გამტაცებელმა ზუგდიდში გაათავისუფლა კიდევ ერთი მძევალი
დაახლოებით ერთი საათის წინ კიდევ ორი მძევლის გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა დაახლოებით 20 მძევლიდან ერთ-ერთს, „მთავარი არხის“ ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურს, 500 ათასი დოლარი გადასცენ და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება მისცენ.