ხარკოვის მახლობლად თვითმფრინავი ჩამოვარდა, არიან დაღუპულები
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ, ხარკოვის რეგიონში, An-26 თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურა.
თვითმფრინავი, რომელშივ ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები ისხდნენ, ავარიულად დაეშვა, დაშვების დროს კი ბორტზე ხანძარი გაჩნდა.
არიან დაღუპულები და დაშავებულები. რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, ამის დადგენა ვერ ხერხდება, რადგანაც სხვადასხვა მონაცემი არსებობს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბორტზე 28 ადამიანი იმყოფებოდა: 7 ეკიპაჟის წევრი და 21 კურსანტი. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია 22 ადამიანი.