ გაზრდის უსაფრთხოების ზომებს ოკუპაციის ხაზის გასწვრივ საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეს საგუშაგოების განთავსებით და მთელ პერიმეტრზე პატრულირების აღდგენით.

ქვეყანამ გააფართოვებს „ოთხოზორიატატუნაშვილის“ სიას იმ პირთა ჩართვით, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევასა და მკვლელობებზე.

„ნაციონალური მოძრაობა“ ასევე გეგმავს გაძლიერდეს უსაფრთხოების საპოლიციო ღონისძიებები საოკუპაციო ხაზთან. და უზრუნველვყოფს საერთაშორისო საზოგადოების მეტ ჩართულობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებში.

„ქართული ოცნება“ ამ კითხვას მოცემულ კითხვარში უპასუხოდ ტოვებს, თუმცა საკითხს პასუხობს თავის საარჩევნო პროგრამაში.

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ საჭიროდ მიიჩნევს ე.წ. საზღვარზე კონტროლის გაძლიერებას. და ამავე დროს, ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციასთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყებისა და პროტესტის აქტიური ფორმის გარეშე მცოცავი ოკუპაციის შეჩერება შეუძლებელია.

„თავისუფალი საქართველოს“ პოზიცია ამ საკითხზე უცნობია, რადგან კითხვარში პასუხი არ არის.

„ლეიბორისტული პარტიას“ ამ პრობლემის მოგვარება ასე წარმოუდგებია, რომ ე.წ. სასაზღვრო ზოლში განთავსდებიან საპატრულო და სპეციალური რაზმის დანაყოფები, რომლებიც ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ საქართველოს მოქალაქეების მოტაცების მცდელობისას და აღკვეთენ ე.წ. საზღვრის გადმოწევის მცდელობებს.

საქართველოში კი განთავსდება აშშ-ის სამხედრო ბაზები, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტის ეფექტურ დაცვას.

„ლელოს“ აზრით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უნდა დამონტაჟდეს ვიდეოთვალთვალის სისტემა.

ხოლო საქართველოზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდებისა და რუსული პროპაგანდის განეიტრალების მიზნით შეიქმნება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხი; კერძოდ - რუსულენოვანი ტელევიზია, რომელიც, გარდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისა, ჩრდილოეთ კავკასიას და, შესაძლოა, მთლიანად პოსტსაბჭოთა რუსულენოვან სივრცეს დაფარავს.

„რეფორმატორების“ პოზიცია ამ კითხვაზე უცნობია.

„სამართლიანობისთვის“ ფიქრობს, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი თავდაცვითი სტრატეგია და საერთაშორისო ფორმატების მუდმივად გამოყენება და რომ არ არსებობს დიალოგისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გარდა უფრო ეფექტიანი მექანიზმი უწყვეტი პროვოკაციის პირობებში. ამიტომ, ამ გზას დაადგება.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ კი დაიწყებს ანტისაოკუპაციო და ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავებას, სადაც მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ფართო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას.

აამუშავებს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას.

სად არიან უმცირესობების ადგილი პარტიების ხედვაში?

„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - აქ „მოქალაქეები“ ფიქრობენ, რომ ეთნიკურ უმცირესობებს სახელწმიფო ენა აქვთ სასწავლი, რაც მათ ინტეგრაციას აფერხებს. პარტია მომხრეა გამკაცრდეს სადამსჯელო ღონისძიებები ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის დროს გამოჩენილი გულგრილობისთვის.

„გირჩი“ თვლის, რომ ადამიანები არიან თანასწორები, ამიტომ გირჩი არც პრივილეგიებს მიანიჭებს რაიმე ჯგუფის მიმართ კუთვნილების გამო, მაგრამ არც მათ მიმართ ჩადენილი რაიმე ტიპის ძალადობა დარჩება დაუსჯელი.

„ევროპული საქართველო“ დაუსჯელს არ დატოვებს დისკრიმინაციის, ჩაგვრის, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შემთხვევებს.

სახელმწიფო უწყებებში უმცირესობები არ დაიჩაგრებიან.

„ნაციონალური მოძაობა“ - ინდივიდუალური თავისუფლება ყველას ბედნიერებისთვის! ასეთია მათი ლოზუნგი ამ საკითხში.

„ქართული ოცნება“ - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფილი იქნება განათლების ფართო ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო ენის სწავლება.

„ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა“ ამბობს, რომ უნდა გამოირიცხოს რაიმე ტიპის დისკრიმინაცია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ. სახელმწიფომ თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად იდენტობისა, უნდა შეუქმნას ცხოვრების ღირსეული პირობები, დაეხმაროს მას საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში.

„თავისუფალი საქართველო“ - პოზიცია უცნობია.

„ლეიბორისტული პარტია“ - სახელმწიფოს მიერ გაცემული ყველა გრანტის 5% მოხმარდება უმცირესობათა ბიზნესიდეების, სტარტაპების დაფინანსებას, ან დაიხარჯება ისეთ იდეებზე, რომლებიც უმცირესობათა დასაქმებას ითვალისწინებს.

„ლელო“ გააუქმებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო და რელიგიის საკითხთა სააგენტოს.

შექმნის სამოქალაქო თანასწორობის სააგენტოს.

კონფლიქტების დარეგულირების კუთხით იმუშავებს სახელმწიფო მინისტრი.

დაიხვეწება სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობადისკრიმინაციის პრევენციის და ეფექტური რეაგირების მექანიზმები.

„რეფორმატორები“ - პარტიის პოზიცია ამ საკითხზე უცნობია.

„სამართლიანობისთვის“ გეგმავს გაზარდოს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ეფექტიანობა და გაფართოვდეს წვდომა სახელმწიფო ენის პროგრამებზე აკადემიური პროცესის მიღმაც.

კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ეთნიკური უმცირესობებისთვის გაუმჯობესდება ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტებისა და საზოგადოებრივი მომსახურების ხელმისაწვდომობა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს, კანონის ფარგლებში, ულტრამემარჯვენე და რადიკალური ჯგუფების განცხადებებსა და ქმედებებზე, რაც შუღლს აღვივებს საზოგადოებაში უმცირესობის სხვადასხვა ჯგუფის მიმართ.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Более десяти рейсов по Северному морскому пути из портов Китая в Архангельск планируют совершить в этом году



Жизнь

Сервисное локомотивное депо «Иваново» реализует программу по замещению импортных деталей и узлов аналогами отечественного производства для тепловозов серии 2ТЭ116УД






Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Крылатчан попросили с пониманием отнестись к спортивному ориентированию





Путин в России и мире
Москва

Обучила 24 женщин-снайперов: Кто сидел на параде рядом с Путиным?


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко пообещал рассмотреть запрос об убежище судьи из Польши




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Бато Багдаев

Рады познакомить вас с артистами цирка Бурятии: Саян Дондоков - Театр и дети, Культура и Россия



Москва

Не дайте вашим губам выдать возраст: простые правила макияжа, чтобы не выглядеть старухой

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net