ბერლინში, რუსეთის საელჩოს წინ, მიმდინარეობს აქცია „შეწყდეს პუტინის ტერორი“
ბერლინში, უნტერ დენ ლიდენის ბულვარზე, რუსეთის საელჩოს მახლობლად, მიმდინარეობს აქცია-პიკეტი „შეწყდეს პუტინის ტერორი“ (Stop Putin's Terror). მასში მონაწილეობენ როგორც გერმანიის მოქალაქეები, ისე ბერლინში მცხოვრები ბელარუსები, უკრაინელები და რუსები.
აქციის ფარგლებში შექმნილია კარვების ქალაქი. აქტივისტებმა ასევე განათავსეს პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების ფოტოები, რომლებზე თავდასხმებშიც არის კრემლი ეჭვმიტანილი. მათ შორისაა ნავალნის ფოტოც.
აქციის ინიციატორები არიან ბერლინში მცხოვრები რუსი მეწარმე დმიტრი ბაგრაში და სოციოლოგი იგორ ეიდმანი. ფორუმის ორგანიზატორია „გერმანიის რუსულენოვან ევროპელთა ფორუმი“.
აქციის ტერიტორიაზე მართავენ კონცერტებს, ყველაზე დიდ კარავზე კი საღამოობით ხდება მოკლე დოკუმენტური და მულტიპლიკაციური ფილმების პროეცირება.
აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და ის 27 სექტემბრამდე გასტანს.