ივერი მელაშვილის მეუღლე - ამ „სპექტაკლზე“ მუშაობა წელიწად-ნახევარი მიმდინარეობდა
„ქართულმა ოცნებამ“, დიდი სპექტაკლი დადგა, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიწები გაასხვისეს, თავად კი საქართველო გადაარჩინეს, - განაცხადა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემ 10 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. თამარ სულაძის თქმით, ამ გეგმაზე წელიწად-ნახევარი მუშაობდნენ და მისი მეუღლეც იმიტომ დააპატიმრეს, რომ მის განხორციელებაში ხელისუფლებას ხელს უშლიდა.
მისი თქმით, ივერი მელაშვილი მოლაპარაკებისას სწორედ იმით იყო გამორჩეული, რომ დათმობებზე არ მიდიოდა. „აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ მათ არ უნდოდათ კომისიაში ჩემი მეუღლე ყოფილიყო, იმიტომ რომ ის ერთ გოჯსაც არ უთმობდა მათ, მათ კი უნდოდათ ვიღაც ისეთი ყოფილიყო, ცოტა რბილი, რომელიც მათ სასარგებლოდ დათმობდა რამეს. ეს კი არაფერს არ უთმობდა, არც კომპეტენცია აკლდა, რომ შეცდომით ვინმესთვის რაღაც დაეთმო, არც თავის მიწას დაუთმობდა ვინმეს“, - განაცხადა თამარ სულაძემ.