რუსეთი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, რომელიც ამერიკულ და ბრიტანულ წყაროებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა, წლეულს კიბერთავდამსხმელების მიზანი ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩაშლა იყო.
დოპინგთან დაკავშირებული სკანდალების სიმრავლის გამო, რუსეთის სპორტული დელეგაცია პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური დროშის ქვეშ, ნეიტრალური სტატუსით გამოვიდა. ასევე მოხდება ტოკიოს ოლიმპიადაზეც, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის ივლის-აგვისტოში გაიმართება.