საფრანგეთი ევროკავშირის მეორე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა
საფრანგეთში მილიონს გადააჭარბა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა. გამოჯანმრთელებულია 111 700-ზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილია 34 000-ზე მეტი.
ცოტა ხნით ადრე, ესპანეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მილიონს გასცდა. ესპანეთში გამოჯანმრთელებულია 150 300-ზე მეტი ადამიანი და გარდაცვლილია 34 300-ზე მეტი.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, ესპანეთი და საფრანგეთი ამჟამად მეექვსე და მეშვიდე ადგილებზე არიან აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, რუსეთის და არგენტინის შემდეგ.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 41 მილიონს აჭარბებს. გარდაცვლილია 1 100 000-ზე მეტი ადამიანი.